მესამე ქართველი ევროლიგაში: ვიქტორ სანიკიძის “უნიკსმა” ფინალში “ვილერბანი” დაამარცხა

ვიქტორ სანიკიძე ევროლიგაში ითამაშებს. ცეესკელი მანუჩარ მარკოიშვილისა და ლაბორალელი თორნიკე შენგელიას შემდეგ სანიკიძე მესამე ქართველია, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ და მძლავრ ლიგაში ითამაშებს. მისმა „უნიკსმა“ ევროლიგის საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელშიც 8 გუნდი ცდილობდა ევროტურნირის ბოლო საგზურის მოპოვებას, ფრანგული „ვილერბანის“ ძლევით მოიგო.

ყაზანელებმა ბეწვის ხიდზე გაიარეს, რადგან ისინი მესამე მეოთხედში 19 ქულით აგენდნენ და თითქმის უიმედო სიტუაციაში იმყოფებოდნენ. როცა ფინალში 60:41 იგებ, მცირე ალბათობაა, ამხელა უპირატესობა ხელიდან გაუშვა. „ვილერბანმა“ ეს „მოახერხა“. უნიკსელებმა დროის მონაკვეთი 20:0 მოიგეს და ლიდერობა მესამე პერიოდშივე მოიპოვეს -64:62. მორალურად პარალიზებული ფრანგული გუნდი ბოლო მეოთხედში საბოლოოდ გატყდა და შეხვედრა 79:88 წააგო.

სანიკიძე სათადარიგო იყო და მოედანზე 13:40 წუთით გამოჩნდა. ქართველმა ლეგიონერმა უშეცდომოდ ესროლა სამქულიანი და საჯარიმოები, თუმცა სამივე ორქულიანი ააცილა. საბოლოოდ სანიკიძემ 5 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი დააგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. უნიკსელთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო ჯეიმს უაიტი, დორ ფიშერმა 18 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა, ხოლო კოსტას კაიმატოღლუმ 13 ქულა და 8 მოხსნა.

ფრანგულ კლუბში 24 ქულითა და 9 მოხსნით ავსტრალიელი დევიდ ანდერსენი გამოირჩა, ხოლო ქართულად ნატურალიზებულმა ტორინ გრინმა „ვილერბანს“ 8 ქულა და ამდენივე პასი შესძინა.

ასე და ამგვარად, „უნიკსმა“ საკვალიფიკაციო ტურნირის მოგებულისთვის განკუთვნილი ადგილი მიიღი ევროლიგის A ჯგუფში, სადაც მისი მეტოქეები თურქული „ეფესი“, ესპანური  „რეალი“, იტალიური „სასარი“, ლიტვური „ჟალგირისი“ და რუსული „ნიჟნი ნოვგოროდი“ იქნებიან. ევროლიგის პირველი ტური 16 ოქტომბერს ჩატარდება და „უნიკსი“ ამ დღეს სტამბოლში „ეფესთან“ ითამაშებს.

gbf.ge

სანიკიძის “უნიკსმა” “ჰაპოელს სძლია და ევროლიგამდე 1 გამარჯვება აშორებს

ვიქტორ სანიკიძის „უნიკსმა“ ბელგიაში მიმდინარე ევროლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე მატჩიც მოიგო და ევროპის ამ უპრესტიჟულესი ტურნირის ჯგუფურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. ევროლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის ნახევარფინალში რუსული კლუბი ებრაულ „ჰაპოელს“ შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ნახევარი 35:41 დათმო, საბოლოოდ მაინც დამაჯერებლად – 82:71 იმარჯვა.

