ზიდანი: “ჩემს ბიჭებს ვთხოვ, რომ “ბაიერნთან” ისე ითამაშონ, როგორც – არასდროს”

ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალის განმეორებითი შეხვედრის წინ, მადრიდის “რეალის” მთავარმა, მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ისინი მადრიდში ყოველგვარი კომპლექსის გარეშე ჩამოვლენ. წინ დიდი შეხვედრა გველის. ვთოვ ჩემს ბიჭებს, რომ ისე ითამაშონ, როგორც – არასდროს, რადგან ჩვენ გვაქვს შანსი კიდევ ერთხელ გავიდეთ ფინალში. გვმართებს, ვიყოთ ისე კარგები, როგორც არასდროს. მოვემზადეთ და ზუსტად ვიცით, რა არის საჭირო მეტოქის ბარიერის გადასალახად. წლის მატჩს ვითამაშებთ,” – ამბობს ზიდანი.

“ზიზუ” შეეხო გუშინ ლა ლიგა სანტანდერის 34-ე ტურის შეხვედრას, სადაც მისმა გუნდმა “ლეგანესს” საკუთარ მოედანზე ანგარიშით, 2-1 სძლია.

“რაღაცებით უკმაყოფილო ვიყავი, თუმცა არა  – ჩემი ფეხბურთელებით. ბედნიერი ვარ, რომ ბიჭებს ასეთი მატჩების მიმართაც ამგვარი დამოკიდებულება აქვთ. არ შეგვიძლია, ბედნიერნი ვიყოთ იმით, რაც ლა ლიგაში გავაკეთეთ წელს. დასაწყისში ბევრი ქულა დავკარგეთ. მუშაობა უნდა განვაგრძოთ,” – ამბობს ზიდანი.

ზიდანი: “ანტიმადრიდიზმი მუდამ იქნება, თუმცა მადრიდისტების რაოდენობა უფრო იმატებს”

დღეს მადრიდის “რეალი” ლა ლიგა სანტანდერის 33-ე ტურში ბილბაოს “ატლეტიკს” მიიღებს. დედაქალაქურ-ბასკურ დაპირისპირებამდე “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

“ანტიმადრიდიზმი მუდამ არსებობდა და ახლაც არსებობს. თუმცა, ჩვენი გუნდის ფანების – მადრიდისტების რაოდენობა სულ უფრო იმატებს. ეს არის მსოფლიოს საუკეთესო გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს და მოძრაობა უფრო ფართოვდება. თუმცა, ამაზე გასახდელში არ ვსაუბრობთ.”

“ჩვენ ამ მომენტში მეკარის შეძენა არ გვჭირდება. ახლა სამი გოლკიპერი გვყავს და ამ საკითხზე მაშინ ვისაუბრებ, როცა სეზონი მორჩება. ჩემი შემადგენლობით კმაყოფილი ვარ და მინდა, მათთან ერთად ამ სეზონშიც მივაღწიო წარმატებას.”

“იუვენტუსთან” გამართული დაპირისპირება? ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ, მსაჯმა – თავისი,” – ამბობს “ზიზუ”.

ზიდანი: “რონალდუ განსაკუთრებულია”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ტურინის “იუვენტუსთან” მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ (0-3) პრესასთან ისაუბრა და მატჩის გმირს, რონალდუს შეაქო.

“იუვეს” კარში სამი გოლი გატანა, განსაკუთრებით მათ სტადიონზე, ადვილი ნამდვილად არ არის. ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ “იუვენტუსიც” კარგად გამოიყურებოდა, მუდმივად ზეწოლის ქვეშ ვყავდით და საგოლე მომენტებსაც ქმნიდა.

რა თქმა უნდა, “იუვენტუსი” ამ შედეგით კმაყოფილი ვერ იქნება, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ “იუვე” ყოველთვის ჩემს გულშია.

რაც შეეხება რონალდუს, ის განაკუთრებულია. კრიშტიანუ სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია, მისი მოტივაცია, თამაშის სურვილი გასაოცარია. ის ყოველთვის რაღაც ექსტრაორდინარულისკენ ისწრაფვის და არასოდეს იღლება.

მისი გოლი ბრწყინვალე იყო, თუმცაღა მანამდე ორი კარგი შანსი გაუშვა ხელიდან. ეს ფეხბურთია!” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

ხოლო, როცა ჰკითხეს, თუ რომელი გოლი იყო უკეთესი, რონალდუსი თუ მის მიერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი, ზიზუმ განაცხადა:”ღმერთო ჩემო! რა თქმა უნდა, ჩემი ჯობდა.”

კარვახალი: “ზიდანი, როგორც მწვრთნელი, სრულიად შეიცვალა”

მადრიდის “რეალის” ესპანელი მცველი, დანი კარვახალი მიიჩნევს, რომ ზინედინ ზიდანი სრულიად შეიცვალა, მას შემდეგ რაც მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთელი გახდა (2016 წლის იანვრის თვეში).

