ზინედინ ზიდანი: “ორივე გუნდისგან გახსნილ თამაშს ველი”
3 ივნისს, კარდიფში ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების დასკვნითი შეხვედრა გაიმართება: ტურინის “იუვენტუსი” მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ.
“სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფინალურ დაპირისპირებაში ორივე გუნდისგან გახსნილ, შემტევ თამაშს მოელის.
“ამ სეზონში ძალიან ბევრი ვიმუშავეთ – მოვიგეთ პრიმერადივიზიონი და გავედით ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მომზადება უმთავრესი ეტაპია და ჩვენც მოვემზადეთ. ფეხბურთში მთელი ძალის დახარჯვაა აუცილებელი. ბევრჯერ დავმარცხებულვარ კიდეც, ამიტომ წაგება ჩემთვის უცხო არ არის. იგივე ეხება “იუვენტუსსაც”. ჩვენებურად თამაშს ვეცდებით. ისიც გვესმის, რომ მეტოქედ მშვენიერი გუნდი გვყავს. ყველა გულშემატკივარს სურს ლამაზი ფეხბურთის ხილვა.
ჩვენთვის წნეხი უცხო არ არის. ყოველთვის ფავორიტად გვთვლიან, თუმცა ფინალში ფავორიტი არ არსებობს. ორივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს. ორივე გუნდისგან გახსნილ თამაშს მოველი. “იუვენტუსში” მითამაშია და ვიცი, რას ნიშნავს კატენაჩო, მაგრამ “იუვეს” ეს არ ეხება.
კრიშტიანუ რონალდუ კარგი ადამიანია, სხვებზე ზრუნავს. ის გამარჯვებებისგან არ იღლება. მოგება არასდროს ჰყოფნის. მას ყოველთვის სურს გამარჯვება, თვით ვარჯიშებზეც კი. მას ეს სისხლში აქვს. რონალდუ ნამდვილი ლიდერია და ეს განსაკუთრებით მოედანზე შეიმჩევა.
რაიმეს შეცვლა საჭირო არ არის და არც ვაპირებთ. გავაკეთებთ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდით და ვნახოთ, რა მოხდება”, – ზიდანის კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
“იუვენტუსსა” და “რეალს” შორის გასამართი მატჩი თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.