ვიქტორ სანიკიძე სათადარიგო იყო და მოედანზე გატარებულ 20 წუთში 6 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 2 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ყაზანურ გუნდში 16 ქულით დორ ფიშერი გამოირჩა, ხოლო ნიკოს ზისისმა და კერტის ჯერელსმა თავი 15-15 ქულას მოუყარეს.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ფრანგული გუნდები – „სტრასბური“ და ლიონის „ასველი“ შეხვდნენ. მატჩი ლიონელთა გამარჯვებით – 74:65 დასრულდა. 26 სექტემბერს ფინალურ მატჩში ერთმანეთს „ასველი“ და „უნიკსი“ შეხვდებიან და გამარჯვებული ევროლიგის 2014-2015 წლების სეზონის რეგულარულ ჩემპიონატში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს.

gbf.ge

სანიკიძის ოფიციალური 13 ქულა და ევროლიგის საკვალიფიკაციოს ნახევარფინალი

წარმატებული გამოდგა ვიქტორ სანიკიძის ოფიციალური დებიუტი ყაზანის „უნიკსში“. რუსული გუნდი ბელგიაში დაწყებულ ევროლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაება და პოლონური „ჟელენა გორას“ 90:86 ძლევით ნახევარფინალში გავიდა.

ქართველმა ფორმარდმა, რომელიც 13-ნომრიანი მაისურით ასპარეზობს, ყაზანელებს 13 ქულა შესძინა. სანიკიძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ის სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და მოედანზე 20:52 წუთი გაატარა. ვიქტორმა 6-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. 13 ქულას სანიკიძემ 6 მოხსნა და 2 დაფარება მოაყოლა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.

 ყაზანელთაგან 22-22 ქულით კეიტ ლენგფორდი და კერტის ჯერელსი გამოირჩნენ. ხოლო „ჟელენა გორაში“ უკრაინული პასორტის მქონე ამერიკელი, სტივენ ბურტი შეუჩერებელი იყო, რომელმაც 30 ქულა დააგროვა. პოლონურ გუნდში ითამაშა ქართული პასპორტის მქონე ამერიკელმა, ქუინტონ ჰოსლიმ, რომელიც 3 წლის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი იყო, მაგრამ გუნდში ვერ მოხვდა.

სწორედ ჰოსლი დადგა მატჩის დასრულებამდე 5 წამით ადრე საჯარიმოს ხაზზე და რაკი მისი გუნდი 3 ქულით – 85:88 აგებდა, პირველი ბურთის ჩაგდების შემდეგ მეორე განძრახ ააცილა იმ იმედით, რომ თავისიანები მოხსნიდნენ და ანგარიშის გათანაბრებას მოახერხებდნენ, მაგრამ… ბურთი ყაზანელებს დარჩათ და ყველაფერიც გადაწყდა.

„უნიკსი“ მესამედ თამაშობს ევროლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში და ტრადიციისამებრ გადის მეორე წრეში, ანუ ნახევარფინალში, სადაც მარცხდება. რა იქნება მიმდინარე სეზონში, 25 სექტემბერს, გვიან ღამით გამოჩნდება. ნახევარფინალში სანიკიძის გუნდის მეტოქე იერუსალიმის „ჰაპოელია“, რომელმაც ჩეხური „ნიმბრუკი“ 94:84 დაამარცხა. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს 2 ფრანგული გუნდი – „სტრასბური“ და „ვილერბანი“ შეხვდებიან.

ევროლიგის საგზურს მხოლოდ ფინალის მომგები გუნდი მიიღებს, რომლისთვისაც ევროლიგის A ჯგუფია გამზადებული თურქული „ეფესის“, იტალიური „სასარის“, რუსული „ნიჟნი ნოვგოროდის“, ლიტვური „ჟალგირისის“ და ესპანური „რეალის“ შემადგენლობით.

gbf.ge

სანიკიძის ორმაგი დუბლი და “უნიკსის” გამარჯვება “ლიეტუვოს რიტასთან” (ვიდეო)

ვიქტორ სანიკიძემ “უნიკსის“ შემადგენლობაში მესამე და საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ლიტვაში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფი ყაზანური გუნდი ამჯერად სოლიდურ ოპონენტს – ვილნიუსის „ლიეტუვოს რიტასს“ შეხვდა და მიუხედავად მეტ-ნაკლებად თანაბარი საწყისი 3 მეოთხედისა,საბოლოოდ 92:75 გაანადგურა.

