ვიქტორ სანიკიძე უახლოეს მატჩში ვიზის ვადის გასვლის გამო ვერ ითამაშებს

უნიქსის ქართველი ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე 8 დეკემბერს მოსკოვის ცსკა-სთან მატჩში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს, რისი მიზეზიც ვიზის ვადის გასვლაა.

„სამწუხაროდ, ცსკა-სთან ვერ ვითამაშებ. ჩემი ვიზა დამთავრდა, ახლის მიღება კი რუსეთში არ შემიძლია, ამისთვის საქართველოში უნდა დავბრუნდე. სამშაბათს იტალიაში „დინამო სასარისთან“ ევროლიგის მატჩის ჩასატარებლად მივფრინავთ. იქედან გამომდინარე, რომ საელჩო შაბათ-კვირას არ მუშაობს, გუნდის რიგებში ორშაბათამდე დაბრუნებას ვერ მოვახერხებ“, – განაცხადა სანიკიძემ.

ვიქტორ სანიკიძის 6 ქულა და 7 მოხსნა სამარაში

ვიქტორ სანიკიძის „უნიკსმა“ ვითიბი ლიგის გასვლითი მატჩი სამარაში, „კრასნიე კრილიასთან“ 52:59 წააგო. ქართველმა ფორვარდმა საკმაოდ კარგად ითამაშა, თუმცა ყაზანელებს გასამარჯვებლად ერთიანობა დააკლდათ და მორიგი მარცხი განიცადეს.

სანიკიძემ მოედანზე მთლიანობაში 25:04 წუთი გაატარა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 7-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო კი ააცილა. ვიქტორმა საბოლოო ჯამში 6 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. იგი საერთო სარგებლიანობით თავის გუნდში მხოლოდ კიტ ლენგფორდს და კერტის ჯერელსს ჩამორჩა.

„უნიკსს“ ვითიბი ლიგაში 4 მოგების წილ 2 მარცხი აქვს და მე-5 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩი ყაზანელებს ევროლიგაში 20 ნოემბერს, თურქულ „ეფესთან“ ელით, ხოლო 23-ში ვითიბი ლიგაზე რიგის ვეფ-ს უმასპინძლებენ.

gbf.ge

სანიკიძე “უნიკსს” დაუბრუნდა და ევროლიგაში ითამაშა

ვიქტორ სანიკიძის „უნიკსმა“ „ნიჟნი ნოვგოროდთან“ ევროლიგაშიც წააგო. გასულ ორშაბათს ყაზანელები ნოვგოროდელებთან ვითიბი ლიგაზე შინ 78:69 დამარცხდნენ, დღეს კი ევროლიგის ეგიდით კვლავ საკუთარ არენაზე შეხვდნენ და წააგეს – ამჯერად 73:79.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი სამშობლოდან რუსეთში დაბრუნდა და დღევანდელ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. სანიკიძე თბილისში რუსეთის ვიზის ასაღებად იყო ჩამოსული და ყაზანში საჭირო დოკუმენტით დაბრუნდა.

სანიკიძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ქართველი ფორვარდი მოედანზე 15:26 წუთი იმყოფებოდა და 2 ქულას, 2 მოხსნას, 2 პასს და 1 დაფარებას დასჯერდა. სანიკიძემ თითო ორიანი და სამიანი ააცილა, 2 საჯარიმო კი ზუსტად შეასრულა.

ყაზანელთაგან 15 ქულითა და 5 პასით ნიკოს ზისისი გამოირჩა, ხოლო „უნიკსის“ კიდევ ერთმა ბერძენმა ლეგიონერმა, კოსტას კაიმატოღლუმ 12 ქულა დააგროვა. „ნიჟნი ნოვგოროდში“ 19 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო ბელარუსი არწიომ პარახუტსკი იყო, ტეილორ როჩესტიმ კი გამარჯვებულებს 24 ქულა შეაშველა.

ამით სანიკიძის გუნდმა პირველი წრე დაასრულა და მის ანგარიშზე 5-დან 1 გამარჯვებაა. „უნიკსს“ მომდევნო მატჩი ევროლიგაში კვლავ შინ ელის. 20 ნოემბერს ყაზანელები „ეფესს“ უმასპინძლებენ.  

gbf.ge

ვიქტორ სანიკიძემ “ნიჟნი ნოვგოროდთან” მატჩი თბილისში ყოფნის გამო გამოტოვა

ყაზანის „უნიკსის“ ქართველმა ფორვარდმა ვითიბი ლიგის მატჩი გამოტოვა.

არადა, „უნიკსს“ მეტად საპასუხისმგებლო მატჩი ჰქონდა. ყაზანელები „ნიჟნი ნოვგოროდს“ ხვდებოდნენ. მხოლოდ ეს 2 გუნდი იყო ამ მატჩამდე ვითიბი ლიგაში დაუმარცხებელი. სანიკიძე რუსეთის ვიზის ასაღებად თბილისში იმყოფებოდა და აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. სამწუხაროდ, ყაზანელებმა ვერ მოახერხეს წარმატებული სერიის შენარჩუნება და 78:89 დამარცხდნენ.

