ბუნდესლიგის მიმოხილვა
ბუნდესლიგის 23-ე ტურში “ბაიერნმა” “შალკე” გაანადგურა, რობერტ ლევანდოვსკი კი, ბომბართირთა დავაში გალიდერდა.
კოშმარული კვირა
გელზენკირხენის “შალკესთვის” გასული კვირა ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ყველაფერი მადრიდის “რეალთან” საშიონაო ასპარეზზე კატარსტროფული მატჩით დაიწყო და “ბაიერნთან” გამანადგურებელი მარცხით დასრულდა.
უნდა ითქვას, რომ “ბაიერნმა” სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. განსაკუთრების ეს პირველ ნახევარს ეხება. “შალკეს” ფეხბურთელები უბრალოდ ვერ ასწრებდნენ გადაწყვეტილებების მიღებას და 28-ე წუთისთვის უკვე 4-0 აგებდნენ. ბაიერნის არცერთი მოთამაშე ადგილზე არ ჩერდებოდა. ფაქტობრივად გვარდიოლამ 2-7-1 სქემით ითამაშა. მთელი მატჩის განმავლობაში ფლანგის მცველები შეტევით იყვნენ დაკავებულები.
მეორე ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს და საბოლოო ანგარიში 5-1 დაფიქსირდა.
მიუნხენელები უახლოეს მდევარს უკვე 20 ქულით უსწრებენ. რთული წარმოსადგენია რომ, გერმანიაში რამე შეიცვალოს.
პოლონური აქცენტი
გასულ ტურში საკმაოდ შთამბეჭდავი თამაში აჩვენა დორტმუნდის “ბორუსიამ”. როგორც ჩანს, “ჰამბურგთან” ჩაგდებული მატჩი “გამონაკლისი” იყო. დისკავალიფიცირებული როისის და ტრავმირებული ფეხბურთელების გარეშე მოთამაშე “ბორუსიამ” “ნიურნბერგის” დამარცხება იოლად მოახერხა და რომ არა მეკარე რაფაელ შეფერის ჩინებული თამაში, ანგარიში გაცილებით უფრო დიდი იქნებოდა.
დორტმუნდელების შემადგენლობაში გოლები ჰუმელსმა, მხიტარიანმა და ლევანდოვსკიმ გაიტანეს. პოლონელი ფორვარდმა სეზონის მე-15 გოლი გაიტანა ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა.
5 ფაქტი 23-ე ტურის შესახებ
“ჰოფენჰაიმსა” და “ვოლფსბურგს” შორის გამართულ 12 შეხვედრაში ფეხბურთელებმა 50 გოლის გატანა მოახერხეს.
კაკაუს შტუტგარტის სასტარტოში 522 დღე არ უთამაშია.
“შალკემ” 11 გოლი ორ მატჩში ბოლოს 36 წლის წინ გაუშვა.
ტონი კროოსი “შალკესთან” გამართულ შეხვედრაში ბურთს 155-ჯერ შეეხო, რაც ბუნდესლიგის ისტორიაში მესამე შედეგია.
“ჰამბურგის” 19 ქულა 23 ტურის შემდეგ კლუბის ისტორიაშ ყველაზე ცუდი შედეგია.
28/02/14
01/03/14
გოლები: ჰუმელსი 51′ ; ლევანდოვსკი 64′ ; მხიტარიანი 83′
გოლი: ჩუპო მოტინგი 37′
გოლი: იუნუზოვიჩი 19′
გოლები: დიუფი 21′ (0:1); კლავანი 55′ (1:1)
გოლები: რაფაელი 24′ (0:1); ტერ შტეგენი 52′ (ს.კ. 1:1)
გოლები: ალაბა 3′ (1:0); რობენი 15′ (2:0); მანჯუკიჩი 24′ (3:0); რობენი 28′ (4:0); რაფინია 64′ (4:1); რობენი 77′ (5:1)
02/03/14
გოლები: ფირმინიო 4′ (1:0); დოსტი 15′ (1:1); სულე 37′ (2:1); მოდესტე 39′ (3:1); მოდესტე 43′ (4:1); პერიშიჩი 76′ (4:2); სალიგოვიჩი 82′ (5:2); შიპლოკი 86′ (6:2)
გოლები: ჰარნიკი 31′ (0:1); რეზენტალი 80′ (1:1); მეიერი 89′ (2:1)