პირსი: „მიკვირს, რომ რონდო „დალასში“ ტიტულისთვის ვერ იბრძოდა“

„ბოსტონ სელტიკსში“ რაჟონ რონდოს ყოფილი თანაგუნდელი პოლ პირსი გაკვირვებულია, რომ „დალას მავერიკსში“ გამათაშებელმა წარმატებას ვერ მიაღწია.

„სიმართლე რომ გითხრათ, გამიკვირდა, რაც „დალასს“ მოუვიდა. ვფიქრობ, ყველაფერი უბრალოდ კონტროლს გასცდა. არ მეგონა, რომ ასე იქნება. რონდოს გადასვლის შემდეგ ვთვლიდი, რომ „დალასი“ ტიტულისთვის იბრძოლებდა. მათ უკანახაზელი ჰყავდათ, რომელიც კონფერენციის სხვა ამ პოზიციაზე მთამაშე კალათბურთელებს არაფერს უთმობდა.

მე ამ გუნდიდან არ ვარ და ვერ გეტყვით, ასე რატომ მოხდა. მხოლოდ ის მსურს, რომ რონდო იმ გუნდში იყოს, რომელშიც თავის შესაძლებლობებს გამოამჟღავნებს“, – ციტირებს პირსს „Boston Herald“-ი.

თუ „კლიპერსი“ ჩემპიონი გახდება, პირსი კარიერას დაასრულებს

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ფორვარდმა პოლ პირსმა განაცხადა, რომ კარიერას დაასრულებს, თუ მისი გუნდი ახალ სეზონში საჩემპიონო ტიტულის მოგებას მოახერხებს. ამის შესახებ თავისი „ტვიტერის“ მიკრობლოგზე ამერიკელმა ჟურნალისტმა ერიკ პინკუსმა დაწერა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, პირსი „ბოსტონ სელტიკსში“ დასაბრუნებლად მზად იყო, რომელშიც მან თავისი პროფესიონალური კარიერის საუკეთესო ნაწილი გაატარა.

სად გააგრძელებს კარიერას პოლ პირსი?

„ვაშინგტონ უიზარდსის“ 37 წლის ფორვარდი პოლ პირსი შემდეგ სეზონში კარიერის გაგრძელებას გეგმავს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის „ვაშინგტონში“ დარჩება.

ამჟამად ვეტერანს ორი ვარიანტი აქვს – მას პირველ ივლისამდე ან კონტრაქტში არსებული ერთ-ერთი ფუნქტის გამოყენება და ხელშეკრულების გახანგრძლივება შეუძლია ან თავისუფალი აგენტების ბაზარზე გადასვლის შესაძლებლობა აქვს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლს „ლოს-ანჯელეს კლიპერსში“ გადასვლა შეუძლია, რომელსაც მჟამად„ბოსტონ სელტიკსის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი დოკ რივერსი თავკაცობს.

ლებრონი: „პოლ პირსის წყალობით, მივხდი, რომ უკეთესი უნდა გავმხდარიყავი“

„კლივლენდ კავალიერსის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციისთვის პოლ პირსის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მთელი კარიერის განმავლობაში ის ჩემი მეტოქე იყო. ჩვენ შორის ბევრი დაპირისპირება არსებობდა. როდესაც მის წინააღმდეგ თამაშობ, ბოლომდე უნდა იბრძოდე. მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ.

ნათელია, რომ ჩემს ბიოგრაფიაში მას ცალკე ნაწილი მიეძღვნება. მისი წყალობით, ბევრ წინააღმდეგობას გავუმკლავდი. მესმოდა, რომ უკეთესი უნდა გავმხდარიყავი.

ის ამ ლიგას ძალიან სჭირდება. შესაძლოა, პირსი დიდების დარბაზში პირველივე ხმის მიცემის შემდეგ შეიყვანონ. პოლი დიდებული მოთამაშეა“, – ციტირებს ჯეიმსს „ The Cleveland Plain Dealer“-ი.

როგორ მოაგებინა პოლ პირსმა „ვაშინგტონს“ „ატლანტასთან“ მესამე მატჩი

„ვაშინგტონ უიზარდსის“ ფორვარდმა პოლ პირსმა „ატლანტა ჰოუქსთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფის მეორე რაუნდის მესამე მატჩის ბოლო წამზე ბურთი მეტოქის ფარში საშუალო დისტანციიდან ჩააგდო, რითაც თავის გუნდს ანგარიშით 103:101 მოაგებინა. ამ გამარჯვებით დედაქალაქელები სერიაში 2:1 დაწინაურდნენ.

პოლ პირსმა NBA-ს ისტორიაში ქულების მაჩვენებლით ჯერი უესტს გაუსწრო

„ვაშინგტონ უიზარდსის“ ფორვარდმა პოლ პირსმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშეების სიაში ჯერი უესტს გაუსწრო, რის შესახებაც ESPN.com-ი იტყობინება.