„უნიკსს“ მომდევნო მატჩი 13 ნოემბერს ევროლიგაში, კვლავ „ნიჟნი ნოვგოროდთან“ ელის.

gbf.ge

სანიკიძის “უნიკსმა” კაუნასში წააგო

ვიქტორ სანიკიძის „უნიკსმა“ ევროლიგაში მორიგი მარცხი განიცადა. მე-4 ტურში ყაზანელები კაუნასში „ჟალგირისს“ ესტუმრნენ და შეხვედრა6 ქულით – 71:77 დათმეს.

ქართველი ფორვაარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე მხოლოდ 09:49 წუთით გამოჩნდა.ვიქტორი მოედანზე პირველი მეოთხედის მიწურულს გავიდა და ვინაიდან მალევე 2 პერსონალური ფოლიმიიღომწვრთნელმა ის სათადარიგოთა სკამზე გააბრუნა.

სანიკიძემ 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდოსამქულიანი ააცილა და 3 ქულას შეტევაშიგანხორციელებული 2 მოხსნაც წაამატასაქართველოს ნაკრების ფორვარდმა ბურთი ერთხელ დაკარგა, 3-ჯერ დაჯარიმდამის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.

უნიკსში” საუკეთესო კეიტ ლენგფორდი იყო 24 ქულითჟალგირისის ამერიკელმა ლიდერმა ჯეიმსანდერსონმა კი 27 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ყაზანურ კლუბს A ჯგუფშიმე-4 ადგილი უკავია და ასეთივე შედეგის მქონე “ნიჟნი ნოვგოროდს” და ჯერაც მიუგებელი – იტალიურსასარის” უსწრებსმომდევნო ტურში, 13 ნოემბერს, “უნიკსი” სწორედ ნოვოგოროდელებს უმასპინძლებს.

gbf.ge

სანიკიძის 9 ქულა და პირველი გამარჯვება ევროლიგაში

ევროლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა ვიქტორ სანიკიძის „უნიკსმა“. ყაზანელებმა დღეს მორიგ ტურში იტალიურ „სასარი დინამოს“ უმასპინძლეს და ანგარიშით 85:62 დაამარცხეს.

რუსულმა გუნდმა იტალიური მესამე მეოთხედში გატეხა. დიდი შესვენებისთვის „სასარი“ 37:35 ლიდერობდა, თუმცა მესამე ათწუთეული ყაზანელებმა 31:17 მოიგეს და გასამარჯვებლად კარგი ნიადაგი შეიქმნეს. ბოლო პერიოდში „უნიკსი“ მშვიდად მივიდა გამარჯვებამდე, რაშიც ქართველი ფორვარდის წვლილი მნიშვნელოვანია.

სანიკიძე სათადარიგო იყო და მოედანზე მთლიანობაში 22:21 წუთი გაატარა. ვიქტორმა 100-პროცენტიანი სიზუსტით შეასრულა ორქულიანები (4 ცდიდან 4 ჩააგდო, ხოლო 2 საჯარიმოდან 1 გამოიყენა და 9 ქულა დააგროვა. ამასთან ერთად სანიკიძეს 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთიკი 2-ჯერ დაკარგა.

„უნიკსშ“ საუკეთესო დორ ფიშერი იყო 14 ქულითა და 9 მოხსნით, 13 ქულა დააგროვა ნიკოს ზისისმა, ხოლო 11-11 კოსტას კაიმატოღლუმ და ჯეიმს ვაიტმა. დამარცხებულთაგან 18 ქულით რაკიმ სანდერსი გამოირჩა.

„უნიკსს“ 1 მოგება და 2 მარხი გააჩნია და ცხრილში 6-გუნდიან „ა“ ჯგუფში მხოლოდ „სასარიზე“ უკეთესი შედეგი აქვს. მორიგ საევროლიგო მატჩს ყაზანელები 6 ნოემბერს კაუნასში, „ჟალგირისთან“ გამართავენ.

gbf.ge

სანიკიძის “უნიკსი” მადრიდის “რეალთან” ბოლო წამზე დამარცხდა

დასანანი მატჩი წააგო ვიქტორ სანიკიძის „უნიკსმა“. ევროლიგის მეორე ტურში სანიკიძის გუნდმა ყაზანში ევროპის ერთ-ერთ გრანდ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და საფინალო სირენამდე 1 წამით ადრე მიღებული ორქულიანით დამარცხდა.

