1. როდნი სტრასერის წინააღმდეგ
2. ანტონიო კასანოს წინააღმდეგ
3. რობინიოს წინააღმდეგ
4. კევინ-პრინს ბოატენგისწინააღმდეგ
5. ისევ ბოატენგი
6. შვედეთში
ბონუსი: ყოფილი თანაგუნდელის წინააღმდეგ
1. როდნი სტრასერის წინააღმდეგ
2. ანტონიო კასანოს წინააღმდეგ
3. რობინიოს წინააღმდეგ
4. კევინ-პრინს ბოატენგისწინააღმდეგ
5. ისევ ბოატენგი
6. შვედეთში
ბონუსი: ყოფილი თანაგუნდელის წინააღმდეგ
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორი გოლი გაიტანა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შვედეთის ეროვნნული ნაკრების ერთ-ერთ ვარჯიშზე.
Boom boom!!! En kanon i krysset från Zlatan Ibrahimovic på dagens träning. Rysslandsmatchen närmar sig och sedan fyller vi Friends mot Österrike på tisdag. #fyllFriends #dengulaväggen
Posted by Svenska Fotbollslandslagen on Wednesday, 2 September 2015
1 აგვისტოს, საფრანგეთის სუპერთასზე, “პარი სენ-ჟერმენსა” და “ლიონს” შორის გამართულ მატჩში (2:0), ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესანიშნავი პასი გააკეთა.
30 ივლისს, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის ჩემპიონთა თასზე შეხვედრა გაიმართა, რომელიც პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშთ 0:2 დასრულდა.
მატჩის 34-ე წუთზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მანჩესტერელთა კარში გოლი ლამაზი კომბინაციის შემდეგ გაიტანა.
გთავაზობთ იმ 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელების ათეულს, რომლებშიც კლუბებმა ყველაზე დიდი თანხა გადაიხადეს.
5. ჟერემი მატიე (30 წლის)
“ვალენსიადან” “ბარსელონაში” – 14 მილიონი ფუნტ სტერლინგი
4. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (30 წლის)
“მილანიდან” “პარი სენ-ჟერმენში” – 15 მილიონი ფუნტ სტერლინგი
3. დიეგო მილიტო (30 წლის)
“ჯენოადან” “ინტერში” – 18 მილიონი ფუნტ სტერლნგი
2. სამუელ ეტოო (30 წლის)
“ინტერიდან” “ანჟიში” – 21 მილიონი ფუნტ სტერლინგი
1. გაბრიელ ბატისტუტა (31 წლის)
“ფიორენტინადან” “რომაში” – 23 მილიონი ფუნტ სტერლინგი
14 ივნისს, შვედეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე მონტენეგრო მიიღო. მატჩის მე-40 და 44-ე წუთებზე მასპინძელთა ლიდერმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სტუმართა კარი დალაშქრა, მისი პირველი გოლი კი ძალიან ლამაზი გამოვიდა.
“პარი სენ-ჟერმენისა” და შვედეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი აცხადებს, რომ მარტინ ედეგორმა მამამისისგან თავი უნდა დაიხსნას.
შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს, ნორვეგიისა და შვედეთის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ, რომელიც ფრედ 0:0 დასრულდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა ზლატან იბრაჰიმოვიჩს ნორვეგიელთა ახალგაზრდა მოთამაშე მარტინ ედეგორზე კითხვა დაუსვეს.
“მას ჰყავს მამა, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს. უპირველეს ყოვილისა, ედეგორი უნდა გაიზარდოს, გახდეს კაცი და შემდეგ მამამისისგან თავი დაიხსნას. მარტინმა კარგად ითამაშა, ბურთს იშვიათად კარგავდა. კარგია, რომ ის უკვე თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს”, – უთხრა იბრაჰიმოვიჩმა Aftonbladet-ს.
ცნობისთვის, მარტინ ედეგორის მამა ყოფილი ფეხბურთელია, რომელიც ნორვეგიული კლუბების ღირსებას იცავდა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი ავტობიოგრაფიული წიგნის “მე – ზლატან იბრაჰიმოვიჩის” მწერალმა დევიდ ლაგერკრანცმა შვედ ფეხბურთელზე ისაუბრა.
ლაგერკრანცის თქმით, სანამ ის ზლატანის წიგნზე მუშაობას დაიწყებდა, მან დევიდ ბექჰემის ავტობიოგრაფიული წიგნი წაიკითხა, რის შესახებაც იბრაჰიმოვიჩს აცნობა.
“ზლატანს ვუთხარი, რომ სულ ცოტა ხნის წინ დევიდ ბექჰემის ავტობიოგრაფიული წიგნის კითხვა დავამთავრე, რომელიც მოსაწყენი იყო. იბრაჰიმოვიჩმა კი მითხრა: “ვინ ჯანდაბაა დევიდ ბექჰემი?” – ციტირებს მწერალის სიტყვებს Telegraph-ი.
25 აპრილს, საფრანგეთის ჩემპიონატში “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “ლილი” მიიღო და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა.
შეხვედრის მე-4 წუთზე, ედინსონ კავანიმ მეტოქე ლამაზი გოლი გაუტანა, კამერებმა კი ზლატანის რეაქცია დააფიქსირეს.
ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” თავდმასხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელსაც კარიერის განმავლობაში “აიაქსში”, “იუვენტუსში”, “ინტერში”, “ბარსელონასა” და “მილანში” უთამაშია, ყოველთვის ყურადღების ცენტრშია.
1. გოლი ჯანლუიჯი ბუფონის კარში
2. შეხვედრა ყოფილ თანაგუნდელ ჩავისთან
3. იბრას თანაგუნდელები ჟურნალისტებს არ უნდა გაესაუბრნონ, რადგან ის “ბოსია”
4. გოლი ინგლისის ნაკრების კარში
5. ნუ ეხები ზლატანს!
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა სახალისო ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ასრულებს ზლატანი სასტუმროში მომსახურე ადამიანის როლს.
2002 წელს იბრაჰიმოვიჩი “აიაქსის” ღირსებას იცავდა და ამავდროულად, შვედეთის ნაკრებშიც წარმატებას აღწევდა. 2002 წელს, შვედეთში ზლატანის დაჯილდოვება დააპირეს, იქამდე კი სახალისო ვიდეორგლოლიც გადაიღეს.
– ზლატან, კარგად ხარ? კიბეებზე წაიქეცი.
– მე ფეხბურთელი ვარ, “აიაქსის” ღირსებას ვიცავ და ასევე, შვედეთის ნაკრებში ვთამაშობ. შეხედე, მე-9 ნომერი ვარ.
– მე-9 ნომერი პეპე ენგია.
– რა?!