ცხრაკაციანმა “ატლეტიკმა” “ბარსელონა” დაამარცხა (ვიდეო)
“სან მამესზე” ბილბაოს “ატლეტიკსა” და “ბარსელონას” შორის ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა, რომელიც მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
ბასკები შეხვედრის 25-ე წუთზე არიც ადურისმა დააწინაურა, სამ წუთში კატალონიელთა კარში მეორე გოლი ინიაკი უილიამსმა გაიტანა. მეორე ნახევრის დებიუტში ლიონელ მესიმ საჯარიმო დარტყმით ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა სტუმრებმა მარცხს გვერდი მაინც ვერ აუარეს.
აღსანიშნავია, რომ “ატლეტიკმა” მატჩი ცხრა კაცის შემადგენლობით ჩაამთავრა: მთავარმა არბიტრმა 74-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი რაულ გარსიას უჩვენა, ექვსი წუთის შემდეგ კი მოედნიდან იტურასპეც გააძევა.
წყვილის განმეორებითი მატჩი ბარსელონაში, 11 იანვარს ჩატარდება.
ესპანეთის თასი
მერვედფინალი (I მატჩი)
“ატლეტიკი” — “ბარსელონა” 2:1 (2:0)
გოლები: ადურისი 25′, ინიაკი ულიამსი 28′ — მესი 52′.
გაძევებები: რაულ გარსია 74′, იტურასპე 80′.