2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე იტალიის ნაკრებმა ესპანეთი ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მატჩი “ფურია როხას” მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ შეაჯამა.
“ამ შედეგს უნდა დავჯერდეთ და წინ გავიხედოთ. იტალიელებს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ, ისინი ფიზიკური თვალსაზრისით კარგად მომზადებულნი არიან.
იტალიელებმა კარგად იცოდნენ, რა უნდა ექნათ, მათ თავიანთი ძალა აჩვენეს. პირველ ტაიმში ზედმეტად დუნედ ვითამაშეთ, მეორე ნახევარში კი შეტევაში გავაქტიურდით. წონასწორობის აღსადგენად ყველაფერი გავაკეთეთ.
ასეთი მარცხი, რა თქმა უნდა, ძალიან გულდასაწყვეტია. ბოლო წლებში ძალიან კარგად ვთამაშობდით. დღეს იტალიის დღე იყო. ყველა მცდელობა მოვსინჯეთ, მაგრამ იღბალი ჩვენ მხარეს არ იყო.
უახლოეს დღეებში ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან სიტუაციას გავარკვევ, ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიმიღია”, – ციტირებს დელ ბოსკეს სიტყვებს Football Italia.