“ზიდანი სრულიად შეცვლილია, ახლა ის გაცილებით უფრო კარგი სპეციალისტია, ვიდრე დასაწყისში. მან უკვე იცის, თუ როგორ მართოს სიტუაცია.

ანჩელოტი? ის გამორჩეული სპეციალისტი იყო, თითქმის ყოველ ასპექტში გვაძლიერებდა, თუმცა ტექნიკურ საკითხებს უფრო წინ აყენებდა ვიდრე ტაქტიკებს. უმთავრესად კი ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის არსებული ურთიერთობა მიაჩნდა.

მათ შორის ბევრი სხვაობაა, ორივე მათგანი ფრთხილი, ჩუმი და წარმატებული სპეციალისტია,” – აცხადებს დანი კარვახალი.

ზიდანმა ნეიმართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგაზე, “პარი სენ-ჟერმენთან” გასამართი განმეორებითი მატჩის წინ პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნეიმარის არყოფნა არსებულ ვითარებას დიდად არ ცვლის.

“პარი სენ-ჟერმენი” ძალიან ძლიერი გუნდია და დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ის ფეხბურთელი, რომელიც ნეიმარს შეცვლის, არანაკლებ საშიში იქნება. ასე რომ, არ ვთვლი, რომ მის გარეშე რამე გაადვილდება ჩვენთვის.

ძალიან ვწუხვართ მის გამო, მაგრამ ახლა ჩვენ მხოლოდ შაბათის მატჩზე უნდა ვიფიქროთ. მართალია, ფეხბურთელები ოცნებობენ ისეთ მატჩებზე, როგორიც “პსჟ”-სთან გველის, მაგრამ იქამდე, “ხეტაფე” უნდა დავამარცხოთ,” – აცხადებს ზიდანი.

ზიდანი: “ესპანიოლთან” წაგება არ დაგვიმსახურებია”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა “ესპანიოლთან” განცდილი დასანანი მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და შედეგის გამომწვევ ძირითად მიზეზებზე ისაუბრა.

“რამ გამოიწვია ეს მარცხი? ალბათ, ცოტ-ცოტა ყველაფერმა. თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ და რამდენიმე კარგი მომენტიც გვქონდა, თუმცა მათი რეალიზება ვერ მოვახდინეთ. მეორე ნახევარში კი თამაშის სადავეები მთლიანად გავუშვით ხელიდან.

ზოგჯერ ფეხბურთის გაგება ძალიან რთულია. ზოგჯერ ასეთი მომენტებიც საჭიროა. წინა 5 მატჩი ბრწყინვალედ ჩავატარეთ, მაგრამ დღეს სასურველი შედეგი ვერ დავდეთ.

წაგება არ დაგვიმსახურებია და ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია. “ესპანიოლს” ძალიან ცოტა მომენტი ჰქონდა, ჩვენ კი გამარჯვება გვინდოდა,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

ზიდანი: “როდესაც წასვლის დრო მოვა, წავალ, ფეხბურთელებს არაფერს დავაბრალებ”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესასთან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველანაირ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

“მესმის, რომ “რეალში” სამუდამოდ ვერ დავრჩები. კლუბის სათავეში მოსვლის გადაწყვეტილება მე მივიღე და როდესაც დრო მოვა, კლუბს თავად დავტოვებ. ფეხბურთელს არაფერს დავაბრალებ. პასუხისმგებლობას სრულად ჩემს თავზე ვიღებ.

მოგებები უნდა დავიწყოთ – ეს კრიტიკოსების გაჩუმების ერთადერთი გზაა. დიდ კლუბში მუშაობას ასეთი თავისებურებები ახლავს თან, ან გაკრიტიკებენ ან იგებ.

რაც შეეხება “პარი სენ-ჟერმენს”, ეს კლუბი ერთ ადგილას არ ჩერდება, მუდმივად პროგრესირებს. “პარიზელები” ბრწყინვალე სეზონს ატარებენ და ეს სულაც არ მიკვირს. ემერი შესანიშნავად მუშაობს, შედეგები ყველაფერზე თავად მეტყველებენ,” – აცხადებს ზიდანი.

“რეალსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გასამართი ორმატჩიანი დუელი 14 თებერვალს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიხსნება.

ზიდანი ისკოს თამაშით უკმაყოფილოა და მის გაშვებას აპირებს

EL Chiringuito-ს ჟურნალისტის, ხოსეპ პედრეროლის მიერ აღიარებული ცნობების თანახმად, მადირდის “რეალის” ფრანგი თავკაცი ისკოს თამაშით უკმაყოფილოა. როგორც იცით, საკმაოდ დიდი ხანია, რაც ზიდანი ისკოს სათადარიგო ფეხბურთელად მიიჩნევს.

ჟურნალისტის ცნობით, სეზონის წინ ზინედინ ზიდანს არჩევანის გაკეთება ისკოსა და ხამეს როდრიგესს შორის მოუწია და არჩევანი სწორედ ესპანელის სასარგებლოდ გააკეთა. ახლა კი ფრანგი სპეციალისტი იმედგაცრუებულია.

