“ვიტესის” ვიცე-კაპიტანი: “მხარდაჭერა სხვებსაც გვჭირდება”

არნემის “ვიტესის” ვიცე-კაპიტანი არნოლდ კრეისვეიკი გულშემატკივრების მხრიდან გურამ კაშიას საპატივცემულოდ გამოფენილ ბანერებსა და შეძახილებს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ დიდი ხანია, არნემელთა თავკაცი კაშიას ძირითად შემადგენლობაში აყენებს, “ვიტესის” ფანები კი კაპიტანის დაბრუნებას ითხოვენ.

“ეს უკვე დიდი ხანია გრძელდება, რაც კარგი შეგრძნება სულაც არ არის. ჩვენს გუნდში არავინაა ვინმეზე უკეთესი. გუნდში სხვა ფეხბურთელებიც არიან და გულშემატკივრებმა მხარი მათაც უნდა დაუჭირონ”, – ციტირებს კრეისვეიკის სიტყვებს voetbalzone.nl.

რობ მაასი: “კაშიას დაფასება კარგია, მაგრამ ფანებმა ტაში ყველას უნდა დაუკრან”

არნემის “ვიტესის” მთავარმა მწვრთნელმა რობ მაასმა “ზვოლესთან” გამართული მატჩის მიმდინარეობისას კლუბის ფანების მხრიდან კაშიას მხარდასაჭერად გაკეთებულ ჟესტს გამოეხმაურა.

“ჩემს კარიერაში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა სათადარიგოთა სკამზე ვმჯდარვარ. კარგია, რომ კაშიას ასე აფასებენ. თუმცა, კარგი იქნება, თუ მომდევნო ჯერზე ფანები ტაშს ყველა ფეხბურთელს დაუკრავენ”, – ციტირებს მაასის სიტყვებს sportnieuws.nl.

როგორ დაუჭირეს მხარი “ვიტესის” ფანებმა გურამ კაშიას (ვიდეო)

27 იანვარს, ჰოლანდიის ერედივიზიონში, არნემის “ვიტესმა” საკუთარ მოედანზე “ზვოლე” მიიღო.

მოგეხსენებათ, “ვიტესის” კაპიტანს, გურამ კაშიას უკვე დიდი ხანია გუნდის სასტარტო შემადგენლობაში არ აყენებენ. სწორედ ამის გამო, გულშემატკივრებმა მას მატჩის მიმდინარეობისას, 37-ე წუთზე სიმბოლურად ტაში დაუკრეს. ქართველი მცველი ფანებს ფეხზე წამოუდგა და მათ მადლობა გადაუხადა.

იხილეთ ვიდეო:

ვაკო ყაზაიშვილის შესანიშნავი ფინტები “აიაქსთან” გამართულ მატჩში (ვიდეო)

23 იანვარს, ჰოლანდიის ერედივიზიონში, ამსტერდამის “აიაქსმა” საკუთარ მოედანზე არნემის “ვიტესი” მიიღო.

მატჩის მიმდინარეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში ვაკო ყაზაიშვილმა ორი მეტოქე მოატყუა, თუმცა საბოლოოდ მან ბურთი დაკარგა.

ყაზაიშვილმა “ვიტესის” რეკორდსმენს მიულოცა

18 დეკემბერს, ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-17 ტურში, არნემის “ვიტესმა” საკუთარ მოედანზე “ტვენტე” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 5:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გახსნა. მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელ Facebook-ში პოსტი გამოაქვეყნა.

“მთელმა გუნდმა ბრყინვალე მატჩი ჩაატარა. მიტჩელს კი ერედივიზიონში დებიუტს ვულოცავ”, – წერს ვაკო.

ცნობისთვის, მიტჩელი არნემის “ვიტესის” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მონაწილეობა ერედივიზიონის შეხვედრაში მიიღო.

End result: Vitesse 5 – 1 FC Twente! Amazing performance by the whole team, and congrats to Mitchell for his Eredivisie debut! 󾬕⚫️

Posted by Vako Qazaishvili on Friday, 18 December 2015

ვაკო ყაზაიშვილმა “ტვენტეს” გაუტანა (ვიდეო)

18 დეკემბერს, ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-17 ტურში, არნემის “ვიტესსა” და “ტვენტეს” შორის გამართულ შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გახსნა.

