“რეალი” გალიდერდა
ესპანეთს ჩემპიონატში ლიდერი კვლავ შეიცვალა. მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ვილიარეალი” დაამარცხა და “ატლეტიკოს” მარცხის შემდეგ პირველ საფეხურზე გადაინაცვლა.
“რეალისა” და “ვილიარეალის” მატჩი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა და მასპინძელთა გამარჯვებით, 4-2 დასრულდა. მე-7 წუთზე ანგარიში გარეთ ბეილმა გახსნა. უელსელმა მეორე გოლშიც დიდი როლი ითამაშა და ბენზემას საგოლე პასი გაუკეთა. ფრანგმა ორამდე უპირატესობა 25-ე წუთზე გაზარდა. ტაიმის მიწურულს სტუმებმა ერთი გოლის გაქვითვა შესძლეს და მატჩს ინტრიგა დაუბრუნეს. 43-ზე თავი მარიომ გამოიჩინა.
64-ე წუთზე ხესემ ორბურთიანი სტატუს კვო აღადგინა, თუმცა სულ რაღაც 5 წუთზე ჯობანი დოს სანტოსმა ულამაზესი საჯარიმო დარტყმით სხვაობა კვლავ მინიმალურამდე დაიყვანა. ბოლო სიტყვა მაინც მადრიდელებმა თქვეს. ხესე-ბენზემას კონტრშეტევა ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმით დამთავრა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.
რეალი: დიეგო ლოპესი, კარვახალი, პეპე, რამოსი, მარსელო, მოდრიჩი, ბეილი, დი მარიამ, ილიარამენდი, ხესე, ბენზემა
შეცვლაზე შემოვიდნენ: კოენტრაო, ხაბი ალონსო, არბელოა
ვილიარეალი: ასენხო, მუსაკიო, დორადო, ხუანმე კოსტა, ბრუნო, აკინო, რამოსი, მოისესი, პერეირა, დოს სანტოსი.
შეცვლაზე შემოვიდნენ: ტრიგუეროსი, ხუან რომანი, პერბეტი.