ვიქტორ სანიკიძემ ბოლო მეოთხედში შესანიშნავად ითამაშა და „უნიკსი“ რომ 68:63 დაწინაურდა, მისი დამსახურებაცაა. მადრიდელებმა მოახერხეს ბოლო წუთზე გალიდერება, თუმცა ჯეიმს ვაიტმა საფინალო სირენამდე 7,7 წამით ადრე სამქულიანით „უნიკსი“ კვლავ წინ გაიყვანა – 75:74. ბოლო შეტევაში სერხიო ლიულმა ორქულიანი ჩააგდო და „რეალს“ გამარჯვება მოუტანა – 76:75.

ქართველი ფორვარდი სასტრტოში არ ყოფილა. სანიკიძემ მოედანზე 17:39 წუთი გაატარა და 6 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ვიქტორმა 3-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. მარგი ქმედების კოეფიციენტით სანიკიძე ყაზანელთაგან მხოლოდ კეიტ ლენგფორდს ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა 29 წუთში 23 ქულა დააგროვა.

რაც შეეხებათ მადრიდელებს, გამორჩეულად შედეგიანი არავინ ყოფილა. სამეფო კლუბმა გუნდური კალათბურთი ითამაშა, ყველაზე მეტი ქულა რუდი ფერნანდესს და გუსტავო აიონს ჰქონდათ – 10-10. 9-9 ქულა ჩააგდეს ანდრეს ნოჩიონიმ და იანის ბურუსისმა.

„უნიკსს“ 2 ტურის შემდეგ 2 მარცხი აქვს და მომდევნო მატჩში, 30 ოქტომბერს, იტალიურ „დინამო სასარის“ უმასპინძლებს.

gbf.ge

“ზენიტთან” მოგებულ მატჩში სანიკიძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა

ვიქტორ სანიკიძე ყაზანის „უნიკსის“ სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა. ქართველმა ფორვარდმა ვითიბი ლიგის მატჩში ითამაშა და რუსულ კლუბს სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ ძლევაში დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ ყაზანელებმა უკვე მესამე მატჩი ჩაატარეს შინაურ არენაზე და ამჯერადაც იმარჯვეს, რის შემდეგაც ლიგის ლიდერები გახდნენ.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ყაზანელები ბოლო მეოთხედის წინ 3 ქულით აგებდნენ, თუმცა გადამწყვეტი პერიოდი 22:12 მოიგეს და გამარჯვებასაც მიაღწიეს – 73:66. სანიკიძემ 21:52 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 8 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა. ქართველმა ფორვარდმა ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 1 ჯარიმა მიიღო, მეტოქეებმა კი მასზე 6-ჯერ დაარღვიეს თამაშის წესი.

სანიკიძემ 8 ქულა შემდეგნაირად მოაგროვა: 4-დან 1 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო. მარგი ქმედების კოეფიციენტით (9) სანიკიძე ყაზანელთაგან მხოლოდ დორ ფიშერს (14) და კერტის ჯერელსს (13) ჩამორჩა.

ვითიბი ლიგაში „უნიკსი“ მორიგ შეხვედრას 2 ნოემბერს ჩეხეთში, „ნიმბურკთან“ გამართავს, მანამდე კი, 24 ოქრომბერს, მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.

gbf.ge

სანიკიძის 7 ქულამ “უნიკსს” სტამბოლში ვერ უშველა

ვიქტორ სანიკიძის „უნიკსმა“ ევროლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მარცხი განიცადა. ყაზანელები სტამბოლში „ეფესს“ შეხვდნენ და 76:82 დამარცხდნენ.

ქართველი ფორვარდი მოედანზე მეორე მეოთხედში გამოჩნდა და მთლიანობაში 14:07 წუთი ითამაშა. სანიკიძემ 2-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 სამიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო კი ააცილა. ვიქტორმა მთლიანობაში 7 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა, ბურთიც 1-ჯერ დაკარგა.

ყაზანელთაგან 19 ქულით ბომბარდირი გახდა კეიტ ლენგდორფი, 13 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა ჯეიმს უაიტმა, ხოლო კერტის ჯერელსის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა. გამარჯვებულთაგან 16 ქულით ბომბარდირი დონტეი დრეიპერი გახდა, ნენად კრსტიჩმა კი 15 ქულას 6 მოხსნაც მოაყოლა.

ევროლიგის მეორე ტურის მატჩს ვიქტორ სანიკიძის „უნიკსი“ შინ, 24 ოქტომბერს, მადრიდის „რეალთან“ გამართავს.

gbf.ge

სანიკიძის ოფიციალური დებიუტი “უნიკსში” და გამარჯვება “ბიზონსთან”

ყაზანის „უნიკსის“ შემადგენლობაში ვიქტორ სანიკიძის ოფიციალური დებიუტი შედგა. რუსეთის სამუშაო ვიზის არქონის გამო ქართველმა ფორვარდმა ვითიბი ლიგის პირველი ტურის მატჩი გამოტოვა, რომელშიც ყაზანელებმა სარატოვის „ავტორდორი“ 81:78 დაამარცხეს. დღეს კი მეორე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც „უნიკსმა“ ფინურ „ბიზონსს“ უმასპინძლა და ანგარიშით 85:80 სძლია.

