უეფამ რუსული და უკრაინული კლუბები ერთმანეთს დააშორა

თარიღი: ივლისი 17, 2014

ქვეყნებს შორის არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო, უეფამ უკრაინული და რუსული კლუბები ევროსარბიელზე ერთმანეთს დააშორა.

კონკრეტულად არ არის ცნობილი, თუ რა ხნით გაგრძელდება აღნიშნული აკრძალვა. უეფას ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უკრაინული და რუსული კლუბები ევროპულ დონეზე ერთმანეთს ვერ შეხვდებიან მანამ, სანამ ამასთან დაკავშირებით ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ახალ ცნობას არ გამოაქვეყნებს.

ეს ნიშნავს იმას, რომ 18 ივლისს გასამართ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაში სანკტ-პეტერბურგის „ზენიტი“ და დნეპროპეტროვსკის „დნიპრო“ ერთმანეთს ასცდებიან.

უეფას კიდევ ერთი გადაწყვეტილება ებრაულ კლუბებს ეხება. ღაზის სექტორში არსებული ვითარების გამო, ისრაელში უეფას ეგიდით მატჩების გამართვა აიკრძალა. ებრაულ კლუბებს 2014-15 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის საშიანო მატჩების გასამართად საზღვარგარეთ არსებული სტადიონების მოძიება ეთხოვათ.

 



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

სადიო მანემ ლეროი სანეს სახეში გაარტყა

გერმანული მედიის ინფორმაციით, “სიტი” (3-0) “ბაიერნის” დაპირისპირების შემდეგ გასახდელში სადიო მანემ ლეროი სანეს სახეში გაარტყა....
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა 1/8 ფინალი – 2 სუპერ წყვილი

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია. ლაიფციგი VS მანჩესტერ სიტი ბრიუგე vs ბენფიკა ლივერპული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულმა” მოიგო, თუმცა ყველა ამ მომენტზე საუბრობს – რა გაუკეთა ხვიჩამ

ხვიჩა კვარაცხელიასა და “ლივერპულის” მარჯვენა მცველის, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ურთიერთობა კვლავ გრძელდება. ხვიჩამ მთელი თამაში ტრენტი [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

შემტევებში საუკეთესო – რა შეფასება დაუწერეს კვარას?

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში “ნაპოლი” “ლივერპულს” ესტუმრა და 0-2 დამარცხდა. გოლები სალაჰისა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“არ დამეძინება, სანამ არ გავიგებ როგორ არის კვარაცხელია” – რას წერენ ფან

“ნაპოლიმ” ამსტერდამის “აიაქსი” სტუმრად 1-6 გაანადგურა. ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა კვლავ ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელზეც უამრავ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რასპადორის შემდეგ საუკეთესო! ხვიჩა შეუჩერებელია! – რა შეფასება დაუწერეს ქართველს?

ჩემპიონთა ლიგაზე “ნაპოლიმ” ამსტერდამის “აიაქსი” სტუმრად 1-6 გაანადგურა. ხვიჩამ გოლი და ასისტი დადო. აღსანიშნავია, რომ [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიას ორმაგი შეფასება! რა შეფასება მიიღო კვარამ?

“ნაპოლიმ” “ლივერპული” 4-1 გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა. სამი გოლი პირადად კვარაზე […...
წაკითხვა
ფეხბურთი

პუტინის სახელის სკანდირებისთვის “ფენერბაჰჩეს” უეფასგან სასჯელი ელის

უეფას სადისციპლინო კომიტეტმა თურქული “ფენერბაჰჩეს” წინააღმდეგ სამართალწარმოება დაიწყო. ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფა ახალი საკლუბო ტურნირის შექმნაზე მუშაობს

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელობა ახალი ტურნირის შესაქმნელად სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს. ფრანგული გამოცემა L’Équipe-ი წე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამოს” მეტოქეები ჩემპიონთა ლიგაზე 5-მდე შემცირდა

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის “დინამოს” მომდევნო ხუთი გუნდიდან ერთ-ერთი შეხვდება. “ყარაბაღი” (აზერბაიჯა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხუთი ცვლილების წესი მუდმივი გახდა

ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭომ მატჩში ხუთი ცვლილების წესი სამუდამოდ დაწესდა. როგორც მოგეხსენებათ, 2020 წელს კორონავირუსული […]...
წაკითხვა