“ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის წინ “არსენალზე” და მის მთავარ მწვრთნელზე ისაუბრა.
“ვენგერი საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტია. მისი თავკაცობით “არსენალი” ყოველთვის გადის ჩემპიონტა ლიგის პლეი ოფში.
ვენგერმა ძალიან კარგად იცის ახალგაზრდებთან მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ “არსენალი” რეგულარულად ყიდის წამყვან მოთამაშეებს, გუნდი ამით არ სუსტდება. ვენგერი პლანეტის ერთ-ერთ საუკეთსო მწვრთნელია.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ლონდონელებზე ძლიერ გუნდთან არ გვითამაშია” – განაცხადა გვარდიოლამ.