ვერატი: “მეორე ნახევარში მოგებას ვიმსახურებდით”

დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა შედგა “სანტიაგო ბერნაბეუზე”: მადრიდის “რეალმა” “პარი სენ-ჟერმენი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 3-1 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ, ფრანგთა მოთამაშემ, მარკო ვერატიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ვფიქრობ, 1-1 სამართლაინი ანგარიში იყო პირველი ტაიმისთვის. მეორე ნახევარში, მოგება დავიმსახურეთ, თუმცა, 1-3 წავაგეთ. როცა შენ დიდი გუნდის წინააღმდეგ თამაში, უნდ აიყო ზუსტი და გამოიყენო მომენტები. კარგი შანსი გვაქვს მაინც და სახლში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. ასეთი კლუბების წინააღმდეგ ორი “ქამბექი” გავაკეთეთ, ამიტომ ისევ შეგვიძლია იგივე გავიმეოროთ,” – ამბობს ვერატი.

ემერი: “ვერატი “პსჟ”-ში დარჩება”

მარკო ვერატი იბიცაზე ლიონელ მესის შეხვდა. ფეხბურთელებმა სავარაუდოდ, იტალიელის “ბარსელონაში” ტრასნფერზე ისაუბრეს. ამის შემდეგ იყო მარკოს აგენტის ფოტო, რომელიც მან დამაინტრიგებელი სათაურით ტვიტერზე გამოაქვეყნა.

ყველაფერი იქით მიდის, რომ ვერატი “ბარსაში” გადასვლას უახლოვდება. თუმცა, ამას არ ეჭვობს “პსჟ”-ს დამრიგებელი, უნაი ემერი.

“ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის. ვფიქრობ, მარკო პარიზში დარჩება. მისი ოცნებები სწორედ ფრანგულ კლუბს უკავშირდება და ამის შესახებ არაერთხელ განუცხადებია,” – ამბობს ემერი.

შეგახსენებთ, რომ ვერატი “პსჟ”-ს ღირსებას 2012 წლიდან იცავს.

ვერატის აგენტმა “ბარსელონა” დაადასტურა? (ფოტო)

მარკო ვერატი იბიცაზე ისვენებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ “პსჟ”-ს ნახევარმცველი კუნძულზე ლიონელ მესის შეხვდა. საუბრის თემა, სავარაუდოდ, მისი “ბარსელონაში” ტრანსფერი იყო.

ლეოსთან შეხვედრის შემდეგ, ამ საღამოს მარკო უკვე მის აგენტთან, დონატო დი კამპლისთან ერტად დააფიქსირეს. ამ უკანასკნელმა სოციალურ ქსელში ფოტოც დადო, სათაურით: “მხოლოდ ერთი რამ.”

 

“პსჟ”: “ვერატის არც ას მილიონ ევროდ გავყიდით!”

სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე გახშირდა ხმები “პსჟ”-ს დაცვის ლიდერის, მარკო ვერატის “ბარსელონაში” გადასვლაზე. ამასთან დაკავშირებით გუნდის მფლობელმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ კომენტარი გააკეთა.

“მისი ფასი არც 80 და არც 100 მილიონი ევროა, რადგან ის არ იყიდება. ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და გუნდში, რაც შეიძლება, დიდ ხანს უნდა დარჩეს. მსურს, მორჩეს მითქმამოთქმა მარკოს სხვადასხვა გუნდში შესაძლო გადასვლაზე!” – აცხადებს ხელაიფი.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი საყრდენი პარიზულ გუნდში 2012 წლიდან გამოდის. მან მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში 28 შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა.

მარკო ვერატი: “არასდროს მითქვამს, რომ “ბარსელონაში” თამაში მსურდა!”

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კატალონიის “ბარსელონას” განადგურების (4:0) შემდეგ, “პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელმა, მარკო ვერატიმ ჟურნალიტსებთან ისაუბრა.

“მატჩის წინ ამაზე საუბარი არ მსურდა. ახლა გეტყვით, რომ გავიგე, თითქოს “ბარსელონაში” გადასვლის სურვილი გამომითქვამს. ეს ყველაფერი ჭორია, რადგან ასეთი რამე არასდროს განმიცხადებია. ჩემი ერთადერთი ოცნება პარიზში გამარჯვებაა. სხვა არაფერი მსურს.”

“კატალონიელებთან რომ წაგვეგო, მაინც ამ აზრზე ვიქნებოდი. მე მაქვს რწმენა და მჯერა ჩემი კლუბის. მჯერა იმის, რომ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ.”

“როცა დიდი პროექტის ნაწილი ხარ, ამით ამაყობ და მუდამ დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ. არსად გამიხარდება დიდი გამარჯვების მოპოვება ისე, როგორც – პარიზელთა რიგებში,” – აცხადებს ვერატი.

