“ვესტ ჰემმა” “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელებს დაუმიზნა

ბრიტანული the Telegraph-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “ვესტ ჰემ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ თვალი “წითელ ეშმაკთა” ფორვარდებს (მარკუს რეშფორდი და ანტონი მარსიალი) დაადგა.

“ჩაქუჩებს”, რომლებიც სულ რაღაც 7 ქულით არიან დაშორებული გასავარდნ ზონას, დიდი სურვილი აქვთ ისეთი ფეხბურთელის გადაბირებისა, რომელიც სეზონის მეორე ნახევარში ბევრი გოლის გატანასა და მატჩის ბედის ერთი დარტყმით გადაწყვეტას შეძლებს.

როგორც იცით, სლავენ ბილიჩის სამიზნეთა სიაში პირველ ადგილს მიში ბატშუაი იკავებდა. თუმცა, “არისტოკრატებმა” ბელგიელთან იანვრის თვეში განშორებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს.

ამასობაში, მარსიალი და რეშფორდი “ოლდ ტრაფორდზე” სათამაშო პრაქტიკის უქონლობით იტანჯებიან, რისი გამოსწორებაც “ოლიმპიურ სტადიონზე” გადასვლით შეიძლება.

პაიე: “ჩემს შვილებს რონალდუს სახელის ხსენების უფლება არ აქვთ”

მიუხედავად იმისა, რომ ისინი აღმერთებენ “რეალისა” და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების სუპერვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს, პაიეს შვილებს სახლში მისი სახელის ხსენების უფლება მაინც არა აქვთ.

“ჩემი შვილებიც გულშემატკივრობენ სხვა ფეხბურთელებს, ამას მათ თვალებში ვკითხულობ. ისინი აღმერთებენ მათ და ცდილობენ მათი ქმედებების, სიტყვებისა და გოლის აღნიშვნების გამეორებას.

მათ უყვართ რონალდუ და მესი. მაგრამ, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მათ რონალდუს სახელის ხსენების უფლება აღარ აქვთ.” – განაცხადა “ვესტ ჰემის” ფრანგმა ლიდერმა.

“ლივერპულმა” და “ვესტ ჰემმა” სერია A-ს თავდამსხმელს დაუმიზნეს

იტალიურ გამოცემას, Gazzamercato-ს თუ დავუჯერებთ, “ლივერპულისა” და “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელების ინტერესთა სფეროში “სასუოლოს” თავდამსხმელი, გრეგუარი დეფრელი მოექცა.

25 წლის ფეხბურთელმა ევროპული გრანდების ყურადღება მიმდინარე სეზონში, სერია A-ში კარგი ასპარეზობით მიიპყრო.

იურგენ კლოპის “ლივერპული” კი სწორედ ისეთი ფეხბურთლის ძიებაშია, რომელსაც გოლების გატანა არ გაუჭირდება. ასე რომ, გერმანელი სპეციალისტი ყველაფრის გაკეთებას აპირებს მის გადასაბირებლად.

რაც შეეხებათ “ჩაქუჩებს”, ისინი უფრო შორს სჭვრეტენ მომავალს და დეფრელის გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აპირებენ.

წყაროს ცნობით, დეფრელის არენდით აყვანაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

ჟოზემ “ვესტ ჰემის” წინააღმდეგ საბრძოლო შემადგენლობა გამოიყვანა

ჟოზე მოურინიომ ინგლისის თასის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩს ხელი სერიოზულად მოჰკიდა.

ჟოზე მოურინიომ, რომლის გუნდმაც კვირას გამართულ მატჩში “ვესტ ჰემის” დამარცხება ვერ მოახერხა, “ჩაქუჩებთან” საბრძოლველად საბრძოლო შემადგენლობა გამოიყვანა, რაც 5 ცვლილების განხორციელებას ითვალისწინებდა.

ჟოზემ ლუკ შოუ, მაიკლ კერიკი, უეინ რუნი, ჰენრიკ მხითარიანი და ანტონი მარსიალი გამოიძახა. 5 ცვლილება განახორციელა სლავენ ბილიჩმა, რომელმაც “მანჩესტერის” ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილი ეშლი ფლეტჩერიც დააბრუნა სასტარტოში.


“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; ვალენსია, ჯონსი, როხო, შოუ; კერიკი, ერერა; მხითარიანი, რუნი, მარსიალი, იბრაჰიმოვიჩი.

სათადარიგო ფეხბურთელები: ხუან მატა, ლინგარდი, ბლინდი, რეშფორდი, რომერო, შნაიდერლინი, შვაინშტაიგერი.

“ვესტ ჰემი”: ადრიანი; რაიდი, ქრესველი, ფეგული, კუიატე, ობიანგი, ოგბონა, ფლეტჩერი, პაიეტი, ანტონიო, ფერნანდესი.

სათადარიგოები: რენდოლფი, ნორდტვეიტი, ლანცინი, ძაძა, ნოუბლი, კოლინსი, მასუაკუ.