იმ შემთხვევაში, თუ ისკო თამაშის ხარისხს არ გააუმჯობესებს, ზინედინ ზიდანი ზაფხულში მას ტრანსფერზე დააყენებს. ამ დროისთვის ისკოს ანგარიშზე ლა ლიგის 18 მატჩში გატანილი 5 გოლი და გაკეთებული 4 საგოლე გადაცემაა.

ზიდანი: “ჩემს ბიჭებს და კოლეგებს ბრმად ვენდობი”

ხვალ მადრიდის “რეალი” ლა ლიგა სანტანდერის 22-ე ტურის შეხვედრაში ვალენსიას “ლევანტეს” ესტუმრება.

მატჩამდე “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“დროა, რომ სამუშაოს დავუბრუნდეთ. აუცილებელია შეუპოვრობის, რაც შეიძლება, მეტი ძალისა და გამძლეობის გამოჩენა. რთულ სიტუაციებში ყოველთვის ერთად ვართ და ახლაც ასეა.  მინდა, აღვნიშნო, რომ ჩემი მოთამაშეები ყოველთვის კონკრეტულ მატჩზე არიან კონცენტრირებულნი. მათ სურთ, ნებისმიერ წამს რაღაც მიზნისთვის იბრძოლონ. ახლა, “ლევანტეს” დამარცხება გვინდა. როგორც მოთამაშეებს, ასევე სტაფს ბრამდ ვენდობი.”

“ისკოს უთამაშებლობა ბოლო მატჩში? ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა ახლა მის მცირე სათამაშო დროზე საუბრობთ. როცა ალარკონი იქნება ძირითადში. შემდეგ, ამ მხრივ ყურადღებას მარკო ასენსიოზე გაამახვილებთ. თუ, მარკოს ძირითადში დავაყენებ, იტყვით: “რატომ არ თამაშობს დანი სებალიოსი?” თქვენ მუდამ აკრიტიკებთ რაღაცას. თუმცა, მე მშვიდად ვაკეთებ არჩევანს,” – ამბობს “ზიზუ”.

ზიდანი: “პანიკაში არასდროს ვვარდები, არც არასდროს დავნებდები”

დღეს მადრიდის “რეალი” ლა ლიგა სანტანდერის მეოცე ტურში ლა კორუნიის “დეპორტივოს” უმასპინძლებს.

“ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“ჩემ და მმართველობას შორის არასდროს ყოფილა პრობლემა. ჩვენ მუდამ ერთი აზრი გვაქვს. თუ მკითხავთ, არც არსებობს მწვრთნელისა და მესვეურების შეხედულებები ცალცალკე. ეს ერთი რამაა. სწორედ ერთობლივი ანალიზით მივედით იქამდე, რომ ამ ზამთარში არავის შეძენა არ გვინდა.”

“არ ვღელავ, რადგან პრობლემის გადაჭრის გზები არსებობს. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ შანსების გამოყენება შეგვიძლია. ამისთვის მთელი თამაშის მანძილზე, პირველიდან ბოლო წუთამდე ბრძოლაა საჭირო. პანიკაში არასდროს ვვარდები და მხოლოდ პოზიტიურზე ვფიქრობ. ამ კლუბის ღირებულებებიდან გამომდინარე და მათ გამო, არასდროს დავნებდები!”

“რაც შეეხება “დეპორტივოს”, ის ძალიან კარგი გუნდია და მაქსიმალური კონცენტრაციის გამოჩენაა აუცილებელი!” – აცხადებს “ზიზუ”.

ზიდანი: “ასენსიოს უკეთ თამაში შეუძლია”

გუშინ სამეფო თასის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში მადრიდის “რეალი” დეპორტივოს “ლეგანესს” ესტუმრა და მეტოქე მარკო ასენსიოს ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს ზინედინ ზიდანი ესაუბრა.

“როგორც ასენსიოს, ასევე სხვებს უკეთ თამაში შეუძლიათ. დღეს ესპანელმა გამარჯვების გოლი გაიტანა. თუმცა, მარკოს თამაშის გაუმჯობესების შესაძლებლობა აქვს. ჩვენ სერიოზული შეხვედრა ჩავატარეთ და შედეგით კმაყოფილნი ვარ. მატჩის მანძილზე ჩვენს თამაშს ვეძებდით, თუმცა მეორე ტაიმში ერთი შანსი გამოვიყენეთ.”

“მომწონს, როცა შეტევადა და დაცვას შორის ბალანსია. თავდაჯერებულობის ნაკლებობა? შესაძლოა, ამას ცოტათი განვიცდიდეთ, თუმცა სეზონი გრძელია და შეგვიძლია, გამარჯვებულის ხასიათი დავიბრუნოთ,” – აცხადებს “ზიზუ”.

კარიკატურა: ტიტანიკის სცენა “ბერნაბეუზე”: ზიდანი იხრჩობა

ზინედინ ზიდანის ორი ძალიან წარმატებული სეზონის შემდეგ, მისი გუნდი ახლა ძალიან ცუდად გამოიყურება.

ომარ მომანიმაც არ დააყოვნა.