ჟულიო სეზარი „კალიარიში“ გადადის

„ქუინს პარკ რეინჯერსის“ მეკარე ჟულიო სეზარი იტალიის სერია ა-ში დაბრუნებასთან ახლოსაა.

არაოფიციალური ინფორმაცით, ბრაზილიელმა „კალიარის“ ხელმძღვანელობასთან შესაძლო კონტრაქტის დეტალებიც კი შეათანხმა. ამავე დროს, სეზარი სარდინიაზე იქამდე არ გადაბარგდება, სანამ მიკაელ აგაცი რომელიმე სხვა კლუბს არ შეუერთდება.

რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა პრესამ იმის შესახებ დაწერა, რომ ქპრ-ს თავკაცი ჰარი რედნაპი სამხრეთ ამერიკელი კარის დარაჯის გაშვებაზე ფიქრობს.

მიმდინარე სეზონში 34 წლის მეკარეს მონაწილეობა არცერთ მატჩში არ მიუღია.

ალექსანდრე მატევოსოვი

„მან სიტი” – ჟულიო სეზარი ჰარტის შემცვლელად

ბრიტანული „გარდიანის” ცნობით, „მანჩესტერ სიტი” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ახალი მეკარის ძებნას შეუდგება, რომელიც პერსპექტივაში გუნდის ნომერ პირველ კიპერად უნდა იქცეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ქალაქელთა” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ ჯო ჰარტის მიმართ ნდობა სრულად დაკარგა და ამას ბოლო მატჩებიც ამტკიცებს – ინგლისელი მეკარე უკანასკნელ ოთხ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან არ ამდგარა.

 

წყაროს ცნობით, მეკარის პოზიციაზე „მანჩესტერ სიტის” სამიზნე „ქუინს პარკ რეინჯერსისა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი ჟულიო სეზარი გახლავთ. 34 წლის კიპერს ჩემპიონშიფის მიმდინარე გათამაშების არცერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა, რადგან ის გუნდის განაცხადში ვერ ხვდება.

 

სეზარი: ”სკოლარის კომენტარი მოულოდნელი იყო”

”ქუინს პარკ რეინჯერსის” მეკარე ჟულიო სეზარი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთვნელის ლუის ფელიპე სკოლარის განცხადებას გამოეხმაურა.

”სკოლარის განცხადება ჩემთვის მოულოდნელი გახდა. მან კვლავ დამიცვა. სატრანსფერო ფანჯრის დროს შექმნილი გაუგებრობის შემდეგ, მე ქპს-ს ძირითად შემადგენლობაში უნდა შევინარჩუნო ადგილი. შემდეგი რვა თვის განმალობაში შესანიშნავად უნდა ვითამაშო, რათა მუნდიალზე მოვხვდე”, – განაცხადა სეზარმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სამხრეთ ამერიკელთა თავკაცმა განაცხადა, რომ სეზარი ნაკრებში ადგილს იმ შემთხვევაშიც მიიღებს, თუ თავისი კლუბის შემადგენლობაში იშვიათად მოხვდება.

ალექსანდრე მატევოსოვი