ვალდესი: „მონაკო“ კარიერის გაგრძელების ერთ-ერთი ალტერნატივაა“

თარიღი: ოქტომბერი 13, 2013

„ბარსელონას“ კიპერმა ვიქტორ ვალდესმა, რომელიც კატალონიური კლუბის დატოვებას აპირებს, განაცხადა, რომ კარიერის გაგრძელების ერთ-ერთი ვარიანტი „მონაკოა“. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანეთის ნაკრების მეკარე „მონაკოს“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეუერთდება.

„საფრანგეთის ჩემპიონატში გადაბარგება მაწყობს. „მონაკო“ ბევრი თვალსაზრისით მიზიდავს. ეს კლუბი კარიერის გაგრძელების ერთ-ერთი ალტერნატივაა. ერიკ აბიდალი „მონაკოში“ ბედნიერია. გამიხარდება, თუ ისევ ვიქნები მისი თანაგუნდელი.

„ბარსელონაში“ 20 წელიწადზე მეტი დრო გავატარე. კლუბთან ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოვიგე, თუმცა ახლა ისტორია დასასრულს უახლოვდება. დრო დადგა, მოვძებნო ახალი კლუბი და ახალი მიზნები დავისახო“, – ციტირებს ვალდესის სიტყვებს Goal-ი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვალდესი „მონაკოსთან“ ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ფეხბურთელის წლიური ჯამაგირი კი 10 მილიონ ევროს გაუტოლდება.

ბექა დოგრაშვილი



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

პერესის გეგმები – ჰალანდი 150 მილიონად, მბაპე უფასოდ

დორტმუნდის “ბორუსია” ერლინგ ჰალანდზე სერიოზულ ზეწოლას ახდენს გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე მიიღოს და Bild-ის ინფორმაციით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევრა: “თითო გუნდში ორი გეი ფეხბურთელი მაინც არის”

“მანჩესტერ იუნაიტედის”, “იუვენტუსისა” და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მარცხენა მცველმა პატრის ევრამ ფეხბურთში ჰომოსექსუალიზმის...
წაკითხვა
ფეხბურთი

მენდის ფინტები საკუთარ საჯარიმოში (ვიდეო)

Ferland Mendy Skills vs Barcelona#ElClasico #BarcelonaRealMadrid pic.twitter.com/zqXj7hrH2f — Chebli Ishaq (@IshaqChebli) January 12, 2022...
წაკითხვა
ფეხბურთი

დუდეკი: “ვერც კი წამოიდგენთ, რას ეუბნებოდა მესი პეპესა და რამოსს”

ვეტერანმა პოლონელმა მეკარემ, იერჟი დუდეკმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოუშვა, სადაც ის საკუთარ კარიერაზე და მნიშვნელოვან ეტაპზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შესაძლოა, სეზონის ბოლოს ბეილმა კარიერა დაასრულოს

შესაძლოა, მადრიდის “რეალის” გარემარბმა გარეტ ბეილმა მიმდინადრე სეზონის ბოლოს მოთამაშის კარიერა დაასრულოს. “სამეფო კლუბი” 32 [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

6 მიზეზი, თუ რატომ ითხოვს დემბელე “ბარსელონასგან” ასტრონომიულ ხელფასს

კატალონიის “ბარსელონამ” ძალიან ბევრჯერ ეცადა უსმან დემბელე კონტრაქტის გახანგრძლივებაში დაერწმუნებინა, მაგრამ ჯერ კვლავაც უშედეგოდ. დემბელე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინიაკი უილიამსმა ძმა დაიცვა – ინციდენტი ლა ლიგის მატჩში (ვიდეო)

4 იანვარს, ლა ლიგის მე-19 ტურში “ოსასუნამ” საკუთარ მოედანზე ბილბაოს “ატლეტიკი” მიიღო და 1:3 დამარცხდა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტერ შტეგენის სეივი მატჩის 92-ე წუთზე (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო God save @mterstegen1 💙❤🙏 pic.twitter.com/EjJwyMM5wm — Sohaib Elkhamesy (@SohaibElkhames3) January 3, 2022...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩავის “ბარსელონაში” მორატას მიყვანა სურს

ესპანური გამოცემა “მარკა” იუწყება, რომ “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელ ჩავი ერნანდესს გუნდში ალვარო მორატას მიყვანა სურს. [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ აღნიშნეს ფეხბურთის ვარსკვლავებმა შობის დღესასწაული (ფოტო)

25 დეკემბერს ქრისტიანული სამყაროს დიდმა ნაწილმა შობის დღესასწაული აღნიშნა. გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ფეხბურთის ვარსკვლავებმა სოციალურ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უსმან დემბელე მოულოდნელად დაქორწინდა (ფოტო)

კატალონიის “ბარსელონას” გარემარბი უსმან დემბელე ბევრისათვის მოულოდნელად დაქორწინდა. ღონისძიება მაროკოში გაიმართა. ესპანური მედიის ცნობით, ...
წაკითხვა