მონტელა: “ახლა, დასვენებაა საჭირო”

“ფიორენტინას” მთავარი მწვრთნელი, ვინჩენცო მონტელა მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა სანაკრებო პაუზით უნდა ისარგებლოს.

“პირველ ტაიმში ჩვენ ისე ვითამაშეთ, როგორც ყოველთვის, ჩვეული ტემპით,”-განაცხადა “იების” მენტორმა “უდინეზესთან” მატჩის(2:2) შემდეგ.

“მეორე ტაიმში, ყველაფრის კარგად გადანაწილება შევძელით, ორი გოლიც გავიტანეთ, მაგრამ მეორე გოლი სულელურად გავუშვით”.

“ბოლოს, დაღლილობა ორივე გუნდს დაგვეტყო, მაგრამ როგორც ჩვენ, “უდინეზემაც” აჩვენა, რომ გამარჯვება სურდა”.

“ერთი თვის განმავლობაში წარმოუდგენელი სამუშაო შევასრულეთ. გუნდი ძალიან დაღლილია, ამიტომ, ვფიქრობ, რომ სანაკრებო პაუზამ კარგ დროს მოგვისწრო. ახლა, დასვენებაა საჭირო”.

მონტელა: “დინამო ახლა კარგ ფორმაში იმყოფება”

ფლორენციული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ ევროპა ლიგის კენჭსყრა შეაფასა.

მეოთხედფინალში “ფიორენტინა” “დინამო კიევს” შეხვდება, რომელმაც გასულ ეტაპზე “ევერტონი” კარგი თამაშით ორრაუნდიან დაპირისპირებაში დაამარცხა.

“დინამო – ეს ნამდვილად ძლიერი მოწინააღმდეგეა. განსაკუთრებით ახლა, უკრაინელები კარგ ფორმაში იმყოფებიან. მათ სწრაფი და გამოცდილი გუნდი ჰყავთ,”-განაცხადა მონტელამ.

მონტელამ უარი თქვა, “მილანი” კლოპს მიადგა

ფლორენციის “ფიორენტინას” მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ განაცხადა, რომ “მილანში” გადასვლით არაა დაინტერესებული და საკუთარ გეგმებს მხოლოდ “ფიორეს” უკავშირებს.

“კლუბში საუცხოო ატმოსფერო და ურთიერთგაგება გვაქვს. ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე შევთანხმდი, ამიტომაც რაიმეს შეცვლის საბაბს ვერ ვხედავ,”-განაცხადა მონტელამ.

“ტუტოსპორტმა” კი გუშინვე დაწერა, რომ მონტელას უარის შემდეგ, “მილანი” გერმანული “დორტმუნდის” მესაჭე იურგენ კლოპზე გადაერთო და სწორედ იგია პიპო ინძაგის მემკვიდრეობის მიღების მთავარი კანდიდატი.

მონტელას “ფიორენტინაში” დარჩენა სურს

“ფიორენტინას” მთავარი მწვრთნელი, ვინჩენცო მონტელა, ფლორენციული კლუბიდან წასვლას არ აპირებს.

შეგახსენებთ, იტალიური პრესაში გავრცელებული ხმების თანახმად, მონტელას გადაბირება “მილანს” სურს, რომელიც დიდი ალბათობით უახლოეს მომავალში მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ფილიპო ინძაგის გაათავისუფლებს. მეტიც, იტალიაში საუბრობენ, რომ “მილანმა” მონტელას ოფიციალური წინადადებაც კი გაუკეთა და ხელფასის სახით წელიწადში 2 მილიონი ევროც შესთავაზა.

თუმცა, La Repubblica ცნობით, 40 წლის სპეციალისტმა “ფიორენტინას” პრეზიდენტთან, ანდრეა დელა ვალესთან შეხვედრისას დაადასტურა, რომ კლუბიდან წასვლა არ სურს.

მონტელა: “ცუდია, რომ იტალიურ გუნდთან მოვხვდით”

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ უეფას ევროპის ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყა გაიმართა, რომელმაც “ფიორენტინა” “რომასთან” მოახვედრა. “ვიოლას” მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ მეტოქედ იტალიური გუნდი ერგო.

“ცუდია, რომ იტალიურ გუნდთან მოვხვდით, თუმცა გვესმოდა, რომ ამის მაღალი ალბათობა იყო. “რომა” ძლიერი გუნდია. ვფიქრობ, არ გაგვიმართლა. მძიმე დაპირისპირების მოლოდინში ვართ. დადებითი მხარე ის არის, რომ ბევრი მოგზაურობა არ მოგვიწევს”, – ციტირებს მონტელას სიტყვებს Goal.com-ი.

წყვილის პირველი მატჩი ფლორენციაში, 12 მარტს გაიმართება. შესაბამისად, საპასუხო შეხვედრა რომში, 19 მარტს შედგება.

 

მონტელას ინგლისში მუშაობა სურს

ფიორენტინას“ მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ აღიარა, რომ იგი ინგლისის ჩემპიონატში სიამოვნებთ იმუშავებდა.