სანიკიძემ ორმაგი დუბლი შეასრულა – 14 ქულა და 11 მოხსნა. ბომბარდირობა კი ამერიკელმა ჯეიმს უაიტმა და რუსმა პიოტრ გუბანოვმა გაიყვეს, რომლებმაც 17-17 ქულა დააგროვეს. ყაზანელთათვის ეს გახლდათ მესამე სპარინგ -მატჩი და მესამე გამარჯვება.აქამდელ 2 შეხვედრაში სანიკიძემ 13-13 ქულა დააგროვა.

ამით რუსულმა გუნდმა ლიტვური შეკრება დაასრულა და გეზი გერმანიისკენ აიღოსადაც მომავალ უქმეებზე ოთხთა ტურნირი გახლავთ დაგეგმილი.შაბათს ნახევარფინალებია შედგებაკვირას კიმატჩი მე-3 ადგილისთვის დაფინალიუკვე ცნობილიარომ ნახევარფინალში “უნიქსი” თურქული “ბანვითსგაეჯიბრებაფინალის მე-2 საგზურისთვის კი გერმანული გუნდები – “ბროზებასკეტსი” და “მიტელდოიჩერი” იბრძოლებენ.

gbf.ge

საქართვეოს ნაკრების საგანგებო განცხადება

პორტუგალისთან გამართული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრებმა პრესასთან საგანგებო განცხადება გააკეთეს. სიტყვით ნაკრების რამდენიმე მოთამაშე და მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, კოტე ტუღუში გამოვიდნენ.

ზაზა ფაჩულია: “ძალიან ამაყი და გახარებული ვარ. დღეს ჩვენთვის ძალიან მაგარი დღეა. უკვე მესამედ გავედით ევროპის ჩემპიონატზე, რაც იოლი არ ყოფილა, თუმცა მიუხედავად უამრავი პრობლემისა, მიზანს მაინც მივაღწიეთ. მაგრამ, დღეს განცდილ სიხარულს მწუხარებაც ახლავს და ეს ქვეყანაში კალათბურთის მდგომარეობას ეხება.

ვთხოვ პრემიერმინისტრს, რომ ამ სპორტის სახეობას მეტი ყურადღება მიექცეს. აუცილებელია, რომ იყოს კარგი ჩემპიონატი. ნაკრების რამდენიმე მოთამაშე ადგილორივ ჩემპიონატჩი ასპარეზობს. მათ აქ უნდა ქონდეთ კარიერული წინსვლის და გაზრდის საშუალება. ამ ეტაპზე საქართველოში ოფიციალურად არსებობს ორი გუნდი, ესენია „რუსთავი“ და „ქუთაისი“. ევროპაში კი ამ დროს ყველა გუნდი უკვე დაკომპლექტებულია.”

გიორგი ცინცაძე: “ხალხიც გაცილებით მეტს იმსახურებს. კალათბურთს აუცილებლად სჭირდება გადარჩენა და ვთხოვთ, რომ ამ პრობლემას ყურადრღბა მალევე მიექცეს”. 

კოტე ტუღუში: “წლებია უკვე “არმიას” ვწვრთნი და ასეთი მდოგმარეობა უბრალოდ არ მახსოვს. თხოვნით მივმართავ პირადად პრემიერმინისტრს, რომ მთავრობა კალათბურთს დაეხმაროს, რათა დღეს განცდილი სიხარული ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში გაგრძელდეს. ფედერაციას აქვს კალათბურთის განვითარების გეგმა და იმედია ჩვენი დღევანდელი განცხადება ამ პროცესებს დააჩქარებს.”

ვიქტორ სანიკიძე: “უკვე მესამედ გავედით ევროპის ჩემპიონატზე და დროა ჩვენს სპორტსაც მიაქციონ ყურადღება. ხალხს ეს სპორტი საქართველოში ძალიან უყვარს. ბევრი ბავშვი ასპარეზობს და სწორედ მათ უნდა ჩაგვანაცვლონ ჩვენ, დღევანდელი თაობა. საცოდაობაა, როდესაც ქვეყანას ასეთი ნაკრები ჰყავს და ამ დროს შიდა ჩემპიონატში უამრავი პრობლემაა. ასეთი რამ სხვა ქვეყანაში უბრალოდ წარმოუდგენელია”.

