კაკა NBA-ს მატჩს დაესწრო (ფოტო)

MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ფეხბურთელმა, ბრაზილიელმა კაკამ, რომლის გუნდი ჩემპიონატის პლეიოფში ვერ მოხვდა, თავისუფალი დროით ტკბება და სხვადასხვა სპორტის სახეობის მატჩებს ესწრება. ასე, დღეს კაკა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის პირველ მატჩს დაესწრო, რომელშიც „ორლანდო მეჯიკმა“ „ვაშინგოტონ უიზარდსთან“ ერთი ქულით 87:88 წააგო.

1

სად გააგრძელებს კარიერას პოლ პირსი?

„ვაშინგტონ უიზარდსის“ 37 წლის ფორვარდი პოლ პირსი შემდეგ სეზონში კარიერის გაგრძელებას გეგმავს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის „ვაშინგტონში“ დარჩება.

ამჟამად ვეტერანს ორი ვარიანტი აქვს – მას პირველ ივლისამდე ან კონტრაქტში არსებული ერთ-ერთი ფუნქტის გამოყენება და ხელშეკრულების გახანგრძლივება შეუძლია ან თავისუფალი აგენტების ბაზარზე გადასვლის შესაძლებლობა აქვს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლს „ლოს-ანჯელეს კლიპერსში“ გადასვლა შეუძლია, რომელსაც მჟამად„ბოსტონ სელტიკსის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი დოკ რივერსი თავკაცობს.

„ატლანტა“ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალშია

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფის მეორე რაუნდის მეექვსე მატჩში „ატლანტა ჰოუქსმა“ სტუმრად „ვაშინგტონ უიზარდსთან“ დაძაბულ ბრძოლაში სამი ქულით გაიმარჯვა და კონფერენციის ფინალში გავიდა.

პირველი მეოთხედი ვაშინგტონელებმა ერთი ქულით – 20:19 მოიგეს. მეორე მეოთხედის შემდეგ „ატლანტა„ უკვე ხუთი ქულით იგებდა, მესამეში კი უპირატესობა კიდევ ორი ქულით გაზარდა. ბოლო მეოთხედი „უიზარდსმა“ ხუთი ქულით მოიგო, რაც დასაწინაურებლად არ ეყო.

საბოლოოდ, „ატლანტამ“ ანგარიშით 94:91 გაიმარჯვა და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა, სადაც „კლივლენდ კავალიერსს“ დაურპისიპირდება.

„ვაშინგტონ უიზარდსი“ – „ატლანტა ჰოუქსი“ – 91:94 (20:19, 19:26, 25:27, 27:22)

„ვაშინგტონი“: ბილი (29 ქ. 6 მ.), უოლი (20 ქ. 6 მ. 13 პ. 6 დ.), სერაფინი (13 ქ. 8 მ.), ნენე (5 ქ. 11 მ.)
„ატლანტა“: კეროლი (25 ქ. 10 მ.), მილსეპი (20 ქ. 13 მ.), ტიგი (20 ქ. 5 მ. 7 პ.), ჰორფორდი (13 ქ. 7 მ.), შრედერი (9 ქ. 3 ჩ.)

ანგარიში სერიაში: 2:4

როგორ მოიგო „ატლანტამ“ მატჩის დასრულებამდე 1,5 წამით ადრე (ვიდეო)

„ატლანტა ჰოუქსის“ ცენტრმა ელ ჰორფორდმა „ვაშინგტონ უიზარდსთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფის მეორე რაუნდის მეხუთე მატჩში შეტევისას ბურთი მოხსნა, რის შემდეგაც ნენე ილარიუს გასცდა და შეხვედრის დასრულებამდე მხოლოდ 1,5 წამით ადრე ბურთი მეტოქის ფარში ჩააგდო, რითაც თავის გუნდს ანგარიშით ერთი ქულით – 82:81 მოაგებინა.

„ვაშინგტონის“ უკანახაზელმა შეტევა ლამაზი ჩატენვით დააგვირგვინა

„ატლანტა ჰოუქსთნა“ პლეიოფის სერიის მესამე მატჩში „ვაშინგტონ უიზარდსის“ უკანახაზელმა ოტო პორტერმა თავისი გუნდის ერთ_ერთი შეტევა ეფექტური ჩატენვით დაასრულა.

