არსენ ვენგერი: რაც არ უნდა მოხდეს, მომავალ სეზონში მაინც გავაგრძელებ სამწვრთნელო საქმიანობას”

არ წყდება საუბარი ლონდონის “არსენალიდან” მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის წასვლაზე. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ბაიერნთან” განადგურების შემდეგ, ამ ხმებმა კიდევ უფრო იმძლავრა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფრანგმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა.

“რაც არ უნდა მოხდეს, მომავალ სეზონში მაინც გავაგრძელებ სამწვრთნელო საქმიანობას. არ ვიცი, სად იქნება ეს, თუმცა საყვარელი საქმის კეთების შეწყვეტას ჯერ არ ვაპირებ. მნიშვნელოვანია, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ ყველაფერი გაანალიზოს და გადაწყვეტილება ისე მიიღოს.”

“აქ ყოფნის დროს ძალიან ბევრი შემოთავაზება მქონდა. თუმცა, პრიორიტეტი მუდამ “არსენალი” იყო. ვფიქრობდი კლუბის მომავალზე და მის აქტიურ განვითარებაზე. ბედნიერი, ვარ რომ ახლა სუფთა ხელები მაქვს, რადგან ჩემი მიზანი მხოლოდ “არსენალის” წარმატება იყო.”

“კრიტიკა გასაგებია. მე საზოგადოებრივ სამსახურში ვარ და ხალხს ყოველთვის ექნება სხვადასხვა აზრი.”

“არ ვიცი, რა იქნება მომავალში. ჩემი მომავალი არაა მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ “არსენალმა” წარმატებას მიაღწიოს. ახლა მხოლოდ ამაზე ვფიქრობ და ასე იქნება, სანამ ამ თანამდებობაზე ვარ,” – აცხადებს ვენგერი.

კარიკატურა: ვენგერი “ბაიერნის” ფეხბურთელებს ემშვიდობება (ფოტო)

15 თებერვალს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, მიუნხენის “ბაიერნი” და ლონდონის “არსენალი” ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ბავარიელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა.

ომარ მომანიმ შეხვედრის დასასრული ასე წარმოგვიდგინა

 

კონტე: “ეს ჩვენი საუკეთესო გამოსვლა არ იყო, თუმცა გამარჯვება მნიშვნელოვანია”

ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურის ცენტრალური მატჩი “სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართა, სადაც ლონდონის “ჩელსიმ” თანაქალაქელი “არსენალი” მიიღო. შეხვედრა “ლურჯების” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. ალონსოს, აზარისა და ფაბგრეგასის გოლებს ოლივიე ჟირუმ უპასუხა. ამ გამარჯვებით “არისტოკრატებმა” ძალიან დიდი (12-ქულიანი) უპირატესობა მოიპოვეს მეორეადგილოსან “ტოტენჰენთან” (თუმცა, “სპურსებს” ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული).

დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებს “ჩელსის” მწვრთნელი, ანტონიო კონტე ესაუბრა.

“ეს არ იყო ჩვენი საუეკეთესო გამოსვლა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.”

“კიდევე ერთხელ ვიმეორებ, ჯერ ტურნირი არ დასრულებულა და, შესაბამისად, არაფერი მოგვიგია. ძალიან ბევრი რამე შესაძლებელია, მოხდეს. არ უნდა ავყვეთ ემოციებს და, მხოლოდ და მხოლოდ, კონკრეტულ შეხვედრაზე ვკონცენტრირდეთ,” – აცხადებს ანტონიო კონტე.

ვენგერი: “ჩელსის” ამ ფეხბურთელის შეძენა ორჯერ ვცადე”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა “ჩელსის” ნახევარდაცვის ბურჯზე, ნ’გოლო კანტეზე ისაუბრა. ფრანგმა განაცხადა, რომ მისი თამამემამულის შეძენას ორს სხვადასხვა შემთხვევაში ცდილობდა.

“ვუყურე “ლივერპულისა” და “ჩელსის” შორის გამართულ შეხვედრას. იმ თამაშში ლონდონელების ქულის მოპოვებაში განუსაზღვრელი წვლილი ნ’გოლომ შეიტანა. სულაც არაა გასაკვირი, რომ ლონდონელები ახლა იმ პოზიციაზე იმყოფებიან, სადაც ადრე “ლესტერი” იყო. კანტეს მიერ, “მელიების” დატოვების შემდეგ კი მათი ნახევარდაცვა ისეთი ეფექტური ვეღარ არის.”