თორნიკე შენგელია: ეროვნული ჩემპიონატის განვითარება პირველ რიგში ნაკრებისთვის არის კარგი. ეროვნული გუნდი მხოლოდ ლეგიონერების თამაშზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშისთვის ევრობასკეტზე თამაში პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. მთავარია ძლიერი და კონკურენტუნარიანი ჩემპიონატის ჩამოყალიბება.”

ვიქტორ სანიკიძე: ჩეხეთთან საქართველო ფავორიტია

ვიქტორ სანიკიძემ ეროვნულ ნაკრებში ბოლო მატჩი ვერ ითამაშა. მას წელის ტრავმა აწუხებს და დღევანდელ ვარჯიშშიც არ მიუღია მონაწილეობა. მიუხედავად ამისა, ქართველ გულშემატკივარს ნერვიულობის საფუძველი ნაკლებად აქვს – სანიკიძე 10 აგვისტოს, ჩეხეთის წინააღმდეგ დიდი ალბათობით ითამაშებს. ვიქტორს დღეს როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო ამბებზე გავესაუბრეთ…

 

– დავიწყოთ ტრავმით, რომლის გამოც ბელარუსთან მატჩი გამოტოვე და ახლაც ვერ ვარჯიშობ…

– გუშინ ჩამიტარეს კომპიუტერული გამოკვლევა და სერიოზული არაფერია. დღეს ნაკლებად მაწუხებს წელის ტკივილი და სავარაუდოდ ხვალიდან ვარჯიშს შევძლებ.

– ეს იმას ნიშნავს, რომ ჩეხეთის წინააღმდეგ ითამაშებ?

– უფრო მეტი შანსია, რომ ვითამაშო და ზუსტად ამ წუთას არ შემიძლია თქმა, რა როგორ იქნება.

– თუკი ვერ ითამაშებ, ჩეხეთის დამარცხება რამდენად რეალური იქნება?

– რომც არ ვითამაშო, ვთვლი, რომ ფავორიტი მაინც საქართველო იქნება. ეს არის მატჩი, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. ჩეხეთის დამარცხებით დიდ ნაბიჯს გადავდგამთ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ, ხოლო დამარცხება ძალიან უკან დაგვხევს. ჩეხეთი ჩვენი უპირველესი კანდიდატია, საკუთარ მოედანზე ვეთამაშებით და უფლება არ გვაქვს, დავმარცხდეთ.

– რამდენიმე დღის წინ რუსეთის „უნიკსთან“ გააფორმე კონტრაქტი. როგორ დაგიკავშირ5დნენ რუსები და რამდენად წინგადადგმულ ნაბიჯად თვლი ყაზანის გუნდში გადასვლას?

– რუსები არ დამკავშირებიან. კონტრაქტის გაფორმებამდე 1 კვირით ადრე ჩემი აგენტი შემეხმიანა და „უნიკსის“ ვარიანტი შემომთავაზა. მანამდე ჩემით ესპანური „უნიკახა“ იყო დაინტერესებული, გუნდი, რომელიც ევროლიგაში ასპარეზობს და რომელიც ესპანეთის დივიზიონშიც საკმაოდ წარმატებულად ითვლება. მიუხედავად ამისა, პირადად ჩემთვის „უნიკსი“ იყო მისაღები ვარიანტი და ამიტომაც გადავდგი ეს ნაბიჯი. ამ შემთხვევაში კლუბისგან შემოთავაზებულმა პირობებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. აღარ ვარ ისეთ ასაკში, რომ დასამტკიცებელი მქონდეს რამე. რომელ გუნდშიც უკეთესი პირობები მექნება, ცხადია, იქ მიჯობს თამაში. ისიც სათქმელია, რომ არც თავად „უნიკსია“ თუნდაც „უნიკახაზე“ ნაკლები. წლეულს შანსი გვაქვს ევროლიგაში ვითამაშოთ. ჩვენი გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპზეა და თუკი წარმატებულად ვითამაშებთ, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მოვხვდებით. არადა, შარშანდელივით ევროთასზე ვიასპარეზებთ, რომლის მოგებამდეც ყაზანელებს ერთი ნაბიჯი დააკლდათ – ფინალში „ვალენსიასთან“ დამარცხდნენ.