ვაკო ყაზაიშვილი “ნაიმეგენის” სამი ფეხბურთელის წინააღმდეგ (ვიდეო)

29 ნოემბერს, ჰოლანდიის ერედივიზიონში არნემის “ვიტესმა” საკუთარ მოედანზე “ნაიმეგენი” მიიღო და მეტოქე ვაკო ყაზაიშვილის გოლის წყალობით, 1:0 დაამარცხა.

ქართველი ფეხბურთელი მთელი მატჩის განმავლობაში გამორჩეული იყო, ბოლო წუთებში კი “ნაიმეგენის” რამდენიმე ფეხბურთელთან მოუწია დაპირისპირება.

ყაზაიშვილი: “ამ კვირაში ძალიან ბედნიერი ვარ”

“ვიტესის” ქართველი ფეხბურთელი ვალერი ყაზაიშვილი აცხადებს, რომ “ნაიმეგენთან” გამართული მატჩი გუნდისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

შეგახსენებთ, რომ 29 ნოემბერს “ვიტესმა” “ნაიმეგენი” საკუთარ მოედანზე მიიღო და მეტოქე ვაკო ყაზაიშვილის გოლის წყალობით, 1:0 დაამარცხა.

“ძალიან მიხარია, რომ გავიმარჯვეთ. ეს მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თანაგუნდელისგან კარგი პასი მივიღე, დავარტყი და გოლი გავიდა. როდესაც დერბიში გამარჯვებას აღწევ და შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაგაქვს, ეს სასიხარულოა. თამაში აგრესიულად დავიწყეთ და ვფიქრობ, მეტოქეზე ასი პროცენტით უკეთესად გამოვიყურებოდით. შესაბამისად, მოგება დავიმსახურეთ.

სამი დღის წინ ჩემი შვილი დაიბადა და ეს გოლიც სწორედ ჩემს ქალიშვილს ეძღვნება. ამ კვირაში, მართლაც ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენს ყველა გულშემატკივარს მადლობას ვუხდი”, – უთხრა ვაკომ “ვიტესის” ოფიციალურ არხს.

ყაზაიშვილმა “ნაიმეგენს” გაუტანა (ვიდეო)

29 ნოემბერს, ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-14 ტურში, “ვიტესსა” და “ნაიმეგენს” შორის გამართულ მატჩში ანგარიში 49-ე წუთზე ვალერი ყაზაიშვილმა გახსნა.

გურამ კაშიას საუკეთესო მაჩვენებელი ერედივიზიონის მცველებს შორის

არნემის “ვიტესის” კაპიტან გურამ კაშიას ჰოლანდიის ერედივიზიონში 2006-2007 წლების სეზონის შემდეგ თავით გატანილი გოლების რაოდენობის მიხედვით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

ქართველმა მცველმა თავური დარტყმით ჰოლანდიური გუნდების კარის თერთმეტჯერ დალაშქრა, ასეთი რამ კი ცხრა წელია ერედივიზიონში მოთამაშე არცერთ მცველს არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ კაშიამ მიმდინარე სეზონში ერედივიზიონის მცველებს შორის საჰაერო ორთაბრძოლა ყველაზე მეტჯერ მოიგო.

როგორ უჭერენ მხარს გურამ კაშიას “ვიტესის” ფანები (ვიდეო)

25 ოქტომბერს, ჰოლანდიის ერედივიზიონში, არნემის “ვიტესმა” საკუთარ მოედანზე “აიაქსი” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

შეხვედრის მიმდინარეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში, გურამ კაშიამ მცირე დაზიანება მიიღო, გულშემატკივრები კი მას ამხნევებდნენ.

ვაკო ყაზაიშვილმა “ზვოლეს” გაუტანა (ვიდეო)

18 ოქტომბერს, ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-9 ტურში “ზვოლემ” საკუთარ მოედანზე გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის “ვიტესი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:5 დამარცხდა.

ორივე ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო. კაშიამ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. რაც შეეხება ყაზაიშვილს, მან 44-ე წუთზე მასპინძელთა კარი დალაშრა, ხოლო 74-ე წუთზე პანტიჩით შეცვალეს.