აღნიშნულ შეხვედრაში სანიკიძე სათადარიგო იყო და მოედანზე 20:21 წუთით გამოჩნდა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 საჯარიმო და 1 სამქულიანი ჩააგდო. ვიქტორმა 6 ქულას 5 მოხსნა და 1 პასი მოაყოლა. სანიკიძემ 2 ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა, მასზე კი მეტოქეები 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

უნიკსელთა შორის საუკეთესო შედეგი კიტ ლენგფორდმა დააფიქსირა, რომელმაც 19 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. 17 ქულა და 8 მოხსნა დაუგროვდა დორ ფიშერს, ხოლო ბერძენმა ლეგიონერმა კოსტანტინოს კაიმატოღლუმ 16 ქულა მოაგროვა.

2-დან 2 გამარჯვებით „უნიკსი“ ვითიბი ლიგის ლიდერთა შორისაა. მომდევნო მატჩს ყაზანელები ისევ შინ გამართავენ. სანიკიძის გუნდი 19 ოქტომბერს სანკტ-პეტერბურგის „ზენიტს“ უმასპინძლებს.

gbf.ge

სანიკიძის 7 ქულა პაოკ-თან და 5 – ოლიმპიაკოსთან

ევროლიგაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან გასულმა ყაზანის „უნიკსმა“ საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე მემორიალურ ტურნირში მიიღო მონაწილეობა. ანტიკური საბერძნეთის აკვან კრეტაზე ბეძენი კალათბურთელის, პეტროს ეკონომაკისის ხსოვნის ტურნირი გაიმართა.

ყაზანელები პირველ შეხვედრაში სალონიკის პაოკ გაეჯიბრნენ და ოვერტაიმში 91:86 სძლიესქართველმა ფორვარდმა კი 7 ქულა მიითვალა.სანიკიძის მონაგარი 5 ქულა იყო მე-2 თამაშშირომელშიც “უნიქსმა” პირეოსის “ოლიმპიაკოსს” დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მხოლოდ 65:70დამარცხდა.

ყაზანელები პირველ ოფიციალურ მატჩს 9 ოქტომბერს გამართავენროდესაც ვითიბი  პირველ ტურში სარატოვის “ავტოდორს” გაეჯიბრებიან.

gbf.ge

საქართველოს ნაკრების სამი წევრი ევროლიგაზე!

2014-2015  წლების  სეზონში,  ევროლიგაზე საქართველოს სამი წარმომადგენელი ეყოლება. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ვიქტორ სანიკიძის ყაზანის უნიქსმა საკვალიფიკაციო ბადე დასძლია და ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

უნიქსი ვიქტორ სანიკიძე

ევროსეზონი, ქართველი ლეგიონერებიდან ყველაზე ადრე ვიკტორ სანიკიძის უნიქსისთვის გაიხსნა.