– რუსეთის ჩემპიონატში არ გექნება „რეალთან“, „ბარსელონასთან“, „ვალენსიასთან“ თამაშის შანსი…

– სამაგიეროდ ცსკას, ყუბანის „ლოკომოტივს“ და სხვა მძლავრ რუსულ კლუბებს დავუპირისპირდებით. არ მიმაჩნია, რომ გასულ სეზონთან შედარებით დაბალი დონის ჩემპიონატში ვიასპარეზებ. ერთადერთი, რის გამოც შეიძლება „უნიკსში“ გადასვლა არ მინდოდა, ყაზანის ცივი კლიმატია. ჩემმა მეგობარმა, გიორგი ცინცაძემ მითხრა, რომ იქ ძალიან ცივა. ცინცაძე ადრე თამაშობდა რუსეთში, ხოლო შარშან, VTB ლიგაში ასპარეზობისას  მოუწია ყაზანში ჩასვლა და მითხრა, რომ მინუს 40 გრადუსი იყოო.

– სოციალურ ქსელებში საუბრობენ იმაზე, რომ ქართველების გადასვლა რუსეთის ჩემპიონატში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო გაუმართლებელია…

– ჩვენ რაც არ უნდა გავაკეთოთ, ამაზე მაინც ისაუბრებენ. გინდა, არ გინდა, რუსეთის კლუბში გადასვლას პოლიტიკურ სარჩულს მოაბამენ, მაგრამ ამას ჩვენ, სპორტსმენები არ უნდა ავყვეთ. როგორ შეიძლება უარი თქვა ისეთ კლუბში თამაშზე, როგორიც ცსკა-ა, სადაც მანუჩარ მარკოიშვილი გადავიდა. ეს არის სპორტი და პოლიტიკიდან უნდა გავმიჯნოთ. გავიხსენებ 2011 წელს, როცა ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრებს შევხვდით. მაშინ ხომ უფრო ახალი დასრულებული იყო რუსეთთან ომი. რა უნდა გვექნა, არ გვეთამაშა, ან სხვა რამე პროტესტი გამოგვეხატა რუსი სპორტსმენებისთვის? ესაა სპორტი და მაქსიმუმი, რაც შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ მატჩში მოიმოქმედო, მეტი შემართებით თამაშია.

– როგორი იყო გასული სეზონი შენთვის, კმაყოფილი ხარ „სარაგოსაში“ გატარებული პერიოდით?

– „სარაგოსაში“ იმიტომ გადავედი, რომ მეტი სათამაშო დრო და გუნდში მეტი ფუნქცია მინდოდა მქონოდა. „სარაგოსამდე“ იტალიურ „სიენაში“ ვთამაშობდი, სადაც ხანგრძლივი დროით არ მიწევდა მოედანზე გასვლა. აქედან გამომდინარე, „სარაგოსაში“ გადასვლა გამართლებული იყო. სხვათა შორის, „სიენას“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუკა ბანკიმ აღიარა, რომ უსამართლოდ მექცეოდა, როცა მხოლოდ 5-10 წუთით მათამაშებდა. ეს მან მანუჩარ მარკოიშვილს უთხრა მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატზე, სლოვენიაში ჩემი თამაში ნახა. შეიძლება ვინმემ თქვას, სად „სარაგოსა“ და სად „სიენაო“, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს ნაბიჯი მისაღები იყო. „სარაგოსაში“ მეტი სათამაშო დრო მქონდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვიყავი. მიღწეული შედეგებითაც ვერ ვიტყვით, რომ „სარაგოსამ“ ცუდი შთაბეჭდილება დატოვა. მისსავე მოედანზე „უნიკახას“ ძლევით გავედით თასის ნახევარფინალში, ვითამაშეთ ესპანეთის ჩემპიონატის პლეიოფში და დავმარცხდით მადრიდის „რეალთან“, რომელსაც სერიაში ღირსეული ბრძოლა გავუმართეთ.

