ვინ იქნება ხვალ – 28 აგვისტო ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე
ხვალ საქართველოს დელეგაციის წევრები ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის სამ სახეობაში იასპარეზებენ. ქართველი სპორტსმენები მედლების მოპოვებას პარაფარიკაობაში, პარაძიუდოსა და პარაწოლჭიმში შეეცდებიან.
28 აგვისტო
გიორგი ქალდანი (პარაძიუდო, -73კგ)
ხვალ, ქართველი პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი შეჯიბრში 05:30 საათიდან ჩაერთვება. მერვედფინალში მისი მეტოქე პორტუგალიელი ჯიბრილო იაფა იქნება. აღსანიშნავია, რომ გიორგიმ 2021 წელს პარაძიუდოში ჩატარებული ორივე გრან პრი მოიგო.
ირმა ხეცურიანი (პარაფარიკაობა, რაპირით ფარიკაობა)
ნინა თიბილაშვილი (პარაფარიკაობა, რაპირით ფარიკაობა)
გვანცა ზადიშვილი (პარაფარიკაობა, რაპირით ფარიკაობა)
ქართველი მოფარიკავეები შეჯიბრში დილის 06:00 საათიდან ჩაერთვებიან. შეგახსენებთ, რომ ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ხმლით ფარიკაობაში უკვე იასპარეზეს, სადაც ნინამ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ირმა კი მე-5 ადგილზე გავიდა.
აჰმად რაზმ აზარი (პარაწოლჭიმი, -80კგ)
საქართველოს დელეგაციის წევრი ასპარეზობას 13:30 საათიდან წაიწყებს. აჰმად რაზმ აზარი წელს წაუგებლად ასპარეზობს და ის პარალიმპიური თამაშების ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება.
იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ არცერთი სიახლე ქართველი პარასპორტსმენების გამოსვლებზე, თვალი ადევნეთ:
• ფეისბუქ გვერდს საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე
• Fanebi.Com-ის ვებ-გვერდს
• ფეისბუქ გვერდს FANEBI.COM