შარშან ყაზანის გუნდს ორი შანსი ჰქონდა, რომ ევროლიგის საგზური მოეპოვებინა, ან ვთბ-ლიგის ფინალში უნდა გასულიყო ან რანგით მეორე ევროპული საკლუბო ტურნირი ევროთასი უნდა მოეგო.უნიქსმა ვერცერთი დაკისრებული მისია ვერ შეასრულა გასულ სეზონში და წელს სწორედ ამიტომ მოუწია საკვალიფიკაციო ბადის დაძლევა ევროლიგაზე,რომ ჯგუფური ეტაპის საგზური მოეპოვებინა. თავიდან,რომ დავიწყოთ უნდა ვთქვათ,რომ გუნდში წელს დიდი ცვლილებები მოხდა. შარშანდელი სეზონით უკმაყოფილო გუნდის ხემძღვანელობამ, ფაქტობრივად მთელი გუნდი შეცვალა,შარშანდელი გუნდიდან წელს,წამყვანი მოთამაშეებიდან მხოლოდ ორი, ბერძნები, კოსტას კაიმაკოღლუ და ნიკოს ზიზისი დარჩნენ.როგორც სჩანს, უარყოფითად შეფასდა ასევე იტალიელი სპეციალისტის ანდრეა ტრინჩიერის მუშაობა და ის ათენის პანათინაიკოსის ყოფილმა თავკაცმა არგირის პედულაკისმა ჩაანაცვლა.მიუხედავად იმისა,რომ გუნდმა ვერ შეინარჩუნა შარშანდელი გუნდის ლიდერი ენდრიუ გაუდლოკი(  მომავალ სეზონში ფენერბაჰჩეში ითამაშებს) ვერ ვიტყვით, რომ გუნდი დასუსტდა. პირიქით, შეგვიძლია ვთქვათ,რომ წელს ყაზანის გუნდი გაცილებით ძლიერი იქნება,ყოველ შემთხვევაში ახალწვეული მოთამაშეების კლასი, ამის თქმის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს.ქერთის ჯერელსი, ქით ლენგფორდი, ვიკტორ სანიკიძე, დორ ფიშერი და მსოფლიოში ერთერთ საუკეთესო ნახტომის მქონე ჯეიმს უაითი.კით ლენგფორდი გასულ ევროლიგაზე ერთერთი საუკეთესო გახლდათ იტალიური მილანის შემადგნელობაში,ასევე იტალიურ მილანში გამოდიოდა ქერთის ჯერელსი.ისრაელის ნაკრების ცენტრი დორ ფიშერი კი გასულ სეზონში ორ გუნდში დონეცკში და ბროზე ბასკეთში ითამაშა,წლების წინ ის ევროპის გრანდში თელავივის მაკაბიშიც თამაშობდა, სხვათა შორის შარშანდელი სეზონის ბოლოს მის მიმართ ინტერესს ბარსელონაც იჩენდა.რაც შეეხება ჯეიმს უაითს ის იტალიური რეჯიო ემილიას ლიდერი გახლდათ გასულ სეზონში და რანგით მესამე საკლუბო ტურნირი ევროჩელენჯის გათამაშება მოიგო ამ გუნდთან ერთად.ასევე აღსანიშნავია კოსტას კაიმაღლოს შენარჩუნებაც, რომლის მიმართ ინტერეს მოსკოვის არმიელები იჩენდნენ.და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ვიკტორ სანიკიძე,მან ესპანურ სარაგოსაში გატარებული, შარშანდელი კარგი სეზონის შემდეგ მიიქცია უნიქსის ყურადღება,მის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი ჰქონდა ასევე ესპანურ უნიკახასაც,მაგრამ მალაგას გუნდმა ბოლოს თავისი არჩევანი ამერიკელი ქალებ გრინის სასარგებლოდ გააკეთა. რაც შეეხება სეზონის სტარტს,ის უნიქსისთვის იმაზე მეტად მძიმე აღმოჩნდა, ალბათ  ბევრი რომ არ ფიქრობდა.განვილი სამი თამაშიდან,არცერთი თამაში არ აღმოჩნდა ადვილი გასეირნება მათთვის. პირველ მატჩში სძლიეს პოლონურ ზელენა გორას 90-86 მეორე შეხვედრაში იერუსალიმის ჰაპოელს 82-71 სადაც კარგა ხანს ჩამორჩებოდნენ მეტოქეს. და გადამწყვეტ ფინალურ დაპირისპირებაში ფრანგულ ასველს 88-79 სადაც მესამე მეოთხედის დასაწყისში 19 ქულით მარცხდებოდნენ! მოკლედ, ბევრისთვის მოულოდნელად სეზონის დასაწყისი ცოტა მძიმე იყო,მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ,რომ სეზონის სტარტზე ფაქტიურად შეუძლებელია საუკეთესო თამაშის ჩვენება და თან იმის ფონზე,როდესაც გუნდში ამდენი ახალი მოთამაშე და ახალი მწვრთნელია. რაც შეეხება პირადად სანიკიძის სტატისტიკას  ყველაზე შედეგიანი პირველი მატჩი იყო ვიკტორისთვის პოლონეთის ვიცე-ჩემპიონთან,სადაც მან 20 წუთში 13 ქულა და 6 მოხსნა 2 დაფარება და 3 დაკარგვა მიითვალა.მეორე შეხვედრაში ჰაპოელთან,ასვე 20 წუთში შედერებით ნაკლები შედეგიანობით გამოირჩა 6 ქულა 6 მოხსნა და 1 დაკარგვა. ფინალურ მატჩში კი ყველაზე ნაკლები 13 წუთი მიიღო,სადაც 5 ქულა, 4 მოხსნა,ერთი შედეგიანი გადაცემა და ერთი დაკარგვა ჰქონდა. წინ გრძელი სეზონია,უნიქსი კი შემდეგ  გუნდებთან ერთად  ითამაშებს ეი ჯგუფში. უნიქსი,ეფესი,სასარი,ნიჟნი ნოვგოროდი, მადრიდის რეალი და ჟალგირისი. ამ ჯგუფიდან გასვლა კი ალბათ პროგრამა მინიმუმი უნდა იყოს ყაზანელთათვის  ამ სეზონში.