„ატლანტა ჰოუქსთან“ შეხვედრაში პირსმა 14 ქულა დააგროვა. ამჟამად მისი კარიერული მაჩვენებელი 25 202 ქულას შეადგენს. ამ მაჩვენებლით იგი მე-17 ადგილზე გავიდა.

მე-16 პოზიციაზე ამჟამად რეჯი მილერი იმყოფება, რომლის მაჩვენებელიც 25 279 ქულას შეადგენს.

პოლ პირსმა გულშემატკივარს ავტოგრაფი მატჩის დროს მისცა (ვიდეო)

„ვაშინგტონის“ ფორვარდმა პოლ პირსმა მატჩის დროს თავისი ყოფილი გუნდის გულშემატკივარს ავტოგრაფი მისცა.

წარმოგიდგენთ ამ ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

ოფიციალურად: პოლ პირსი „ვაშინგტონის“ მოთამაშეა

„ვაშინგტონ უიზარდსმა“ თავის ოფიციალურ საიტზე თავისუფალ აგენტთან პოლ პირსთან კონტრაქტის გაფორმება დაადასტურა.

ამ ეტაპზე შეთანხმების დეტალები უცნობია. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 36 წლის ფორვარდს 2-წლიანი კონტრაქტი უნდა გაეფორმა და ხელფასის სახით 11 მილიონი დოლარი მიეღო.

15 სეზონის განმავლობაში პოლი „ბოსტონ სელტიკსის“ მაისურით თამაშობდა. განვლილი სეზონი მან „ბრუკლინ ნეტსში“ ჩაატარა, რომლის შემადგენლობაშიც 75 მატჩში მისმა საშუალო მონაგარმა 13,5 ქულა, 4,6 მოხხნა და 2,4 პასი შეადგინა.

პოლ პირსი: „ჯერ არ ვიცი, თუ სად გადავალ“

თავისუფალმა აგენტმა პოლ პირსმა ჯერჯერობით არ იცის, თუ სად გააგრძელებს თავის კარიერას. ამჟამად ვეტერანი „ბრუკლინ ნეტსთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას განიხილავს, თუმცა „ლოს-ანჯელეს კლიპერსში“ გადასვლასაც არ გამორიცხავს.

„სად გადავა ლებრონ ჯეიმსი? თვითონაც არ ვიცი, სად გადავალ, ლებრონზე საუბარი კი ზედმეტია.

ბრუკლინში ჩინებული სეზონი ჩავატარე. დიახ, ჩვენ ცუდად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ სიტუაცია გამოვასწორეს. სამწუხაროდ, მთავარ მიზანს ვერ მივაღწიეთ, თუმცა „ნეტსში“ ყველაფერი მაწყობდა და არავინ იცის, თუ სად დავიწყებ ახალ სეზონს.

რივერსმა დამირეკა. ახლა დასვენებაა, შესაბამისად გუნდებთან კონტაქტის უფლება გვაქვს. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ყველა ლებრონისა და მელოს გადაწყვეტილებას ელის. ამის შემდეგ კი, კლუბები უკვე სხვა მოთამაშეებზე იფიქრებენ“, – ციტირებს ვეტერანს ESPN New York-ი.

პოლ პირსი: „ლებრონ ჯეიმსის შეჩერება შემიძლია“

„ბრუკლინ ნეტსის“ ფორვარდმა პოლ პირსმა „მაიამი ჰიტთან“ სერიის მეორე მატჩის შემდეგ გუნდის თავკაცს მისი დაცვაში დაყენება სთხოვა, რამაც გაამართლა და „ჰიტის“ ლიდერმა მესამე შეხვედრის ბოლო სამ მეოთედში მხოლოდ 12 ქულა დააგროვა.

„ახლა თავდასხმაში ასე ხშირად არ ვიტვირთღები, ამიტომაც ლებრონ ჯეიმსის შეჩერებას შევძლებ. როდესაც დრო მოვა, ქულების დაგროვებას შევძლებ“, – განუცხადა პირსმა „The South Florida SunSentinel“-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

პოლ პირსი: „ლებრონ ჯეიმსი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია“

„ბრუკლინ ნეტსის“ ფორვარდმა პოლ პირსმა „მაიმი ჰიტთან“ წაგებული სერიის გადამწყვეტი მატჩის შემდეგ ფლორიდელთა წამყვანი მოთამაშის ლებრონ ჯეიმსის თამაში აღნიშნა და იგი მსოფლიოს კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მოიხსენია.

„ლებრონ ჯეიმსს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელად ვთვლი. იგი სერიოზული მოწინააღმდეგეა“, – განუცხადა პირსმა „The Bleacher Report“-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

პოლ პირსის ჩინებული ბლოკშოთი – დღის საუკეთესო ეპიზოდები (ვიდეო)

წარმოგიდგენთ ნაციონალური საკალათბურთ ასოციაციის პლეი-ოფის პირველი რაუნდის ბოლო დღის საუკეთესო ეპიზოდებს.