“მანჩესტერი” შინ, “ვესტ ჰემს” დაუზავდა (ვიდეო)

27 ნოემბერს, პრემიერ ლიგის მე-13 ტური “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ვესტ ჰემ იუნაიტედის” შეხვედრამ დააგვირგვინა, სადაც მასპინძელ “წითელ ეშმაკებს” 3 ქულის მოპოვების ბრწყინვალე შანსი ჰქონდათ, თუმცა მისი გამოყენება ვერ მოახერხეს.

მატჩში ანგარიში მეორე წუთზე სახომ გახსნა, ამ უკანასკნელმა დიმიტრი პაიეტის პასი გამოიყენა. 19 წუთის შემდეგ კი “მანჩესტერმა” ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლით გაათანაბრა. თითქოს, ამის შემდეგ მასპინძლებს უპირატესობა უნდა ეგდოთ ხელთ და წინაც უნდა გასულიყვნენ, თუმცა მატჩში მეტი გოლი არ გასულა.


“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; ვალენსია, ჯონსი, როხო, დარმიანი; პოლ პოგბა, ანდერ ერერა; რეშფორდი (რუნი 66′), ხუან მატა (მხითარიანი 65′), ლინგარდი (ფელაინი 87′); იბრაჰიმოვიჩი

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

“ვესტ ჰემი”: რენდოლფსი; კუიატე, კოლინსი, ოგბონა; ანტონიო, ობიანგი, ნოუბლი, ქრესველი; ლანცინი (აიუ 74′), პაიეტი; სახო (ფლეტჩერი 64′)

მთავარი მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი


იტალიური პრესა: იოვეტიჩი “ვესტ ჰემისა” და “ფიორენტინას” ინტერესთა სფეროში მოექცა

Tutto Mercato Web-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, მილანური “ინტერის” თავდამსხმელის, სტეფან იოვეტიჩის მიმართ ინტერესი იტალიურმა “ფიორენტინამ” და ინგლისურმა “ვესტ ჰემმა” გამოთქვეს.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფორვარდს “ფიორენტინას” მაისურით 5 სეზონი აქვს ჩატარებული. ასე რომ, მის დაბრუნებას “სტადიო არტემიო ფარნკის” მკვიდრნი დიდი სიხარულით შეხვდებიან.

თუმცა, პაულო სოუზას მხარეს ამ ტრანსფერის განსახორციელებლად “ვესტ ჰემის” დამარცხება მოუწევს, რომელსაც ბოლო დროს საკმაოდ ძლიერად აკავშირებენ “სიტის” ყოფილ თავდამსხმელთან.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ 2015 წელს “ინტერში” გადასვლის შემდეგ, იოვეტიჩმა 26 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა და სათადარიგოთა სკამზეც მოასწრო ადგილის დაჯავშნა.

Calciomercato: მანძუკიჩი ინგლისური კლუბების რადარებზე გამოჩნდა

ლონდონური “ტოტენჰემისა” და “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელები ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდის, მარიო მანძუკიჩის გადაბირებას იანვარში შეეცდებიან. ამ ინფორმაციას იტალიური Calciomercato ავრცელებს.

როგორც იცით, ბოლო დროს ხორვატი ფეხბურთელი “ბებერი ქალბატონისათვის” თავის მოწონებას ვერ ახერხებ, რასაც გონსალო იგუაინისა და პაულო დიბალას კარგ ფორმაში ყოფნაც ემატება.

30 წლის ფორვარდისთვის სათადარიგოთა სკამზე ჯდომა დიდად მისაღები ვარიანტი ვერ უნდა იყოს, ამიტომაც დიდია შანსი იმისა, რომ ხორვატმა კლუბი უახლოეს მომავალში დატოვოს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბოლო დროს “ვესტ ჰემისა” და “ტოტენჰემ ჰოტსპურის” გარდა მისდამი ინტერესი ფრანგულმა “პარის სენ-ჟერმენმაც” გამოთქვა.

ინგლისის ნაკრებში “ვესტ ჰემის” ორი მოთამაშე მიიწვიეს

“ვესტ ჰემის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც აარონ ქრესველსა და ჯორდან პიქფორდს გარეთ საუთჰეიტმა ინგლისის ნაკრებში თამაშის შანსი მიცა.

როგორც იცით, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, ესპანეთის ნაკრებთან გასამართ მატჩამდე ოთხი დღით ადრე ნაკრები ტრავმების გამო დენი დრინქვოთერმა და ფრეიზერ ფორსტერმა დატოვეს, რომელთაც სწორედ ეს ლონდონური წყვილი ჩაანაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ ამ გათამაშების ბოლო მატჩი “სამმა ლომმა” არასასურველი შედეგით – სლოვენიის ნაკრებთან ფრედ ნათამაშები მატჩით დაასრულა, თუმცა ბრიტანელები მაინც რჩებიან F ჯგუფის ლიდერებად 7 ქულით.

რონალდ კუმანის ბიჭებმა სლავენ ბილიჩს აჯობეს (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-10 ტურის მატჩში რონალდ კუმანის “ევერტონს” “გუდისონ პარკზე” საკმაოდ ცუდ ფორმაში მყოფი “ვესტ ჰემი” ესტუმრა, რომელმაც წინა 9 ტურში მხოლოდ 10 ქულისთვის მოახერხა თავის მოყრა.

