ვინ იქნება ხვალ – 29 აგვისტო ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე
ხვალ, ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ხუთი წევრი იასპარეზებს. პარაფარიკაობაში, გუნდურ შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას საქართველოს ქალთა ნაკრები, პარაძიუდოში კი საქართველოს კიდევ ორი წარმომადგენელი გამოვა.
29 აგვისტო
საქართველოს ქალთა ნაკრები (პარაფარიკაობა, რაპირით ფარიკაობა)
ხვალ ფარიკაობაში ბოლო საშეჯიბრო დღე იქნება. საქართველოს ქალთა ნაკრები (ირმა ხეცურიანი, ნინო თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი) ასპარეზობას 04:30 საათიდან დაიწყებს.
ინა ქალდანი (პარაძიუდო, -70კგ)
რევაზ ჩიკოიძე (პარაძიუდო, +100კგ)
ხვალ, პარაძიუდოში შეჯიბრი 05:30 საათიდან დაიწყება. ინა ქალდანი მეოთხედფინალში მექსიკელ რუვალკაბა ალვარესს დაუპირისპირდება. მეოთხედფინალიდან აიწყებს ასპარეზობას რევაზ ჩიკოიძეც, მისი მეტოქე იაპონელი კენტო მასაკი იქნება.
ფოტო: საქართველოს ბანკი