ადამა ტრაორეს დებიუტი კაპ ნოუზე
ადამა ტრაორემ აისრულა ოცნება, რომელიც თითოეულ ფეხბურთელს აქვს. მან 81-ე წუთზე ნეიმარი შეცვალა და ლა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთლი გახდა.აღსანიშნავია,რომ ტრაორეს გატანის შანსიც ჰქონდა 87-ე წუთზე.
ადამა 17 წლისა და 10 თვისაა. ის მერვეა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელთა შორის, რომელთაც დებიუტი ჰქონიათ ლა-ლიგაში.
ტატა მარტინომ განაცხადა: “ასეთი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის პირველ გუნდთან ვარჯიში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ჩვენ შევარჩიეთ სპეციალური,შესაფერისი მომენტი, რომ განაცხადში შეგვეყვანა და რამოდენიმე წუთიც მივეცით სათამაშოდ.”
მატჩის შემდეგ კომენტარი ადამამაც გააკეთა: “ლა მასიაში” გატარებული ამდენი წლის შემდეგ, თავს ამაყად ვგრძნობ.
მადლობას ვუხდი სამწვრთნელო შტაბს იმისათვის, რომ ასეთი შანსი მომცეს. ვერასეოდეს წარმოვიდგენდი ამას თუ შევძლებდი. ადვილია ასეთი ფეხბურთელების გვერდით თამაში, რადგან ისინი დიდ ნდობას მიცხადებენ.”
ადამამ სეზონი ხორდი ვინიალას გუნდში დაიწყო, მაგრამ სწრაფი პროგრესის ხარჯზე რამდენიმე კვირის წინ ეუსებიოს “ბარსა ბ”-ში დააწინაურეს.
ახლა კი წარმოგიდგენთ “ბარსას” იმ ფეხბურთელების ათეულს, რომელთაც მცირე ასაკში ჰქონდათ დებიუტი
1) ვიჩენსო მარტინესი
16 წლის, 10 თვის და 5 დღის. დებიუტი პირველ გუნდში 1941 წლის 19 ოქტომბერს: “მადრიდის რეალი”-“ბარსელონა”(4-3)
2) რამონ პერერა
16 წლის, 11 თვის და 30 დღის. დებიუტი პირველ გუნდში 1929 წლის 10 მარტს: “”ატლეტიკო-მადრიდი”-“ბარსელონა”(4-1)
3) ბოიან კრკიჩი
17 წლის და 18 დღის. დებიუტი პირველ გუდში 2007 წლის 16 სექტემბერს: “ოსასუნა”-“ბარსელონა”(0-0)
4) მარკ მუნიესა
17 წლის, 1თვის და 26 დღის. დებიუტი პირველ გუნდში 2009 წლის 23 მაისს: “ბარსელონა”-“ოსასუნა”(0-1)
5) ლეო მესი
17 წლის, 3 თვის და 22 დღის. დებიუტი პირველ გუნდში 2004 წლის 16 ოქტომბერს: “ესპანიოლი”-ბარსელონა”(0-1)
6) ფერნანდო და სილვა
17 წლის, 4 თვის და 2 დღის. დებიუტი პირველ გუნდში 1999 წლის 22 აგვისტოს: “ბარსელონა”-“სარაგოსა”(2-0)
7) მანუელ გარსია
17 წლის, 4 თვის და 30 დღის. დებიუტი პირველ გუნდში 1930 წლის 23 თებერვალს: “რასინგი”-“ბარსელონა”(2-1)
8) ადამა ტრაორე
17 წლის, 9 თვის და 30 დღის. დებიუტი პირველ გუნდში 2013 წლის 23 ნოემბერს: “ბარსელონა”-“გრანადა”(4-0)
9) ანდრეს ინიესტა
18 წლის, 7 თვის და 9 დღის. დებიუტი პირველ გუნდში 2002 წლის 21 დეკემბერს: “მალიორკა”-ბარსელონა”(0-4)
10) ჩავი ჰერნანდესი
18 წლის, 8 თვის და 8 დღის. დებიუტი პირველ გუნდში 1998 წლის 3 ოქტომბერს: “ვალენსია”-ბარსელონა”(1-3)