ჟუნინიო, შესაძლოა, „ლიონში“ დაბრუნდეს

„ლიონის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჟერარ ულიე და ექს-ნახევარმცველი ჟუნინიო, შესაძლოა, ფრანგუნგული კლუბის პრეზიდენტის ჟან-მიშელ ოლას მრჩეველები გახდნენ. როგორც „L’Equipe“ იტყობინება, ოლას ფრანგისა და ბრაზილიელის დუეტის დაბრუნება სურს, რომელმაც 2000 წლების დასაწყისში მის კლუბს დიდი წარმატება მოუატანა.

ორივეს მოწვევით, ოლა, „ლიონის“ კრიზისიდან გამოყვანას იმედოვნებს.

შეგახსენებთ, რომ 40 წლის ჟუნინიომ ფეხბურთის კარიერა უკვე დაასრულა, 68 წლის ულია კი ამერიკული „რედ ბულის“ საფეხბურთო პროექტებზე მუშაობს.

კონფლიქტი რიბერისა და ულიეს შორის

ფრანგული პრესის ცნობით, საფრანგეთისა და ავსტრალიის ნაკრებთა შორის გამართული ამხანაგური მატჩის (6:0) შემდეგ, მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ ცნობილ ფრანგ სპეციალისტს, ჟერარ ულიეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შეხვედრის შემდეგ ულიე კარიმ ბენზემასა და ერიკ აბიდალთან შესახვედრად გაეშურა. მოგეხსენებათ, ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი ამ მოთამაშეებს „ლიონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობის დროს თავკაცობდა. ულიეს გზად რიბერი გადაეღობა, რომელმაც 66 წლის სპეციალისტი უცენზურო სიტყვებით „შეამკო“. კონფლიქტის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად საქმეში საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური პერსონალი ჩაერთო.

რიბერის უკმაყოფილების მიზეზი ულიეს მიერ სექტემბრის თვეში ნათქვამი სიტყვები გახლდათ.

„რიბერი ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ის არ არის მსოფლიო დონის მოთამაშე, რომელსაც გუნდისთვის გამარჯვების მოტანა შეუძლია. ასეთები მესი და რონალდუ არიან“, – განაცხადა მაშინ ულიემ.

ბექა დოგრაშვილი