„საკუთარ ძალებში ინგლისში მოვსინჯავდი. ამჟამად ინლისურსაც ვსწავლობ. მითხრეს, რომ ჯერ ყველაფერი გამომდის. ვიცი, რომ ეს თავდგადასავალს ჰგავს, თუმცა ინგლისური ფეხბურთი ძალიან მომწონს. „მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსიში“ რობერტო მანჩინისა და კარლო ანჩელოტის მუშაობით აღტაცებული დავრჩი“, – აღნიშნა „იების“ დამრიგებელმა.

ვინჩენცო მონტელა: “როგორც ჩანს, “ფიორენტინას” ფორვარდები დაწყევლილები არიან”

“ფიორენტინას” მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ იმედგაცრუება იმედგაცრუება გამოსთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მის ორ წამყვან მოთამაშეებს ჯუზეპე როსისა და მარიო გომესს ტრამვა აწუხებთ.

“ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ ჯერ კიდევ გუშინ გომესი მშვენიერ ფორმაში იყო და ვარჯიშობდა. იმედგაცრუებულები ვართ.”

“როგორც ჩანს, ჩვენი ფორვარდები დაწყევლილები არიან”

“იმედი მაქვს, გომესი და  ძალიან მალე დაბრუნდება ლაზარეთიდან” – განაცხადა მონტელამ.

მონტელა ფლორენციაში რჩება

“ფიორენტინას” პრეზიდენტმა მარიო კონინიმ განაცხადა, რომ ვინჩენცო მონტელა კლუბს მომავალ სეზონშიც გაწვრთნის.

“მონტელას ფლორენციაში დარჩენა გადაწყვეტილი ამბავია. მისი წასვლის შანსი ფაქტობრივად არ არსებობს. რაც მთავარია, დარჩენა თავად მონტელსაც სურს” – განაცხადა კონინიმ.

“ფიორენტინას” პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ ბორხა ვალერო და გონსალო როდრიგესი კონტრაქტებს უხალოეს მომავალში გაახანგრძლივებენ.

მონტელა: „კუადრადოს ყველაფრის გაკეთება შეუძლია“

„კიევოსთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ, „ფიორენტინას“ მთავარმა მწვრთვნელმა ვინჩენცო მონტელამ თავისი გუნდის ნახევარმცველი ხუან კუადრადო შეაქო.

„კუადრადო – უნიკალური ფეხბურთელია, რომელსაც მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია. იგი 4-3-3 სქემისას მარცხენა ფლანგზე მოქმედებდა და როდესაც 3-5-2 სქემაზე გადავედით, კინაღამ გოლიც კი გაიტანა. „არსენალის“ ხელმძღვანელებს მის სანაცვლოდ 30 მილიონის გადახდა სურთ? იმედია, ეს მხოლოდ იმ თანხის ნახევარია, რომლის დახარჯვასაც ისინი აპირებენ. დარწმუნებული ვარ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ხუანი ჩვენთან დარჩება. რა მოხდება ზაფხულს? ამას მომავალი გვიჩვენებს“, – განაცხადა „იების“ თავკაცმა. 

ალექსანდრე მატევოსოვი

მონტელა „იუვენტუსის“ დამარცხებას აპირებს

„ფიორენტინას“ მთავარი მწვრთვნელი ვინჩენცო მონტელა აღიარებს, რომ ტურინის „იუვენტუსთან“ ჩასატარებელი მატჩი მისი გუნდის ფეხბურთელებისთვის პრობლემას წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ „ბიანკონერის“ „იები“ მიმდინარე კვირის ბოლოს შეხვდებიან.

„მესმის, რომ წინ უმნიშვნელოვანესი თამაში გველის. არამხოლოდ სატურნირო ცხრილის, არამედ კლუბებს შორის არსებული ურთიერთობების შესახებაც არ უნდა გვავიწყდებოდეს. „იუვესთან“ შარშანდელზე უკეთესად უნდა ვითამაშოთ, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს, ცუდად არ გვითამაშია. ჩვენი მთავარი მიზანი – გულშემატკივართა გახარებაა. ამის გაკეთება ადვილი არ იქნება, თუმცა მოედანზე მოსაგებად გავალთ“, – განაცხადა მონტელამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

მონტელა კმაყოფილია

იტალიის სერია ა-ს მორიგი ტურის შეხვედრა „ფიორენტინამ“ გასვლაზე რომის „ლაციოს“ წინაამღდეგ გამართა. აღნიშნული მატჩი უგოლო ფრით დასრულდა, რის თაობაზეც კომენტარი „იების“ თავკაცმა ვინჩენცო მონტელამ გააკეთა.

„მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ. შესაძლოა, „ლაციომ“ უკეთესად ითამაშა და მეტიც დაიმსახურა, თუმცა კარის მშრალად შენახვა მაინც მოვახერხეთ. წინ წასვლას ვცდილობდით, თუმცა ბევრი რამ ვერ გამოგვივიდა. შედეგით მაინც კმაყოფილი დავრჩი“, – განაცხადა მონტელამ.

„ვთვლი, რომ სანაკრებო პაუზა საჭირო დროს დადგა. მის შემდეგ, გამოჯანმრთელებული მოთამაშეების გამოყენების შესაძლებლობა გვექნება. ამის წყალობით, სხვა ფეხბურთელები დასვენებას შეძლებენ. ჩემი აზრით, ბოლო შეხვედრებში თავდასხმაში შექმნილი პრობლემები დაღლილობამ გამოიწვია“, – აღნიშნა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი