TOP 10: მოჩხუბარი მწვრთნელები

გასულ უქმეებზე, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ჩელსისა” და “არსენალს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას ჟოზე მოურინიოსა და არსენ ვენგერს შორის სიტუაცია დაიძაბა.

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ საინტერესო ათეული გამოაქვეყნა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.

10. მარკ ჰიუზი – მარტინ იოლი

9. არსენ ვენგერი – კენი დაგლიში

8. ნაიჯელ კლაფი – ბილი დეივისი

7. დელიო როსი – ადემ ლაიალიჩი

6. რობერტო მანჩინი – დევიდ მოიესი

5. ელი მაკკოისტი – ნილ ლენონი

4. ალან პარდიუ – დევიდ მეილერი

3. სერ ალექს ფერგიუსონი – რობერტო მანჩინი

2. ალან პარდიუ – არსენ ვენგერი

1. ჟოზე მოურინიო – ტიტო ვილანოვა

ვენგერის და მოურინიოს ინციდენტზე გადაწყვეტილება მიღებულია

ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ჟოზე მოურინიოსა და არსენ ვენგერის შორის მომხდარი ინციდენტის გამო მწვრთნელების დასჯას არ აპირებს.

მატჩის დროს მთავარი მსაჯი მარტინ ატკინსონი მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა და ამიტომ, ასოციაციამ აღნიშნული ეპიზოდის ცალკე გარჩევა საჭიროდ აღარ ჩათვალა.

შეგახსენებთ, ინგლისის პრემიერლიგის მეშვიდე ტურის ცენტრალური მატჩი “ჩელსის” დამაჯერებელი გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

ჟოზე მოურინიომ არსენ ვენგერს ხელი არ ჩამოართვა

5 ოქტომბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ჩელსისა” და “არსენალს” შორის გამართული მატჩის დასრულების შემდეგ, ჟოზე მოურინიომ არსენ ვენგერისთვის ხელის ჩამორთმევა არ ისურვა.

ვენგერისა და მოურინიოს გაწევ-გამოწევა (ვიდეო)

5 ოქტომბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ჩელსისა” და “არსენალს” შორის გამართულ მატჩში მოურინიოსა და ვენგერს შორის სიტუაცია დაიძაბა.

ვენგერი: “ცენტრალური მცველის შეძენა კვლავაც გვინდა”

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი აცხადებს, რომ მას გუნდისათვის ცენტრალური მცველის შეძენა კვლავაც სურს.

შეგახსენებთ, რომ “მეთოფეთა” რიგები დატოვა 28 წლის ბელგიელმა მცველმა ტომას ვერმაელენმა, რომელიც ამიერიდან კატალონიის “ბარსელონას” ღირსებას დაიცავს.

“ვერმაელენმა გასული სეზონში კარგად ითამაშა. მას მადლობას ვუხდი. ცხადია, ახალი ცენტრალური მცველის შეძენა გვსურს. გვინდა, დაცვის ხაზი გავაძლიეროთ”, – ამბობს ფრანგი სპეციალისტი.

არსენ ვენგერმა რობინ ვან პერსის მიბაძა

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი დასვენებას განაგრძობს. ფრანგი სპეციალისტი კამერებმა მაშინ დააფიქსირეს, როცა მან გულშემატკივრებს ეფექტური თამაში შესთავაზა.

ლუკაშ პოდოლსკიმ არსენ ვენგერი შამპანურით დაასველა

ხუთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი მსოფლიო ფეხბურთში

ერთ-ერთმა უცხოურმა სპორტულმა პორტალმა ხუთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი დაასახელა.

* თანხები მოცემულია ფუნტ სტერლინგის სახით

5. ფაბიო კაპელო (რუსეთის ნაკრები) – 6.51 მილიონი

fabio-capello_2644425b

4. არსენ ვენგერი (“არსენალი”) – 6.89 მილიონი

arsene-wenger-arsenal

3. მარჩელო ლიპი (“გუანჯოუ”) – 8.34 მილიონი

Marcello Lippi

2. ჟოზე მოურინიო (“ჩელსი”) – 8.37 მილიონი

jose-mourinho_2568616b

1. პეპ გვარდიოლა (“ბაიერნი”) – 14.8 მილიონი

Pep Guardiola conducts first training session at Bayern Munich - video

ვენგერი: “სამწუხაროა, რომ მოიესს მეტი დრო არ მიეცა”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსეგნ ვენგერმა დევიდ მოიესის “მანჩესტერიდან” გათავისუფლებამ გული დაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ შოტლანდიელმა სპეციალისტმა მანჩესტერულ კლუბში სულ 10 თვე იმუშავა.

“საწყენია, ის გაცილებით მეტ დროს იმსახურებდა. მოიესს წარმატებებს ვუსურფებ. ეს თანამედროვე ფეხბურთისთვის დამახასიათებელი ტენდენციაა. მწვრთნელებს დროს აღარ აძლევენ, რაც არ არის სწორი მიდგომა. ხარისხი დროსთან ერთად მოდის” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

ვენგერი: “როსიცკის გოლი ჩემს კოლექციაში შევა”

ჩრდილოეთ ლონდონის დერბიში ერთადერთი გოლი ტომაშ როსიცკიმ გაიტანა და “არსენალს” პრინციპულ მეტოქესთან 3 ქულა მოუპოვა. შედეგიანი დარტყმა ძალიან ეფექტური გამოვიდა.

“ეს გოლი ჩემს კოლექციაში შევა. ტომაში ბომბარდირი არ არის, ამიტომ ვუთხარი, რომ მან ყველა გააკვირვა.

ძალიან ლამაზი გოლი გამოვიდა. თავიდან არც მჯეროდა, რომ ბურთი კარში შევარდა” – განაცხადა ვენგერმა

აღნიშნული გოლი, 33 წლის მოთამაშიშთვის, მიმდინარე სეზონში მეორე იყო.

ლონდონის “არსენალის” საუკეთესო 50 გოლი ვენგერის ერაში

ფრანგი მწვრთნელი არსენ ვენგერი ლონდონის “არსენალს” სათავეში 1996 წელს ჩაუდგა. აქედან მოყოლებული, “მეთოფეებმა” არაერთი დასამახსოვრებელი პერიოდი გამოიარეს.

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც არსენ ვენგერის ერაში, ლონდონის “არსენალის” საუკეთესო 50 გოლია აღბეჭდილი.

ოზილი 3-6 კვირას გამოტოვებს

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი მესუთ ოზილი ტრავმის გამო 3-6 კვირას გამოტოვებს. არსენ ვენგერის თქმით, ფეხბურთელმა ტრავმა მიუნხენის “ბაიერნთან” მატცში მიიღო.

“ექემიბის დასვკნით ოზილის გამოჯანმრთელების მინიმალური ვადა სამი კვირაა, მაქსიმალური – ექვსი. იმედი გვაქვს, რომ მალე დაგვიბრუნდება. რთული შეხვედრები გველის” – განაცხადა ვენგერმა.