ზიდანი: “ბარსელონაზე” საუბარი არ მსურს, რთული პერიოდი აქვთ”

მადრდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის სატურნირო ცხრილში არსენული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

“იმისთვის, რომ ჩემპიონები გავხდეთ, პირველ რიგში, მესამედან მეორე პოზიციაზე უნდა გადავინაცვლოთ. ახლა მხოლოდ “ხეტაფესთან” ჩასატარებელ მატჩზე მსურს საუბარი. ეს გუნდი პრიმერადივიზიონში დარჩენისთვის იბრძვის, ახალი მწვრთნელი ჰყავთ. რთულია ისეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში, რომლებსაც ცხრილში ბოლო ადგილები უკავიათ და ახალი მწვრთნელი ჰყავთ.

“ბარსელონამ” და “ატლეტიკომ” ქულები უნდა დაკარგონ. “რეალს” ახლა კარგი პერიოდი აქვს. გუნდს წარმატებისთვის ყველაფერი გააჩნია, თუმცა ჩემპიონი მხოლოდ ერთი იქნება. “ბარსელონაზე” საუბარი არ მინდა. არ მომწონს ლაპარაკი, როცა მეტოქეს რთული პერიოდი აქვს. მე მხოლოდ ჩემი გუნდი მაინტერესებს”, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს Sport.es

 

ზიდანმა დი სტეფანოსა და დელ ბოსკეს მიღწევა გაიმეორა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 31-ე ტურის ცენტრალური მატჩი “ნოუ კამპზე” გაიმართა, სადაც გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა “ბარსელონამ” მადრიდის “რეალი” მიიღო. შეხვედრა “სამეფო კლუბის” გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მადრიდელთა თავკაცი ზინედინ ზიდანი კლუბის ისტორიაში მესამე კაცია, რომელმაც “ნოუ კამპზე” როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რანგში გაიმარჯვა. მანამდე ამ წარმატებას ალფრედო დი სტეფანომ და ვისენტე დელ ბოსკემ მიაღწიეს.

გარდა ამისა, ფრანგი სპეციალისტი “რეალის” მესამე თავკაცია, რომელმაც სამწვრთნელო კარიერაში სტუმრად ჩატარებული პირველი “ელ კლასიკო” გამარჯვებით დაასრულა. მანამდე ეს კარლოშ კეირუშმა (2003 წელი) და ბერნდ შუსტერმა (2007 წელი) შეძლეს.

 

ზიდანი: “რეალისთვის” ჩემპიონატი დასრულებულია”

ესპანეტის პრიმერადივიზიონის 26-ე ტურში მადრიდის “რეალი” თანაქალაქელ “ატლეტიკოსთან” შინ ანგარიშით 0:1 დამარცხდა. “სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მიიჩნევს, რომ ამ მარცხის შემდეგ მისმა გუნდმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა.

“რეალისთვის” ჩემპიონატი დასრულდა. “ატლეტიკოსთან” შინ დამარცხება ჩვენთვის ძლიერი დარტყმაა. ჩემი ფეხბურთელების მჯერა. მომდევნო სეზონში ყველაფერს შევცვლით. შეშლილი არ ვარ. რთული პერიოდი გვაქვს, თუმცა პროფესიონალებად უნდა დავრჩეთ. ამას არ მოველოდი, ეს პირველი საშინაო მარცხია. მიუხედავად ყველაფრისა, “რეალი” არასდროს არ ნებდება”, – ციტირებს “მარკა” ზიდანის სიტყვებს.

“რეალს” სატურნირო ცხრილში 54 ქულით მესამე პოზიცია უკავია და ლიდერ “ბარსელონას”, რომელსაც ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული, 9 ქულით ჩამორჩება.

 

ზიდანი: “რეალის” თავკაცის პოსტზე მუშაობით ბედნიერი ვარ”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ “სამეფო კლუბის” თავკაცის პოსტზე მუშაობით ბედნიერია.

“ბედნიერი ვარ, რომ “რეალს” ვწვრთნი. ვიცი, რომ ეს იოლი საქმე არ არის, თუმცა მე ამ დროისთვის ყველაფრით კმაყოფილი ვარ. მაღალი ხარისხის ფეხბურთის ჩვენება უნდა გავაგრძელოთ. თავჩაუხრელად უნდა ვიმუშაოთ, ვინაიდან შრომა წარმატების გასაღებია”, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს “მარკა”.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანი მადრიდის “რეალს” იანვრიდან თავკაცობს.

 

ზიდანი: “მესი თუ რონალდუ? კრიშტიანუ საუკეთესოა”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვის თვლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად.

“მესი თუ რონალდუ? კრიშტიანუ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა.
მასზე ბევრს ლაპარაკობენ, თუმცა სინამდვილეში მას კეთილი გული აქვს და კარგი ადამიანია.
მესი მისი კონკურენტია და ეს მეტოქეობა ფეხბურთისთვის კარგია. სწორედ ამის ხილვა სურს ხალხს ფეხბურთში”, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს “მარკა”.

 

“რეალმა” ზიდანს ახალი კონტრაქტი გაუფორმა

მადრიდის “რეალმა” გუნდის მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

შრომითი ხელშეკრულების ვადა იგივე რჩება, თუმცა ფრანგ სპეციალისტს ანაზღაურება გაეზარდა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები დიდხანს არ გაგრძელებულა, ზიდანმა ახალი წინადადება უმალვე მიიღო. ჯერჯერობით არ ხმაურდება 43 წლის სპეციალისტის ჯამაგირის ოდენობა.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანი “რეალის” თავკაცის პოსტზე იანვრის დასაწყისიდან მუშაობს.

