პისარო, შესაძლოა, „ვერდერში“ დაბრუნდეს

თავდამსხმელი კლაუდიო პისარო, შესაძლოა, კვლავ ბრემენის „ვერდერის“ მოთამაშე გახდეს.

როგორც „Bild“-ი იტყობინება, კლუბის ხელმძღვანელობამ 36 წლის პერუელთან მოლაპარაკება უკვე დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელის ბოლო კლუბი მიუნხენის „ბაიერნი“ იყო, რომელშიც მისი ყოველწლიური ხელფასი 4-4,5 მილიონ ევროს შეადგენდა.

ამ დროისთვის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია, შესაბამისად, მისი განაცხადში შეყვანა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

ბერბატოვი, შესაძლოა, პაპუნაშვილი თანაკლუბელი გახდეს

„მონაკოს“ გამოცდილი თავდამსხმელი დიმიტარ ბერბატოვი, შესაძლოა, ბრემენის „ვერდერში“ ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციით, „ბრემენელი მუსიკოსები“ მოლაპარაკების დაწყებას უახლოეს დროში გეგმავენ.

აქამდე 34 წლის ბულგარელი თავდამსხმელისადმი „გალათასარაისა“ და „ბეშიქთაშის“ მხრიდან ინტერესის შესახებაც იწერებოდა. განვლილ სეზონში დიმიტარმა „მონაკოში“ 38 მატჩი ჩაატარა და თავი 12 გოლით გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ „ვერდერში“ 19 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი ჩაირიცხა, რომელიც ახალ სეზონში იჯარით ბრემენელთა მეორე გუნდში ითამაშებს. სამშაბათს პაპუნაშვილს „ვერდერის“ პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა.

გიორგი პაპუნაშვილით “ვერდერი” დაინტერესდა

შესაძლოა, თბილისის “დინამოს” შემტევი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი მალე გერმანიის ბუნდესლიგაში ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 19 წლის ფეხბურთელით ბრემენის “ვერდერი” დაინტერესდა. ცნობილია, რომ გიორგი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც კლუბთან მოლაპარაკება უნდა შედგეს.

გიორგი პაპუნაშვილი “დინამოს” აღზრდილია. მან გასულ სეზონში, საქართველოს უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ 21 მატჩში 14 გოლი გაიტანა. გიორგის საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ნაკრებებში უთამაშია, ხოლო ერთხელ გიბრალტარის ნაკრებთან გამართულ მატჩში, ეროვნული ნაკრების მაისურიც მოირგო.

რაც შეეხება “ვერდერს”, ამ კლუბს ბუნდესლიგა ოთხჯერ აქვს მოგებული, ბოლოს კი ეს 2004 წელს მოახერხა. ბრემენელებმა გერმანიის ჩემპიონატის გასულ სეზონში ცხრილში მე-10 პოზიცია დაიკავეს.

ვერდერი პოდოლსკის დამატებას არ აპირებს

ბოლო დროს გერმანულ პრესაში თავდამსხმელ ლუკას პოდოლსკის ბრემენის „ვერდერში“ გადასვლასთან დაკავშირებით საუბრები გავრცელდა. ამის შესახებ ბრემენული კლუბის გენერალურმა მენეჯერმა ტომას აიხინმა ისაუბრა. მისი თქმით, პოდოლსკის ტრანსფერს მისი კლუბი ფეხბურთელის მაღალი ფასის გამო ვერ შეათანხმებს.

„ის ჩინებული მოთამაშეა, თუმცა მის ტრანსფერზე არც კი ვფიქრობთ. ჩვენთვის ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა“, – განაცხადა აიხინმა.

შეგახსენებთ, რომ „არსენალის“ ფორვარდმა განვლილი სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „ინტერში“ ჩაატარა.

“ვერდერი” ორი ფეხბურთელით გაძლიერდა

მომდევნო სეზონში “ვერდერის” ღირსებას მეკარე ფელიქს ვილვარდი და მცველი ულისეს გარსია დაიცავენ.

25 წლის ვიდვალდი “ვერდერის” აღზრდილია და ბრემენული გუნდის სისტემაში 1999-2011 წლებში ირიცხებოდა, რის შემდეგაც ჯერ “დუისბურგში” შემდეგ კი “აინტრახტში” გადავიდა და საბოლოოდ მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა.

19 წლის გარსია კი მარცხენა მცველია და შვეიცარული “გრასჰოპერსის” ფეხბურთლი იყო.