 

მოსკოვის ცსკა მანუჩარ მარკოიშვილი

თუ ვიქტორ სანიკიძის უნიქსისთვის, მთავარი ღირსეულად გამოსვლაა ევროლიგაზე, მანუჩარ მარკოიშვილის გუნდისთვის უბრალოდ ღირსეული გასვლა ევროლიგაზე არაფერს ნიშნავს.მ ისი გუნდისგან, ყველა მისი გულშემატკივარი ტიტულის მოგებას ელოდება, რასაც უკვე წლებია ვერ ახერხებენ არმიელები.             მოსკოვის ცეესკას შემადგნობაში, უნიქსისგან განსხვავებით წელს ძალიან დიდი ცვლილებები არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით ნენად კრსტიჩის გადაბარგებას თურქულ ანადოლუ ეფესში და მთავარი მწვრთნელის პოსტზე ეტორე მესინას, დიმიტრის იტუდისითი შეცვლას. უნდა ვთქვათ, რომ მაინდამაინც ჩვეულ დონეზე უკანასკნელი ორი სეზონი ვერ ჩაატარა კრსტიჩმა არმიელთა მაისურით.ასევე გუნდიდან წავიდნენ პარგო და მიჩოვი. ჯერემი პარგოს გუნდიდან წასვლა ყველაზე მეტად იყო მოსალოდნელი, მან აბსოლუტურად ვერ გაამართლა გასულ სეზონში ის ავანსები, რაც მესინამ მასზე გასცა. ვლადო მიჩოვი კი როგორც სჩანს დიმიტრის იტუდის აღარ დასჭირდა. ასევე ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთრებით იაქტიურეს არმიელებმა სატრანსფერო ბაზარზე ჯერჯერობით.გუნდის ახალწვეულები ჯერჯერობით ნანდო დეკოლო,მანუჩარ მარკოიშვილი დემეტრის ნიკოლსი და პაველ კორობკოვი გახდნენ.ხსენებული ახალწვეულებიდან ალბათ დეკოლო და მანუჩარი უნდა ვახსენოდ პირველ რიგში.დეკოლომ მას შემდეგ გადაწყვიტა ევროპაში დაბრუნება, რაც სანანტონიოში და ტორონტოში,უმძიმეს კონკურენციაში ადგილი ვერ მოიპოვა, როგორც ჩანს არმიელთა გუნდის თავკაცები თავის გუნდში ხედავენ მის ადგილს.მანუჩარს ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა გალათასარაეში, მიხედავად მძიმე ტრავმისა, კორობკოვი კი შარშანდელი სეზონის აღმოჩენის ნიჟნი ნოვგოროდის ერთერთი ლიდერი გახლდათ,რომელიც ვითიბი ლიგის ფინალში და ევროთასის ნახევარფინალში გავიდა.კორობკოვს ძალიან გაუჭირდება დამკვიდრება გუნდში,სავარუდოთ არმიელები დაიმატებენ ცენტრს,რომლის ძიებაშიც ეხლა არიან და ძნელად სავარაუდოა,რომ კორობკოვი გახდეს საშა კაუნის პირველი შემცვლელი. რაც შეეხება დემეტრის ნიკოლს, მისი აყვანა კი ცოტა მოულოდნელი იყო გასულ სეზონში ის ნამდვილად არ ბრწყინავდა რუსულ კრასნი-კრილიაში.ყველაზე მთავარი რაც არის რუსული კლუბისთვის,ეს არის ლიდერების შენარჩუნება და სავარაუდოთ ეს ასეც იქნება,თეოდოშიჩი და უიმსი ისევ ცესსკას ღირსებას დაიცავენ მომავალ სეზონშიც. ასევე შარშანდელი სეზონიდან კვლავ არმიელთა ღირსებას დაიცავენ ჯექსონი,ჰაინსი,ვორონცევიჩი,ფრიდზონი და კაუნი. რაც შეეხება მანუჩარს,ის ჯერჯერობით ძალიან გვახარებს წინასასეზონო მატჩებში,მაგრამ დაველოდოთ სეზონის დაწყებას და ვნახოთ რა როლი ექნება მანუჩარს იტუდისის გუნდში ამხანაგური მატჩები ვერაფერს  გვეტყვის, თუმცა ფაქტია,რომ დიმიტრის იტუდისმა კარგად იცის მანუჩარის შესაძლებლობები, ის შარშან მანუჩარის გალათასარაის კონკურენტ გუნდს ბანვიტს წვრთნიდა და სწორედ მარკოიშვილის კარგმა თამაშმა დაამარცხებინა ბანვიტი გალათასარაის. და ბოლოს მოსკოვის ცეესკას მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე ბი ჯგუფში,ალბა,ცედევიტა, ლიმოჟი,მაკაბი და უნიკახა იქნებიან. ერთი შეხედვით ეს ჯგუფი ყველაზე სუსტია და არ უნდა გაუჭირდეთ მოსკოველებს პირველი ადგილის დაკავება.