– თვლი, რომ „უნიკსშიც“ ისეთივე შედეგიანი იქნები, როგორც „სარაგოსაში“?

– ამის დიდი სურვილი და იმედი მაქვს. ჩემი პირველი ამოცანაა, გუნდს მალე შევეწყო და ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საგზურის მოპოვება მოვახერხოთ.

gbf.ge

ოფიციალურად: ვიქტორ სანიკიძე „უნიკსის“ მოთამაშეა

საქართველოს ნაკრების 28 წლის ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე ყაზანურ „უნიკსში“ გადაბარგდა, რის შესახებაც კლუბის ოფიციალური საიტი წერს.

მხარეებმა ერთწლიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი.

განვლილი სეზონი ქართველმა კალათბურთელმა ესპანეთში, კერძოდ კი, „სარაგოსაში“ ჩაატარა. საშუალოდ ერთ შეხვედრაში მისმა საშუალო მონაგარმა 14 ქულა, 9,5 მოხსნა და 2 ბლოკშოთ შეადგინა.

სანიკიძე ესპანეთის პლეი ოფს ღირსეული თამაშით ემშვიდობება

ვიქტორ სანიკიძისთვის სეზონი დასრულდა. ქართელმა ფორვარდმა შესანიშნავად ითამაშა სამეფო კლუბ მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ სერიაში, მაგრამ მისი “სარაგოსა” წაგებას მაინც ვერ ასცდა. ფავორიტად მიჩნეულმა “რეალმა” სერია 2:0 მოუგო სარაგოსელებს.

მეორე მატჩი, რომელიც სარაგოსაში გაიმართა, მადრიდული გრანდის გამარჯვებით – 101:95 დასრულდა. მიუხედავად ქართველი ფორვარდის ქებული გარჯისა, სარაგოსელებმა მაინც მარცხი განიცადეს.

საქართველოს ნაკრების წევრმა მოედანზე 25:13 წუთი გაატარა და 16 ქულა, 6 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

ვიქტორმა 2-ვე ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდობურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო,მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

სარაგოსას” რიგებში 20 ქულით ყველაზე შედეგიანი ხორვატი დამიან რუდეზი იყო, 10-ქულიან ზღვარს კი მაიკლ როლი (15), ჯოზეფჯოუნსი (13) და ჩინემელუ ელონუც (12) ასცდნენ.

მადრიდელთა შემადგენლობაში მინიმუმ 10 ქულა ერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა მიითვალასაუკეთესო სარგელიანობისკოეფიციენტი კი ნიკოლა მიროტიჩს (15 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასიჰქონდა.

ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ სერიაში ანგარიშ გაათანაბრა ბექა ბურჯანაძის “კახასოლმა”, რომელმაც “ვალენსიას” 2 დღის წინანდელი მარცხისთვის რევანში აუღო – 84:78. ქართველ ფორვარდს აღნიშნულ მატჩშ მონაწილეობა არ მიუღია.

gbf.ge

სანიკიძე მადრიდში საუკეთესო იყო, მაგრამ “სარაგოსამ” მაინც წააგო

ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში შესანიშნავად ითამაშა ვიქტორ სანიკიძემ, მაგრამ მისმა “სარაგოსამ” მადრიდში ვერაფერი გააწყო “რეალთან”. სამეფო კლუბმა, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში პირველიადგილი დაიკავა, შანსი ხელიდან არ გაუშვა და სერიის პირველი,საშინაო შეხვედრა 87:80 მოიგო.