ბუნდესლიგის გასული სეზონის “ვერდერმა” ძალიან ცუდად დაიწყო, თუმცა საბოლოოდ გათამაშება მეათე ადგილზე დაასრულა.

“ვერდერმა” ვესტერგორი დაკარგა

“ვერდერის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით კლუბის დანიელი მცველ იანიკ ვესტერგორს, რომელიც  “ჰამბურგთან” შეხვედრაში დაშავდა, მუხლის ტრავმა აწუხებს.

თუმცა, ტრავმა იმაზე მსუბუქი აღმოჩნდა, ვიდრა ამას თავდაპირველად პროგნოზირებდნენ. სამედიცინო შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ იანიკი მხოლოდ ორ კვირას გამოტოვებს.

შესაბამისად, ვესტერგორი თავის გუნდს “პადერბორნთან” და “აინტრახტთან” მატჩებში ვერ დაეხმარება.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში დანიელი ფეხბურთელის ანგარიშზე 18 შეხვედრაში გატანილი 1 გოლია.

 

„ვერდერი“ კლოზეს დაბრუნებაზე ფიქრობს

„ვერდერის“ გენერალური მენეჯერის ტომას აიხინის თქმით, მისი გუნდი „ლაციოს“ თავდამსხმელით მიროსლავ კლოზეთი ინტერესდება.

„თუ კლოზეს „ლაციოდან“ წასვლის ალბათობა არსებობს, ჩვენ მისი დამატების ვარიანტს დაწვრილებით განვიხილავთ. „ვერდერში“ მას ჩინებული წარსული აქვს, აქ მას დიდ პატივს სცემენ“, – განაცხადა ბრემენული კლუბის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ „ვერდერში“ კლოზე 2004 წლიდან 2007 წლამდე თამაშობდა და 89 მატჩში 53 გოლი გაიტანა.

“ვერდერის” სპორტული დირექტორი ოქრიაშვილის შესახებ გავრცელებულ ამბებს გამოეხმაურა

ბრემენის “ვერდერის” სპორტული დირექტორი ბოლო დღეებში პრესაში გავრცელებულ ამბებს გამოეხმაურა.

როგორც ვებ-გვერდი kreiszeitung.de იუწყება, როუვენ შრიოდერმა ოქრიაშვილის მიმართ ინტერესი უარყო.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოქრიაშვილის “ვერდერში” გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო. თუმცა ფეხბურთელის აგენტის თქმით, მისი კლიენტი ზამთარში კლუბს არ გამოიცვლის.

ოფიციალურად: “ფრაიბურგმა” პეტერსენი ინათხოვრა

26 წლის ფორვარდი, ნილს პეტერსენი, ბუნდესლიგის მეორე წრეს “ფრაიბურგის” შემადეგნლობაში გაატარებს.

აღნიშნულ ინფორმაციას ბრემენის “ვერდერის” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ამ ეტპაზე ფოვარდი ახალ გუნდში იჯარის წესით გადავიდა, თუმცა ფრაიბურგელებს მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ.

ბუნდესლიგის ფარგლებში პეტერსენმა “ვერდერის” შემადგენლობაში 69 მატჩი ჩაატარა და 18 გოლის გატანა შეძლო.

 

,,ბორუსიამ” კვლავ ვერ მოიგო

,,დორტმუნდის” წარუმატებელი სერია გრძელდება. ,,ვერდერმა” საკუთარ კედლებში იურგენ კლოპის გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

მატჩში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. 62-ე წუთზე მათი უპირატესობა ორ ბურთამდე გაიზარდა. 69-ე წუთზე კი ჰუმელსმა სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. საბოლოოდ ,ბორუსიამ” თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხა. ამჟამად, ,,დორტმუნდი” ბუნდესლიგაში მე-17 ადგილზე იმყოფება.

ჩაბი ალონსოს სუპერ-გოლი “ვერდერის” კარში (ვიდეო)

18 ოქტომბერს, ბრემენის “ვერდერის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელმა ჩაბი ალონსომ მეტოქეს შესანიშნავი გოლი გაუტანა.

ვერდერი – შალკე 0:3

ბუნდესლიგის მეხუთე ტურში “შალკე” ბრემენში “ვერდერს” ესტუმრა და სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ვერდერი 0-3 შალკე

გოლები: მაიერი 48′ ; ნოიშტადტერი 51′ ; ბარნეტა 85′