 

“რა თქმა უნდა, კონტეს გუნდის წარმატებაში დიდ როლს კოშტა და აზარი თამაშობენ, თუმცა კანტეც შეუდარებელია. მისი გავლენა აშკარად შესამჩნევია.”

“მიცდია თუ არა მისი შეძენა? დიახ, თანაც, ორ სხვადასხვა დროს: როცა ის საფრანგეთში თამაშობდა და, ასევე, “ლესტერში” ასპარეზობის დროს. დეტალებს ვერ გეტყვით, თუმცა სამწუახროა, რომ ყველაფერი ასე მოხდა, ” – განაცხადა ვენგერმა.

ვენგერი: “სჭირდება თუ არა “არსენალს” პაიე?”

ბოლო დროს “ვესტ ჰემის” შემტევს, დიმიტრი პაიეს აქტიურად უკავშირებენ ლონდონის “არსენალს”.

არსენ ვენგერმა აღნიშნული ტრასნფერის განხორციელების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

“ვფიქრობ, არავის შეძენა არ გვჭრდება შეტევაში. ადრე პაიეზე ნამდვილად ვფიქრობდი, რადგან უელბეკი იყო ტრავმირებული. თუმცა, ახლა ინგლისელი დაგვიბრუნდა. გუნდში საკმაო რაოდენობის გამოსადეგი ფეხბურთელია.”

“ვფიქრობ, სატრანსფერო ფანაჯარაზე აღარავის შევიძენთ,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

გნაბრი: “პრემიერ ლიგაში დაბრუნებას არ გამოვრიცხავ”

სერჟ გნაბრიმ კარიერა 2012 წელს ლონდონის “არსენალში” დაიწყო. გერმანელმა ბოლო მომენტში გამოანათა, თუმცა, საბოლოოდ, მაინც ვერ მოიკიდა ფეხი არსენ ვენგერის პირველ გუნდში და სამშობლოში დაბრუნდა.  როგორც იცით, იგი ბრემენის “ვერდერის” ღირსებას იცავს. მან აღნიშნული გუნდის მაისურით, ბუნდესლიგის 15 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

21 წლის მოთამაშეს ჰკითხეს, მომავალ ზაფხულს აპირებს თუ არა გუნდის დატოვებას.

“ახლა არ ვფიქრობ ჩემს მომავალზე. ამ წლების მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი ის ვისწავლე, რომ სეზონის მიმდინარეობისას, მხოლოდ და მხოლოდ, კონკრეტულ მატჩზე უნდა მოახდინო კონცენტრაცია. მეც ასე ვარ. ამ მომენტში “ვერდერის” ფეხბურთელი ვარ და ამ გუნდში წარმატებული ასპარეზობა მსურს.”

“ჩემი მომავალიც ზუსტად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ვითამაშებ ამ სეზონში. ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ მომავალ ზაფხულს პრემიერ ლიგაში დავბრუნდე,” – განაცხადა ახალგაზრდა სპორტსმენმა.

კონტე და ვენგერი “აიაქსის” ტალანტით ინტერესდებიან

Voetbal International-ი იტყობინება, რომ ლონდონური კლუბები, “არსენალი” და “ჩელსი” სერიოზულად არიან დაინტერესებულნი ამსტერდამის “აიაქსის” ჰოლანდიიელი მცველით, რიშედლი ბაზურით.

საგულსიხმოა, რომ ამსტერდამელები თანახმანი არიან იანვარში 20 წლის მცველის გაშვებაზე. თუმცა, ბაზურის მსურველს მასში მინიმუმ 12.5 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს.

 

რიშედლი დედაქალაქური კლუბის აღზრდილია. იგი ჰოლანდიის ნაკრების წევრიცაა.

საინტერესოა, რომელ ლონდონურ გრანდზე გააკეთებს იგი არჩევანს.

ვენგერი: “ოზილს “არსენალში” დარჩენა სურს!”

ლონდონის “არსენალის” გამთამაშებელსა და ერთ-ერთ ლიდერს, მესუთ ოზილს გუნდთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულზე ეწურება. უკვე, დიდი ხანია ვრცელდება ხმები, რომ გერმანელს გუდნიდან წასვლა სურს; ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ “მეთოფეები” ძალიან ცოტა ტიტულს იგებენ.

ლონდონური კლუბის თავკაცმა, არსენ ვენგერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მესუთი არსად წასვლას არ აპირებს; მას გუნდში დარჩენა და ბევრი თასის აღმართვა სურს!

“არ ვფიქრობ, რომ ოზილს დარწმუნება სჭრიდება, რათა ჩვენთან დარჩეს. მისი ნება “არსენალის” ფორმით თამაშია.”

