პრიმერა დივიზიონის პრევიუ
პრიმერას მორიგ ტურში მადრიდულ კლუბებს რთული მატჩები ელით. “ბარსელონა” კი აუტსაიდერს უმასპინძლებს. ტრადიციულად გთავაზობთ ესპანური ლიგის ტურის პრევიუს.
ატლეტიკო – ვილიარეალი
გათამაშების ლიდერი ევროსაგზურისთვის მებრძოლ “ვილიარეალს” უმასპინძებს, რომელიც მადრიდს საკმაოდ დიდი საკადრო პრობლემებით ეწვევა. ტრავმებისა თუ დისკვალიფიკაციების გამო “ყვითელბს” რამდნემე მოთამაშე დააკლდებათ. დანაკლისი მადრიდელთა ბანაკშიც არის. სიმეონეს გაბის და დიეგო კოსტას გარეშე მოუწევს ასპარეზობა.
მძიმე საჩემპიონთალიგო მატჩის შემდეგ ბუნებრივია, რომ მადრიდელები გადაღლიელები ინქებიან. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მალე “ბარსელონასთნა” განმეორებითი მატჩის არის სათამაშო.
“ვილიარელი” ევროზონას 1 ქულით ჩამორჩება, რაც პრაქტიკულად არაფერს არ ნიშნავს. ასე რომ, მადრიდში დიდი ბრძოლას უნდა ველოდოთ.
რეალ სოსიედადი – რეალ მადრიდი
მადრიდის “რეალი” სან-სებასტიანს ესტუმრება, სადაც ძალებს ადგილობრივ “რეალ სოსიედადთან” მოსინჯავს. ამ გუნდების დაპირისპირება ხშირ შემთხვევაში საკმაოდ დაძაბული ბრძოლით გამოირჩეოდა.
მიმდინარე სეზონში სან-სებასტიანელები ევროსაგზურისთვის ირძვიან. ეს ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის, ამიტომ “რეალს” იოლი გასეირნება ნამდვილად არ ელის.
მადრიდელები აღნიშნულ შეხვედრას კარგ ხასიათზე ხვდებიან. მიდუიქზე “სამეფო კლუბმა” ჩემპიონთა ლიგაში მნიშნველოვანი გამარჯვება მოიპოვა და 1/2-ფინალში თამაში ფაქტობრივად გაინაღდა.
ბარსელონა – ბეტისი
გათამაშების კიდევ ერთი ფავორიტი “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე პრიმერას გამოკვეთილ აუტსაიდერ, “ბეტისს” უმასპინძლებს.
შეხვედრაში აშკარა ფავორიტი კატალონიური კლუბია და ძნელი წარმოასადგენია, რომ მარტინოს შეგირდებმა ქულები ასეთ მეტოქესთან დაკარგოს.
მიუხედავად ჩემპიონთა ლიგაში საკმაოდ მძიმე კალენდრისა, რომელმაც შესაძლოა კატალონიური კლუბის მოთამაშეთა კონდიციებზე იმოქმედოს, “ბეტისი” ნამდვილად არ არის ის გუნდი, რომელსაც “ბარსასთვის” პრობლემების შემქნა შეუძლია.
04/04/14
05/04/14
06/04/14
08/04/14