 

ფენერბაჰჩე რიკი ჰიკმენი

შარშანდელი ჩავარდნილი სეზონის შემდეგ მრისხანე ჟელკო ობრადოვიჩს მოუწია დასკვნების გაკეთება და წლევანდელ სეზონს თურქული გრანდი კვლავ დიდი ამბიციებით ხვდება.გუნდის შემადგენლობა წელს,შარშანდელისგან განსხვავებით ბუნებრივია შეიცვალა. მნიშვნელოვან დანაკლისად შეიძლება მივიჩნიოდ,ბოიან ბოგდანოვიჩის წასვლა (ხორვატმა ბრუკლინს მიაშურა) იტალიურ მილანში გადაბარგდა, შარშანდელი ევროლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე ლინას კლეიზა (5 მილიონი დოლარი სეზონში), მაგრამ ვერ ვიტყვით ნამდვილად,რომ ამით წააგო ფენერმა,პირიქით რა თამაშსაც კლეიზა აჩვენებდა ხსენებულ თანხად ნამდვილად არ ღირდა,უფრო მეტიც, შორს იყო.ვრცელდება ხმები,რომ ფენერს ევრპული კალათბურთის კიდევ ერთი ვარსკვლავი ბო მაკალებიც დატოვებს,მაგრამ კლეიზას მსგავსად უნდა აღინიშნოს,რომ მაინდამაინც ვერც მაკედონიის ნაკრების ლიდერმა ჩაატარა კარგი სეზონი.შევსება კი სოლიდური მიიღო თურქულმა გრანდმა. ფენერბაჰჩეში წელს ითამაშებენ, ალაბათ ევროპაში საუკეთესო ახალგაზრდა ბოგდან ბოგდანვიჩი,რომელიც წლევანდელ ნბას დრაფტზე პირველ რაუნდში აირჩიეს, შარშან კი ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა ბელგრადის პარტიზანის შემადგენლობაში.ასევე შარშანდელი ვითიბი-ლიგის და ევროთასის ერთერთი საუკეთესო კალათბურთელი ენდრიუ გაუდლოკი, რიკი ჰიკმენი, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა შარშან მაკაბის გაჩემპიონებაში და ჩეხეთის ნაკრების ვარსკვლავი იან ვესელი,რომელიც ვაშინგტონში და დენვერში არცთუ ისე წარმატებული ორი სეზონის შემდეგ ევროპაში ბრუნდება.სავარუდოთ კვლავ ფენერბაჰჩეში ითამაშებენ,თურქული კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავი კენან სიპაჰი და თურქეთის ნაკრების ერთერთი ლიდერი ემირ პრელზიჩი. ერთი რამის თქმა გადაჭრით შეგვიძლია, რომ ქართული პასპორტის მქონე რიკი ჰიკმანი გუნდის ერთერთი ლიდერი იქნება, ეს უდავოა. დანარჩენს სეზონი  გვაჩვენებს.