“ამ აზრზე ოზილი მხოლოდ ფულის გამო არაა. რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ტიტულებს. ქვეყნის ჩემპიონატში ისეთი მეტოქეები გვყავს, როგორებიც “მანჩესტერ სიტი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ჩელსი”, “ლივერპული” და სხვები არიან. ასეთი კონკურენციის პირობებში არაფრის გარანტია არ გვაქვს. მიზნის მისაღწევად ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ!”

“მესუთის გარდა, გვინდა სხვა ძლიერი მოთამაშეები შევინარჩუნოთ. სწორედ მათთან ერთად შევეცდებით წარმატების მიღწევას!” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

ვენგერის ოცწლიანი “არსენალის” საუკეთესო სიმბოლური ნაკრები (ფოტო)

ლეგენდარული მწვრთნელი, არსენ ვეგნგერი უკვე 1996 წლიდან უდგას ლონდონის “არსენალს” სათავეში.

Goal.Com-ი ამ დროის მანძილზე “მეთოფეთა” რიგებში მოთამაშე საუკეთესო 11 ფეხბურთელისგან შემდგარ სიმბოლურ ნაკრებს გვთავაზობს.

სიმანი, კოული, კოსშელნი, ადამსი, ლორენი, პირსი, ჯილბერტო, ვიერა, ლიუნგბერგი, ანრი, ბერგკამპი.

არსენ ვენგერი “რეალის” ვარსკვლავში დიდ თანხას იხდის

როგორც გავლენიანი ინგლისური გამოცემა, Mirror-ი იტყობინება, ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი სერიოზულადაა დაინტერესებული მადრიდის “რეალის” თავდამსხმელით, კარიმ ბენზემათი.

ირკვევა, რომ ფრანგი სპეციალისტი ბენზემას სანაცვლოდ 40 მილიონ ფუნტის გადახდას აპირებს ამ ზამთარში.

წესით, ვენგერს ძალიან უნდა გაუჭირდეს “ბლანკოსის” ძირითადი თავდამსხმელის ყიდვა, რადგან ზიდანი ასე მარტივად მის თანამემამულეს “რეალიდან” ნამდვილად არ გაუშვებს.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე.

ინგლისის ლიგის თასი: “არსენალმა” “ნოტინგემს” ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა (ვიდეო)

გუშინ ინგლისის ლიგის თასის, 1/16 ფინალის 8 შევხედრა გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “ნოტინგემ ფორესტი” საკუთარ მოედანზე ლონდონის “არსენალს” დაუპირისპირდა. 23-ე წუთზე ჯაკამ ულამაზესი და უძლიერესი დარტყმით ანგარიში გახსნა.

მეორე ნახევარში, მე-60 წუთზე “არსენალის” შემტევმა, ლუკას პერესმა პენალტი ზუსტად შეასრულდა და მისი გუნდი ორბურთიანი სხვაობით გაიყვანა წინ. 11 წუთში იმავე მოთამაშემ შეხვედრის მესამე გოლიც გაიტანა. დაპირისპირებას წერტილი მეორე ტაიმის მესამე დამატებით წუთზე ოქსლეიდ-ჩემბერლენმა დაუსვა – 0:4. საბოლოოდ, სწორედ ამ ანგარიშით დასრულდა მატჩი.

მოურინიო: “მათი ქცევა არაეთიკურია”

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე პოლ პოგბას აქტიურად უკავშრებენ “მანჩესტერ იუნაიტედს”. ინგლისელები მზად არიან ფრანგ მოთამაშეში ასტრონომიული, არაამქვეყნიური თანხა – 100 მილიონი ფუნტი გადაიხადონ. ამასთან დაკავშირებით არსენ ვენგერმა და იურგენ კლოპმა განაცხადეს, რომ ამდენი ფულის გადახდა ერთ მოთამაშეში ფეხბურთის შეურაცხყოფაა.

ჟოზე მუორინიომ “არსენალისა” და :ლივერპულის” დამრიგებლების განცხადებას უპასუხა: “მათი ნათქვამი არაეთიკურია. მე მსგავს რამეს არასდროს ვიტყვი. პოლ პოგბა შესანიშნავი მოთამაშეა!”

” ჩვენ ახლა 22 ფეხბურთელი გვყავს. იცით, რა? სულ მალე 23 გვეყოლება. სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ფრანგი 14 რიცხვამდე გადმოვიბიროთ,” – განაცხადა სეუ ჟოზემ.