რაც სარაგოლელთა სასახელოდ უნდა ითქვას, ისაა, რომ ისინი ბოლომდე იბრძოდნენ და წარმატების შანსსაც ინარჩუნებდნენ. ქართველი ფორვარდის წინამძღოლობით არაგონული გუნდი კუდში მიჰყვებოდა მრისხანე მეტოქეს, მაგრამ საბოლოო წარმატების მისაღწევად ძალები აღარ ეყო.

სანიკიძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა. მანმოედანზე 32:21 წუთი გაატარა და ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ქართელმა ფორვარდმა ყველაზე მაღალი (27) მარგი ქმედების კოეფიციენტი გამოიმუშავა. ვიქტორმა 7-დან 5 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო,3 სამიანი კი ააცილა. 12 ქულასთან ერთად სანიკიძემ 13 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 3 დაფარება და 1 პასი მიითვალა.

სარაგოსელთაგან 13-13 ქულა ჰქონდათ მიხაელ როლს და ჯოზეფ ჯონსს, ხოლო მადრიდელთაგან საუკეთესოები ფელიპე რეიესი (18 ქულა) და სერხიო ლული (16) გახლდნენ.

სერიის მომდევნო შეხვედრა 1 ივნისს, სარაგოსაში გაიმართება.

gbf.ge

სანიკიძე მადრიდში “რეალთან” საუკეთესო იყო

ვიქტორ სანიკიძე სარაგოსელთაგან საუკეთესო იყო მადრიდში, “რეალის” წინააღმდეგ მატჩში, თუმცა ქართველი ფორვარდის მოწადინებამ გამარჯვებისთვის არ იკმარა. “სარაგოსა” ესპანური გრანდის წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდა და შეხვედრა 79:92 დათმო.

“სარაგოსას” ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე მთლიანობაში 21:33 წუთი გაატარა. სანიკიძემ 5-დან 5 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა. 11 ქულასთან ერთად ვიქტორმა 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა.

ქართველი ფორვარდის მარგი ქმედების კოეფიციენტმა სარაგოსელთაგან ყველაზე მეტი – 19 შეადგინა. ამ მაჩვენებლით მას ოდნავ ჩამორჩა (17) ჯონათან ტაბუ, რომელმაც 14 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. მადრიდელებს რუდი ფერნანდესმა ულიდერა, რომელმაც თავი 30 ქულას მოუყარა.

16 მოგებითა და 14 წაგებით “სარაგოსა” ბექა ბურჯანაძის “კახასოლთან” ერთად ცხრილში 7-8 ადგილებს იყოფს. მორიგ ტურში, 8 მაისს, “სარაგოსა” “ესტუდიანტესს” უმასპინძლებს. 

gbf.ge

სანიკიძის მარცხი და ბურჯანაძის გამარჯვება ესპანეთის ჩემპიონატში

ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსა” შინ “უნიკახასთან” დამარცხდა. ცხრილში 2 საფეხურით მაღლა მყოფ მეტოქესთან გამარჯვება სარაგოსელებს ჰაერივით სჭირდებოდათ, თუმცა მძლავრ მეტოქესთან წარმატების მიღწევა სანიკიძის გუნდმა ვერ მოახერხა – 81:91.

ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 24 წუთი გაატარა. სანიკიძემ ოთხივე ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. 8 ქულასთან ერთად ვიქტორმა 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. სარაგოსელთაგან საუკეთესო მიხაელ როლი იყო 14 ქულითა და 7 მოხსნით.

წაგების მიუხედავად, “სარაგოსა”, რომელსაც 16 მოგების წილ 12 მარცხი აქვს, კვლავ მე-ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას სანიკიძის გუნდი 27 აპრილს, “გიპუზკოასან” სტუმრად გამართავს.

დღესვე, 28-ე ტურის მატჩი გამართა ბექა ბურჯანაძის “კახასოლმა”, რომელმაც სტუმრად “ლა ბრუიხა”97:72 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა აღნიშნულ შეხვედრაში 6:37 წუთი ითამაშა და ერთადერთ მოხსნას დასჯერდა. ბურჯანაძეს მეტოქის ფარისთვის არც შეუტევია.