თორნიკე შენგელია ბასკონია

უკვე  წლებია  ბასკონია  დიდების  დაბრუნებას  ამაოდ  ცდილობს. გუნდის  ცუდმა მენეჯმენტმა, არასწორმა  მართვამ, ერთ  დროს  ევროპული  კალათბურთის გრანდი, დღეს ევროლიგის  საშუალო  დონის  გუნდათ  აქცია. ბოლო წლებში დამკვიდრებული  ტრადიცია  არც  წელს  დაირღვა, ბასკონია  წელსაც  შეელია თავის  რამოდენიმე  ლიდერს  შარშანდელი  გუნდიდან. შარშანდელი  გუნდის, უდავო  ლიდერები  ტიბორ პლაისი  და  ანდრეას  ნოჩიონი  ესპანურ გრანდებში გადავიდნენ, ბარსელონაში  და  რეალში  შესაბამისად. შარშანდელი  სეზონი ყველაზე  მძიმე, კატასტროფული  გამოდგა  გუნდისთვის, ერთადერთი  ვისი გამოყოფაც  შეგვეძლო  შარშანდელი  სეზონიდან  ამ  გუნდში, სწორედ  ხსენებული ორი  მოთამაშე  გახლდათ. დადებითად  შეგვიძლია  ის  მივიჩნიოდ, რომ  გუნდმა შეინარჩუნა ,ფერნანდო  სან-ემეტერიო  და  ტომას  ჰუერტელი, რომელმაც შესანიშნავი  მსოფლიო  ჩემპიონატი  ჩაატარა  და  დიდი  დახმარება  გაუწია საფრანგეთის  ნაკრებს, ბრინჯაოს  მედლის  მოპოვებაში.   რაც  შეეხება ახალწვეულებს, გუნდში  ძალიან  ბევრი  ახალწვეულია,მთავარი  მწვრთნელის ჩათვლით  და  ფაქტიურად  იტალიელ  სპეციალისტს  მარკო  კრესპის  ნულიდან მოუწევს  გუნდის  ჩამოყალიბება. დორონ  პერკინსი, დევის ბერტანსი, ორლანდო ჯონსონი, კიმ ტილი, თორნიკე შენგელია, რაიან გომესი და კოლტონ აივერსონი. აქედან  სამი  მათგანი შარშან  ნაციონალურ საკალათბურთო  ასოციაციაში გამოდიოდა. თორნიკე შენგელიას ბრუკლინში და ჩიკაგოში თამაში ფაქტიურად არ უწევდა, ორლანდო ჯონსონს კი ინდიანაში. რაიან გომეს რაც შეეხება, მართალია მან ბოლო სეზონი ოკლაჰომაში ჩაატარა, სადაც მოკრძალებული 1.2ქ ჰქონდა  საშუალოდ თამაშში, მაგრამ ერთ დროს, რამოდენიმე წლის წინ,ის მინესოტა ტიმბერვულვზის ვარსკვლავი გახლდათ. ასე რომ მას  ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თამაშის,ხსენებული სამეულიდან. შეუძლებელია  გულშემატკივრებს, რომლებიც თვალს ადევნებენ ევროლიგას არ ახსოვდეთ დორონ პერკინსის ბრწყინვალე თამაში, თელ-ავივის მაკაბის შემადგენლობაში, რამოდენიმე წლის წინათ. მაშინდელ მაკაბიში და საერთოდ ევროლიგაში, პერკინსი ერთერთი საუკეთესო იყო.. მაგრამ  იმის  შემდეგ საკმაო დრო გავიდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ეს პერკინსი,მაშინდელი პერკინსის მხოლოდ აჩრდილია.რაც  შეეხება კოლტონ აივერსონს და კიმ ტილის, კოლტონ აივერსონისთვის, ეს მხოლოდ და მხოლოდ მეორე სეზონია პროფესიონალურ კალათბურთში, ის კოლორადოს უნივერსიტეტში შესანიშნავი თამაშის შემდეგ დრაფტზეც მოხვდა და დღეს მისი უფლებები ბოსტონ სელტიკს ეკუთვნის.პირველი სეზონი კი პროფესიონალურ კალათბურთში თურქული ბეშიქთაშის შემადგენლობაში გააატარა,სადაც საშუალოდ 6.2 ქულა და 4.3 მოხსნა ჰქონდა თურქეთის ჩემპიონატში.ფრანგმა კიმ ტილიმ კი შარშანდელი სეზონიც ესპანეთში გაატარა, მან მურსიაში საკმაოდ ნაყოფიერი სეზონი გაატარა, რის შემდეგაც დააინტერესა კახალაბორალი,სხვათაშორის აივერსონის მსგავსად კიმ ტილიც თამაშობდა სტუდენტურ ლიგაში,ის იუტას უნივერსიტეტის ღირსებას იცავდა. გუნდის ერთერთი ყველაზე კარგი შენაძენი, უდავოდ დევის ბერტანშია, ახალგაზრდა ლატვიელი, თავის ასაკში ევროპაში ერთერთ საუკეთესოდ ითვლება,ის დრაფტზე 2011 წელს აირჩიეს მეორე რაუნდში და მისი უფლებები ინდიანა პეისერს ეკუთვნის. შარშანდელი სეზონი კი ბელგრადის პარტიზანში ჩაატარა, მაგრამ დიდი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა.                                                                                     კახალაბორალმა ამ შემადგენლობით, სადებიუტო მატჩი,ესპანეთის სუპერ თასზე გამართა ბარსელონას წინააღმდეგ, სადაც  უშანსოდ 66-95  განადგურდა, რაც  იმაზე მიუთითებს, რომ გუნდის  წლევანდელი სელექციაც ძალიან რისკიანი იყო და არ არის ფაქტი,რომ ახალი მოთამაშეები გაამართლებენ.უნდა ავღნიშნოდ, რომ სუპერ  თასზე არ უთამაშია  თორნიკე შენგელიას, რომელიც  ტრავმირებულია და სეზონის სტარტზე  გუნდს ვერ ეხმარება. ძალიან საწუხაროა  თორნიკეს დასანანი ტრავმა და ის,რომ გუნდს თავიდანვე ვერ ეხმარება. თავიდანვე თამაში, მას გაუადვილებდა ადაპტაციას გუნდთან. არ შეიძლება არ ვთქვათ, ახალ მთავარ მწვრთნელზე მარკო კრესპიზე. მარკო კრესპიმ, ასევე იტალიელი  სპეციალისტი  სერჟიო სკარიოლო  შეცვალა, რომელმაც ძალიან ცუდათ იმუშავა შარშანდელ სეზონში. რაც შეეხება თავად კრესპის, ის სიენას მონტეპასკის  წვრთნიდა  შარშანდელ სეზონში, რომელიც  იტალიის  ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა მილანთან მძიმე ბრძოლაში. მანამდე კი წლების მანძილზე, ასევე მონტეპასკიში, სიმონე პიანიჯიანის ასისტენტი იყო. დრო გვაჩვენებს რა გამოუვა კრესპის ბასკონიაში,  ფაქტია, რომ მას უმძიმესი სამუშაო ხვდება. ბასკონია ევროლიგის  დ ჯგუფში შემდეგ  გუნდებთან ითამაშებს. ცრვენა-ზევზდა, გალათასარაი, ნეპტუნასი, ოლიმპიაკოსი და ვალენსია.