იხილეთ ვიდეო:

როგორ მოაგებინა პოლ პირსმა „ვაშინგტონს“ „ატლანტასთან“ მესამე მატჩი

„ვაშინგტონ უიზარდსის“ ფორვარდმა პოლ პირსმა „ატლანტა ჰოუქსთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფის მეორე რაუნდის მესამე მატჩის ბოლო წამზე ბურთი მეტოქის ფარში საშუალო დისტანციიდან ჩააგდო, რითაც თავის გუნდს ანგარიშით 103:101 მოაგებინა. ამ გამარჯვებით დედაქალაქელები სერიაში 2:1 დაწინაურდნენ.

„ვაშინგტონის“ გამთამაშებლის ეფექტური ბლოკი (ვიდეო)

„ტორონტო რეპტორსთან“ პლეიოფის სერიის პირველი მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში „ვაშინგტონ უიზარდსის“ გამათაშებელმა ჯონ უოლმა წარუმატებელი შეტევის შემდეგ მეტოქის კონტრშეტევის შეჩერება შეძლო და კაილ ლოურის მისი გუნდის ფარში ბურთის ჩაგდების საშუალება არ მისცა.

ცნობისთვის, „ვაშინგტონმა“ ანგარიშით 93:86 მოიგო.

უოლმა სეზონის პირადი რეკორდი გაიმეორა

„საკრამენტო კინგსთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში „ვაშინგტონის“ პლეიმეიკერმა ჯონ უოლმა 31 ქულა დააგროვა, რითაც მიმდინარე სეზონში თავისი რეკორდი გაიმეორა. გარდა ამისა, ხსენებულ შეხვედრაში მან 12 შედეგიანი პასიც მიითვალა.

სტეფ კარის მორიგი ბრწყინვალე პასი (ვიდეო)

„გოლდენ სტეიტის“ ლიდერმა სტეფ კარიმ „ვაშინგტონთან“ მატჩში მარის სპეიტს ბრწყინვალე პასი გაუკეთა. გთავაზობთ ამ ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

კობი ბრაიანტს „ვაშინგტონში“ გადასვლა უნდოდა

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელმა კობი ბრაიანტმა ჟურნალისტებს თავისი ბიოგრაფიის საკმაოდ საინტერესო ფაქტი გაუმხილა.

2001 წელს მაიკლ ჯორდანმა „ვაშინგტონ უიზარდსში“ კარიერა განაახლა და ამის გამო „შავი მამბა“ დედაქალაქურ კლუბში გადასვლაზე ფიქრობდა.

„ეს სიმართლეა, მე „ვაშინგტონში“ გადასვლაზე ნამდვილად ვფიქრობდი. ჩვენ კარგი გუნდის ჩამოყალიბება და ლიგის მოგება შეგვეძლო“, – ციტირებს ბრაიანტს „ESPN Los Angeles“-ი.

კობის იმის დამტკიცება სურდა, რომ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოგება შაკილ ო’ნილის გარეშეც შეეძლო, თუმცა თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლის შემდეგ მან გეგმები შეიცვალა, რადგან ჯორდანმა „ვაშინგტონი“ დატოვა და კარიერა კიდევ ერთხელ დაასრულა.

ლოს-ანჯელესში დარჩენის შემდეგ ბრაიანტმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია 2009 და 2010 წლებში მოიგო. 2008 წელს „შავი მამბა“ რეგულარული ჩემპიონატის MVP-დ დასახელდა.

პოლ პირსმა გულშემატკივარს ავტოგრაფი მატჩის დროს მისცა (ვიდეო)

„ვაშინგტონის“ ფორვარდმა პოლ პირსმა მატჩის დროს თავისი ყოფილი გუნდის გულშემატკივარს ავტოგრაფი მისცა.

წარმოგიდგენთ ამ ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

„ვაშინგტონ უიზარდსმა“ საკლუბო ანტირეკორდი დაამყარა

როგორც უკვე მოგახსენეთ, გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფის მეორე რაუნდის მესამე მატჩში „ვაშინგტონ უიზარდსი“ საკუთარ დარბაზში „ინდიანა პეისერსთან“ ანგარიშით 63:85 დამარცხდა.

ლიგის ოფიციალურ საიტს თუ დავუჯერებთ, დედაქალაქურმა კლუბმა ერთ შეხვედრაში დაგროვებული ქულების ანტირეკორდი დაამყარა – 63 ქულაზე ნაკლები აქამდე ვაშინგტონელებს არასდროს დაუგროვებიათ.

ალექსანდრე მატევოსოვი