Twitter-ის სიმბოლური გუნდი
გამოქვეყნდა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი, რომელიც „ტვიტერში“ ფეხბურთელთა მოხსენიების სიხშირის მიხედვით იქნა შედგენილი. აღსანიშნავია, რომ გუნდში ვერ მოხვდა ლიონელ მესი. სათქმელია ისიც, რომ დაცვის მარცხენა ფლანგზე „ამერიკის“ მექსიკელი მცველი მიგელ ლაიონი მოხვდა.
„ტვიტერის“ სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: იკერ კასილასი („რეალი“, ესპანეთი);
მცველები: დანი ალვესი („ბარსელონა“, ბრაზილია), დავიდ ლუისი („პსჟ“, ბრაზილია), სერხიო რამოსი („რეალი“, ესპანეთი), მიგელ ლაიონი („ამერიკა“, მექსიკა);
ნახევარმცველები: მესუთ იოზილი („არსენალი“, გერმანია), ხუან მატა („მანჩესტერ იუნაიტედი“, ესპანეთი), ანდრეს ინიესტა („ბარსელონა“, ესპანეთი);
თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია), უეინ რუნი („მანჩესტერ იუნაიტედი“, ინგლისი), ნეიმარი („ბარსელონა“, ბრაზილია).