პრიმერა დივიზიონის პრევიუ
ესპანეთის პრიმერას მორიგ ტურში, რომელიც დღეს აიღებს სტარტს, სამივე ლიდერი ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ გუნდებს შეხვდება.
ატლეტიკო – ვალიადოლიდი
“ალმერიასთან” განცდილი მარცხის შემდეგ “ატლეტიკო” საკუთარ მოედანზე “ვალიადოლიდს” მიიღებს. ბევრის აზრით, მადრიდულ კლუბს საჭემპიონო ბრძოლის გასაგრძელებლად ძალა აღარ ჰყოფნის, მაგრამ წესით და რიგით აუტსაიდერის დამარცხება სიმეონეს გუნდს არ უნდა გაუჭირდეს.
“ვალიადოლიდი” სტუმრად საკმაოდ სუსტად თამაშობს. უკანასკნელი გასვლითი შეხვედრა მარტინესის ბიჭებმა 25 ოქტომბერს მოიგეს, ისიც უშუალო კონკურენტ “რაიო ვალეკანოსთან”, რომელსაც ახლა 1 ქულით უსრებენ. სიმეონეს გუნდი კი, საშინაო მატჩებს არ აგებს. თუმცა, ეს მხოლოდ პრიმერაზე ითქმის. შუა კვირაში, ესპანეთის თასის ფარგლებში “ვისენტე კალდერონმა” მორიგ მადრიდულ დერბის უმასპინძლა, რომელიც “რეალის” გამარჯვებით დასრულდა.
ბარსელონა – რაიო ვალეკანო
ლიდერისა და აუტსაიდერის კიდევ ერთ დაპირისპირებას ბარსელონა უმასპინძებს. “კამპ ნოუზე” კატალონიელები “რაიო ვალეკანოს” მიიღებენ. რომელიც, ბარსელონაში კარგ ხასიათზე ჩადიან. მადრიდელებმა გასულ ტურში საკმაოდ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვეს “მალაგასთან” (4:1), სამმატჩიანი მოუგებელი სერიაც შეწყვიტეს და რაც მთავარია უშუალო კონკურენტებსაც მიუახლოვდნენ.
განწყობას არც მარტინოს გუნდში უჩივიან. “სევილიას” სტუმრად დამარცხების შემდეგ “ბარსელონამ” პრიმერაში ლიდერობა დაიბრუნა და რაც მთავარია ეს საკმაოდ კარგი თამაშით მოახერხა.
ხეტაფე – რეალი
შეიძელბა ითქვას, რომ მოახლოებულ ტურში ლიდერებიდან ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე მადრიდის “რეალს” ჰყავს. თუ, “ატლეტიკო” და “ბარსა” გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდებს ეთამაშებიან, ანჩელოტის გუნდის მოწინააღმდეგე ცხრილის შუა ნაწილთან უფრო ახლოს არის. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ “ხეტაფეს” საკმაოდ ცუდი პერიოდი აქვს. ლუის გარსიას გუნდს 9-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, რომელიც დიდი ალბათობით 10 მატჩამდეც გაიზარდება.
შეგახსენებთ, რომ “რეალი” მოედანზე კვლავ რონალდუს გარეშე გავა, რომელიც ისევ დიკვალიფიცირებულია. თუმცა, პორტუგალიელთან ერთად, თუ მის გარეშე, “რეალი” მაინც ფავორიტად ითვლება.
15/02/14
ელჩე – ოსასუნა
ატლეტიკო – ვალიადოლიდი
ლევანტე – ალმერია
ბარსელონა – რაიო ვალეკანო
16/02/14
ვილიარეალი – სელტა
გრანადა – ბეტისი
ხეტაფე – რეალი
ბილბაო – ესპანიოლი
17/02/14
სევილია – ვალენსია
18/02/14
მალაგა – სოსიედადი