“კახასოლს” 15 მოგება და 13 წაგება აქვს და ცხრილში მე-8 ადგილზეა. მომდევნო ტურშ, 26 აპრილს, “კახასოლი” “ესტუდიანტესს” უმასპინძლებს.

ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსა” შინ “უნიკახასთან” დამარცხდა. ცხრილში 2 საფეხურით მაღლა მყოფ მეტოქესთან გამარჯვება სარაგოსელებს ჰაერივით სჭირდებოდათ, თუმცა მძლავრ მეტოქესთან წარმატების მიღწევა სანიკიძის გუნდმა ვერ მოახერხა – 81:91.

ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 24 წუთი გაატარა. სანიკიძემ ოთხივე ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. 8 ქულასთან ერთად ვიქტორმა 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. სარაგოსელთაგან საუკეთესო მიხაელ როლი იყო 14 ქულითა და 7 მოხსნით.

წაგების მიუხედავად, “სარაგოსა”, რომელსაც 16 მოგების წილ 12 მარცხი აქვს, კვლავ მე-ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას სანიკიძის გუნდი 27 აპრილს, “გიპუზკოასან” სტუმრად გამართავს.

დღესვე, 28-ე ტურის მატჩი გამართა ბექა ბურჯანაძის “კახასოლმა”, რომელმაც სტუმრად “ლა ბრუიხა”97:72 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა აღნიშნულ შეხვედრაში 6:37 წუთი ითამაშა და ერთადერთ მოხსნას დასჯერდა. ბურჯანაძეს მეტოქის ფარისთვის არც შეუტევია.

“კახასოლს” 15 მოგება და 13 წაგება აქვს და ცხრილში მე-8 ადგილზეა. მომდევნო ტურშ, 26 აპრილს, “კახასოლი” “ესტუდიანტესს” უმასპინძლებს.

gbf.ge

“სარაგოსამ” მადრიდში იმარჯვა – სანიკიძე საუკეთსოა

ესპანურ “სარაგოსაში” თანამემამულის გარეშე დარჩენილი ვიქტორ სანიკიძე წარმატებით ასპარეზობს. გიორგი შერმადინის ბერძნულ “ოლიმპიაკოსში” გაშვების შემდეგ სარაგოსელებმა პირველი მატჩი გამართეს და მათთან დარჩენილი მეორე ქართველის დიდი თანამონაწილეობით გასვლითი გამარჯვება მოიპოვეს.

“სარაგოსა” ესპანეთის დედაქალაქში “ფუენლაბრადას” დაუპირისპირდა და 9 ქულის სხვაობით – 81:72 დაამარცხა. სარაგოსელთაგან საუკეთესო შედეგი სანიკიძემ დააფისირა. მან ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი (20) გაიფორმა.

 

ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და სარაგოსელთა შორის მოედანზე ყველაზე მეტ ხანს დაჰყო. 31,31 წუთში სანიკიძემ 4-დან 3ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 13 ქულიასთან ერთად ვიქტორმა 7 მოხსნა და 3 პასიც მოიაგროვა დადამსახურებულად გახდა საუკეთესო.

“სარაგოსაში” სანიკიძის მსგავსად, 13 ქულა კიდევ 2-მა კალათბურთელმა – მაიკლ როლმა და იონ სტეფანსომა მოაგროვეს, ხოლო 14 ქულით ბომბრდირი შერმადინის შემცვლელი ჰენკ ნორელი გახდა. მადრიდელთაგან 17 ქულით საუკეთესო ჯეიმს ფელდეინი იყო, ხოლო ენდი პანკომ 13 ქულა მიითვალა.

13 მოგებითა და 8 მარცხით “სარაგოსა” მე-6 ადგილზეა და 1 ქულით ჩამორჩება მის წინ მყოფ “უნიკახას” და “გრან კანარიას”. მომდევნო მატჩს სანიკიძის გუნდი სწორედ გრანკანარიეოებთან გამართავს.

GBF.GE