ვერატი: “”პსჟ”-სთან ერთად ამ ტიტულის მოგება მსურს!”

მარკო ვერატიმ ამ ზაფხულზე “პსჟ”-სთან ახალ, 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ის პარიზში 2021 წლამდე იქნება. 23 წლის მოთამაშე 2012 წელს გადაბარგდა ფრანგულ გუნდში და 4 წლის მანძილზე ოთხჯერ აღმართა “ლიგა 1”-ის თასი.

ვერატიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ძალიან სურს “პსჟ”-ს რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე წარმატება.

“ჩვენ ბევრი რამ მოვიგეთ საფრანგეთში, ახლა კი ჩემს გუნდთან ერთად ევროპის მასშტაბითაც მსურს წარმატების მიღწევა. გვინდა, ჩემპიონთა ლიგის თასი აღვმართოთ, მომავალ სეზონში სწორედ ეს იქნება ჩემი და მთლიანად გუნდის მთავარი მიზანი.”

“ეს ძალიან ამბიციური განაცხადია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ დიდი გუნდი ვართ, რომელსაც დიდი მიზნები უნდა გააჩნდეს. “

“აქ პროფესიონალი ფეხბურთელების გვერდით ვთამაშობ. ასევე, კოლექტივს შესანიშნავი მწვრთნელები ხელმძღვანელობენ. ეს ყველაფერი ხელს მიწყობს იმაში, რომ განვვითარდე და პროგრესი განვიცადო. 4 წლის მანძილზე პარიზულ გუნდში, როგორც სპორტსმენი, ძალიან გავიზარდე. მე ხომ უმაღლესი დონის თამაშებში ვიღებ მონაწიელობას… ჩემპიონთა ლიგაზე ვასპარეზობ… ეს ყველაფერი ნამდვილი ფუფუნება ახალგაზრდა მოთამაშისთვის,” – განაცხადა მარკო ვერატიმ.

პოგბას დაკარგვის შემდეგ, მადრიდის “რეალი” სხვა ნახევარმცველზე გადაერთო

მიმდინარე სატრანფსერო ფანჯარაზე ძალიან ბევრი დაიწერა იმის შესახებ, “რეალს” ძალიან სურდა პოლ პოგბას შეძენა. მათდა სამწუხაროდ, “მანჩესტერ იუნაიტედმა” თითქმის შეათანხმა ფრანგი ნახევარმცველის ტრანსფერი, რომელიც სავარაუდოდ “წითელ ეშმაკებს” 120 მილიონ ევროდ შეუერთდება.

გავლენიანი ევროპული გამოცემები იტყობინებიან, რომ პოგბას დაკარგვის შემდეგ, ზინედინ ზიდანის მთავარი ამოცანა იქნება ან ნემანია მატიჩის, ან მარკო ვერატის შეძენა.

მატიჩი “ჩელსიში” ირიცხება და მას ახალი დამრიგებელი ჰყავს ანტონიო კონტეს სახით.

რაც შეეხება ვერატის, იტალიელი ახალაგზრდის შეძენა ძალიან გაუჭურდება “რეალს”, რადგან ცნობილია, რომ “პსჟ”-ს ახალი დამრიგებლის, უნაი ემერის ერთ-ერთი ფავორიტი საკუთარ გუნდში სწორედ მარკოა.

ვერატი:”იმედი მაქვს პრემიერ ლიგას “ლესტერი” მოიგებს”

“პარის სენ-ჟერმენის” იტალიელმა ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ აღიარა, რომ პრემიერ ლიგას თვალს ადევნებს და ისიც აღნიშნა, რომ წლევანდელ სეზონში “ლესტერს” გულშემატკივრობს.

“პრემიერ ლიგა მართლაც რომ გასაოცარი ჩემპიონატია, ამიტომაც თვალს ახლოდან ვადევნებ. ეს სეზონი კი ძალზედ უცნაურია, ვერცერთი კლუბი ვერ ახერხებს წინ გაჭრას.

“ლესტერმა” ნამდვილად გამაოცა, დიდებულ ზღაპარს გავს – ამასთანავე მათ იტალიელი მწვრთნელი წვრთნის. ეს არის გუნდი, სადაც ყველა ერთმანეტს ეხმარება, მათ საკმაოდ კარგი, მებრძოლი სული გააჩნიათ.

იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფრისთვის ისინი შესაბამის საჩუქარს მიიღებენ. მე მათი ფანი ვარ და ვიმედოვნებ, რომ რანიერი ამ ტიტულს მოიგებს.” – განაცხადა 23 წლის ვერატიმ.

იტალიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი ცნობილია

სულ ცოტა ხნის წინ იტალიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს. წლის საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელის წოდებისათვის ხუთი მოთამაშე იბრძოდა, რომელთა შორის სამი – მარკო ვერატი, ჯანლუიჯი ბუფონი და ანტონიო კანდრევა გამოარჩიეს.