 

ზიდანი: “ორი ქულის დაკარგვას არ მოველოდი”

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 21-ე ტურში მადრიდის “რეალმა” 71-ე წუთზე კარიმ ბენზემას მიერ გატანილი გოლის წყალობით “ბეტისთან” გამართული მატჩის ფრედ (1:1) დასრულება მოახერხა. შეხვედრა “სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა შეაფასა.

“ჩემი გუნდით ვამაყობ. ერთადერთი, რაზეც ვწუხვარ, ის არის, რომ ორი ქულა დავკარგეთ.
სამიდან მხოლოდ ორი ცვლილება გამოვიყენე, ვინაიდან მოედანზე მყოფი ფეხბურთელები ნორმალურად გამოიყურებოდნენ.
ორი ქულის დაკარგვას არ მოველოდი, თუმცა რას იზამ, ეს ფეხბურთია. ასეთი რამ ხდება, როდესაც მომენტებს ვერ იყენებ.
რაც შეეხება ხამეს როდრიგესს, მისი თამაშით კმაყოფილი ვარ”, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს “ასი”.

 

ზიდანს თავის შტაბში რობერტო კარლოსის ხილვა არ სურს

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს სურს, რომ კლუბის სამწვრთნელო შტაბში “ბლანკოსის” ყოფილი მცველი რობერტო კარლოსი იხილოს. ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ბრაზილიელი გუნდს თავისი გამოცდილებით დაეხმარება, თუმცა “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ამ აზრს ეწინააღმდეგება. ფრანგი ამბობს, რომ მას დახმარება არ სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ზიდანი და რობერტო კარლოსი “რეალის” ღირსებას ერთად 2001-დან 2006 წლამდე იცავდნენ.

 

“რეალმა” ზიდანის თხოვნით “კასტილიას” ფეხბურთელს კონტრაქტი გაუგრძელა

მადრიდის “რეალმა” “კასტილიას” თავდამსხმელ მარიანო დიასს კონტრაქტი გაუგრძელა. ცნობისათვის, 22 წლის ფეხბურთელს შრომითი ხელშეკრულება დამდეგ ზაფხულს ეწურებოდა.

მარიანო დიასმა “სამეფო კლუბის” სარეზერვო გუნდში 12 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირად ითვლება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიასისთვის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე კლუბის ხელმძღვანელობას თხოვნით “რეალის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მიმართა, ვინაიდან ფრანგ სპეციალისტს განზრახული აქვს, რომ მომავალი სეზონიდან ეს ფეხბურთელი მთავარ გუნდში გადაიყვანოს.

 

რა ფუნქციები დაეკისრება ზიდანის თავკაცობის პერიოდში რონალდუს?

მადრიდის “რეალის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა ფუნქციები დაეკისრება მისი თავკაცობის პერიოდში გუნდის ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს.

“რონალდუ ფლანგზე ითამაშებს, თუმცა გადაადგილებასთან დაკავშირებით შეზღუდვა არ ექნება. იგი, რა თქმა უნდა, კვლავ გააგრძელებს საჯარიმო დარტყმების შესრულებას.
რონალდუ გუნდის სულია და სანამ აქ ვიქნები, იგი არსად არ წავა.
მე მას გარკვეული მითითებები მივეცი, თუმცა მისი სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს. მხოლოდ ის მინდა, რომ კრიშტიანუმ თავი ბედნიერად იგრძნოს”, – ზიდანის კომენტარი “დეილი მეილმა” გამოაქვეყნა.

 

ჰიტცფელდი: “რეალის” თავკაცის პოსტზე ზიდანის დანიშვნა უაზრო გადაწყვეტილებაა”

ცნობილმა გერმანელმა სპეციალისტმა ოტმარ ჰიტცფელდმა მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის დანიშვნის შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ფრანგი ასეთ კლუბში სამუშაოდ ჯერ არ არის მზად.

“ეს უაზრო, მეტიც – გიჟური გადაწყვეტილებაა. ზიდანს სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს, მან მხოლოდ ფეხბურთელის ამპლუაში დააგროვა ცოდნა. ზიდანისთვის ეს საქმე ლატარიის თამაშის ტოლფასია”, – ჰიტცფელდის კომენტარი “ბლიკმა” გამოაქვეყნა.

 

დავიდსი: “იმედია, ზიზუ “რეალს” იმავეს გაუკეთებს, რაც მე გამიკეთა”

ტურინის “იუვენტუსის”, “ბარსელონასა” და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ედგარ დავიდსმა მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის დანიშვნის შესახებ კომენტარი გააკეთა.

“ზიდანს თავის ახალ პოსტზე წარმატებებს ვუსურვებ. იმედია, ზიზუ “რეალს” იმავეს გაუკეთებს, რაც მე გამიკეთა. რა გამიკეთა მე? მან თამასა ზემოთ ასწია, რის შემდეგაც უკეთ ავთამაშდი”, – დაწერა დავიდსმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ზიდანი და დავიდსი ერთად “იუვენტუსში” თამაშობდნენ.