მატჩის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორე ტაიმში რომელუ ლუკაკუსა და როს ბარკლის გოლების წყალობით მერსესაიდელებმა 3 ქულის მოპოვება მოახერხეს.


“ევერტონი”: რობლსი; ოვიედო, მორი, უილიამსი, კოულმენი; როს ბარკლი, ბარი, გაიე; მირალასი, რომელუ ლუკაკუ, ბოლასი (ფილ იაგიელკა 83′)

მთავარი მწვრთნელი: რონალდ კუმანი

“ვესტ ჰემი”: რეიდი, კუიატე, ოგბონა; ფერნანდეში (ძაძა 71′), ნოუბლი, ობიანგი (ანდრე აიუ 60′), ქრსეველი; ლანცინი, პაიეტი; ანტონიო

მთავარი მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

გოლი: 50′ რომელუ ლუკაკუ ; 76′ როს ბარკლი


არეულობა “ვესტ ჰემისა” და “ჩელსის” მატჩის დროს და დაშავებული 8 წლის გოგონა

ფეხბურთის გულშემატკივარი, რომელიც სამშაბათს “ვესტ ჰემსა” და “ჩელსის” შორის გამართულ მატჩს თავის 8 წლის გოგონასთან ერთად ესწრებოდა აცხადებს, რომ მათი მიმართულებით მონეტები ისროლეს, რომლებიც გოგონას მოხვდა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით სკოტლანდ იარდმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც შვიდი გულშემატკივარია დაკავებული, რომელიც გუშინ ყოფილ “ოლიმპიურ სტადიონზე” გამართულ მატჩს ესწრებოდა.

“ჩელსის” გულშემატკივარის თქმით, მისი გოგონას მიმართულებით უცნობმა პირებმა 7 მონეტა ისროლეს, რომელთა ნაწილიც მის შვილს მოხვდა. ისინი ამ მონეტების შენახვასა და საქმის სასამართლოში განხილვას აპრებენ.

ფოტოებში: როგორ გაიტანა გოლი დიმიტრი პაიეტმა 5 მცველის მოტყუების შემდეგ

დიმიტრი პაიეტმა ბრწყინვალე ინდივიდუალური თამაშის მეშვეობით “ვესტ ჰემს” ნანატრი ერთი ქულა მოუტანა “მიდლსბროსთან” მატჩში, რომელსაც ლონდონის ოლიმპიურმა სტადიონმა უმასპინძლა.


1. არანაირ საშიშროებას არ მოასწავებს ფაქტი, რომ პაიეტმა ბურთი მეტოქის საჯარიმოდან საკმაოდ შორს მიიღო


2. პაიეტმა პირველი მოძრაობით ანტონიო ბარაგანი გათიშა, “მაწონზე გაუშვა”


3. ბარაგანის შეცდომის გამოსწორება შემდეგში მარტინ დე რუნმა სცადა


4. პაიეტი დე რუნს ადვილად გაცდა და საჯარიმოში შევიდა. მის წინ კალუმ ჩემბერსის ბარიერი აღიმართა


5. ჩემბერსი ფრანგთან ახლოს მისვლას ვერ ბედავს, კალუმს ბენ გიბსონიც გამოექომაგა, თუმცა ამაოდ. პაიეტმა ორივე მათგანი გააცურა


6. მიუხედავად იმისა, რომ მის წინ ბევრი ლურჯმაისურიანი ფეხბურთელია, პაიეტმა მაინც დაარტყა. დააგვიანა?


7. პაიეტმა ბურთი ვალდესის მიმართულებით გაგზავნა, თუმცა საკმაოდ ოსტატურად – ვალდესმა საკუთარი გუნდი გაშვებულ გოლს ვერ გადაარჩინა. სტადიონი ფეხზეა.


ვიდეო:

სლავენ ბილიჩმა მომავალზე საუბარს თავი აარიდა

“მიდლსბროსთან” საშინაო არენაზე გამართული მატჩისა (1-1) და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის მე-17 ადგილზე ამოცოცვის შემდეგ, სლავენ ბილიჩმა პრესასთან ისაუბრა.

“კარგად ვიცი, რა ხდება ახლა ჩვენს თავს. ამ საქმეში ახალი არ ვარ და ვიცი როგორც მუშაობს. მომავალზე არ ვფიქრობ, მხოლოდ ჩემს სამუშაოზე.

ნამდვილად არ მომწონს, გუნდი ასეთ სიტუაციაში რომ არის.

ჩემი გუნდი ძალიან შეკრული და ცოცხალია. არ ვამბობ, რომ ბედნიერი ვარ, უბრალოდ პოზიტიურად ვარ განწყობილი. ზედიზედ 4 წაგებული მატჩის შემდეგ ქულა ავიღეთ და ჩვენი თამაში ვითამაშეთ. ეს კარგია.

90 წუთის მანძილზე ვთამაშობდით, როგორც გუნდი. ასე რომ, დიახ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.” – განაცხადა ბილიჩმა, რომლის გუნდის მომდევნო მეტოქეც “კრისტალ პალასი” გახლავთ.