ხუთეულს Rai Sport-ის რედაქცია არჩევს, საუკეთესოს კი ფანები ირჩევენ. წელს პირველი ადგილი მარკო ვერატიმ დაიკავა, რომელმაც ხმათა 29 პროცენტი მოაგროვა.

სამეული კი ასე გამოიყურება:

1. ვერატი – 29%
2. ბუფონი – 26%
3. კანდრევა – 21%

cats

5 ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე სიძლიერეზე მეტად ტვინს იყენებს

5. ლუკა მოდრიჩი

ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს აქვს შეტევის წამოწყების საოცარი უნარი, რამაც განაპირობა ის, რომ მოდრიჩი “რეალში” ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. 30 წლის ფეხბურთელი ესპანეთში სამი წლის წინ ჩავიდა და მას შემდეგ “ბლანკოსის” ერთგვარი “გასაღებია”.

Luka Modric

4. მარკო ვერატი

პესკარაში დაბადებული 22 წლის ნახევარმცველი დღითიდღე იმაღლებს თავის რეპუტაციას. იტალიელი ფეხბურთელი განიხილება, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ნახევარმცველი და მიუხედავად მისი ფიზიკური მონაცემებისა, მისდამი ნდობა ძალიან მაღალია. ვერატის სათამაშო სტილი ძალიან ჰგავს ანდრეა პირლოს თამაშს. მოედნის ხედვა და ბურთის შესანიშნავი კონტროლი – ეს ის თვისებებია, რომელიც ვერატის სხვებთან შედარებით გამორჩეულს ხდის.

4

3. სერხიო ბუსკეტსი

ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელებისგან განსხვავებით, ბუსკეტსი ფიზიკურად ძალიან ძლიერია და უფრო მეტად დაცვაზეა ორიენტირებული, ვიდრე შეტევაზე. თავდაპირველად, 27 წლის ესპანელი “ბარსელონას” რიგებში ერთ-ერთი რიგითი მოთამაშე იყო, თუმცა გამოცდილების მატებასთან ერთად, მისი თამაშის სტილიც დაიხვეწა. საბადელში დაბადებულმა ფეხბურთელმა დაამტკიცა, რომ მსოფლიოში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მაინცაა საკუთარ პოზიციაზე.

3

2. ხაბი ალონსო

მიუხედავად თავისი ასაკისა, ის კვლავ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად ითვლება და უმაღლეს დონეზე თამაშობს. ალონსო არასოდეს გამოირჩეოდა დიდი ფიზიკური ძალით, როგორც უმეტესი მისი ამპლუის ნახევარმცველები, თუმცა შეტევის წამოწყებაში ბადალი არ ჰყავდა. 33 წლის ნახევარმცველი გამოირჩევა თავისი ნათელი გონებით, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია სახიფათო შეტევის წამოწყება.

2

1. ფილიპ ლამი

წინა წლის მსოფლიო ჩემპიონი და მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტანი, კვლავაც შესანიშნავად თამაშობს. 11 წლის წინ ლამი “რეკორდმაისტერების” მთავარ გუნდში დააწინაურეს და ვერავინ იფიქრებდა, რომ სულ მალე ეს ფეხბურთელი გერმანული გრანდის ლიდერი გახდებოდა. ლამი ამპლუით მარჯვენა მცველია, თუმცა თამაშის მიმდინარეობისას მას ყველგან ვიხილავთ, მარჯვნივ, მარცხნივ, ზევით და ქვევით.

1

ავტორი: გოგა ნაჭყებია

ანჩელოტი: “ჩემი ფავორიტი მარკო ვერატია”

“მილანისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოარჩია და შემდეგ თავისი ფავორიტი დაასახელა.

“ასარჩევად რომ მქონდეს საქმე, ორ ახალგაზრდა ფეხბურთელს შევიძენდი – ლორენცო ინსინიესა და ფედერიკო ბერნადესკის. ძალიან მომწონს დანიელე ბასელი და პაულო დიბალა, მაგრამ ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი მხოლოდ მარკო ვერატია”, – ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Bleacher Report-ი.

შეგახსენებთ, რომ მარკო ვერატი “პარი სენ-ჟერმენში” მაშინ გადავიდა, როცა გუნდს ანჩელოტი წვრთნიდა.

ფეხბურთის ისტორიაში პირველად – იტალიის ნაკრების 49 წაუგებელი მატჩი

10 ოქტომბერს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე აზერბაიჯანის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე იტალია მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპებზე ერთად, ზედიზედ 49 მატჩი ისე ჩაატარა, რომ ერთხელაც კი არ წაუგია. აღსანიშნავია, რომ ასეთი რამ ფეხბურთის ისტორიაში არასოდეს მომხდარა.