რის გამო უკრძალავს ფიფა „ბარსელონას“ ტრანსფერების განხორციელებას?

თარიღი: აპრილი 8, 2014

ამ კვირის ერთ-ერთი მთავარი თემა ფიფასგან „ბარსელონას“ დაჯარიმებაა. მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, მრავალი მოსაზრება გამოითქვა. მოდით გავარკვიოთ, ვინ არის დამნაშავე.

რა დააშავა „ბარსელონამ“

ფიფას შედგენილი აქვს სპეციალური რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედოს ყველა კლუბმა არასრულწლოვანი უცხოელი ფეხბურთელის დამატებისას. იმის გასარკვევად, თუ რა დააშავეს კატალონიელებმა, ჯერ „ბარსელონას“ მაგალითზევე გავიგოთ, რისი უფლება აქვს კლუბს:

თუ არასრულწლოვანი უცხოელი ფეხბურთელის მშობლების ესპანეთში ვიზიტი შვილის საფეხბურთო კარიერასთან არ არის დაკავშირებული, მაშინ კლუბს ამ მოთამაშის გაფორმებაის უფლება აქვს;

თუ არასრულწლოვანი უცხოელი ფეხბურთელი ესპანეთში ევროკავშირის სხვა ქვეყნიდან ჩავიდა და არის არანაკლებ 16 წლისა, კლუბს მისი გაფორმების უფლება ეძლევა;

თუ არასრულწლოვანი უცხოელი ფეხბურთელი ესპანეთში ჩასვლამდე ცხოვრობდა ესპანეთის საზღვრიდან მაქსიმუმ 50 კილომეტრის მოშორებით, კლუბს მოთამაშის გაფორმებს უფლება ეძლევა.

თუ მოცემული სამი წესიდან რომელიმე დარღვეულია, მაშინ კლუბს მოთამაშის გაფორმების უფლება არ აქვს. „ბარსელონას“ საქმეში საუბარია იმაზე, რომ 2009 წლიდან დღევანდელ დღემდე კატალონიურმა კლუბმა წესების დარღვევით ათი არასრულწლოვანი ფეხბურთელი დაიმატა.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვლის თვეში „ბარსელონას“ ახალგაზრდული გუნდის ექვს ფეხბურთელს ოფიციალურ ტურნირებზე თამაშის უფლება აეკრძალა. ეს ფეხბურთელები იყვნენ კორეელები პაკ სენ-ჰო, ჩენ გილო და ლი სენ-ვუ, ფრანგი თეო შენდრი, ნიგერიელი წარმოშობის ჰოლანდიელი ბობი ადეკანიე და კამერუნელი პატრის სუსია.

რას მოიცავს ჯარიმა

„ბარსელონას“ უახლოესი ორი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში აეკრძალება ფეხბურთელის დამატება როგორც უშუალოდ რომელიმე ესპანური კლუბიდან, ასევე საზღვარგარეთის გუნდებიდანაც. შესაბამისად, 2015 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდამდე კატალონიური გუნდი სხვა კლუბიდან მოთამაშეს ვერ დაიმატებს. გარდა ამისა, „ბარსელონა“ 368 ათასი ევროთი ჯარიმდება. დაჯარიმებას ვერც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ვერ აცდა.

ფიფას მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებული არ არის, კონკრეტულად რა იგულისხმება ტრანსფერის აკრძალვაში და როდიდან შედის ის ძალაში. მაგალითად, უკვე გადაწყვეტილი ამბავი იყო, რომ ზაგრების „დინამოს“ მოთამაშე ალენ ჰალილოვიჩი მომავალ სეზონში „ნოუ კამპზე“ ითამაშებდა. გასაგებია, რომ „ბარსელონა“ ფეხბურთელებს ვეღარ იყიდის, თუმცა შეეძლება თუ არა გაყიდვა?

ავტორიტეტული უცხოელი ჟურნალისტების ცნობით, კატალონიურ კლუბს ფეხბურთელების გაყიდვა შეეძლება, თუმც ეს ინფორმაცია ოფიციალური მაინც არ არის.

რას ამბობენ „ბარსელონაში“

„სიმშვიდეს ვინარჩუნებთ. ფიფას განმარტებას წარვუდგენთ. ეს ჩვეულებრივი პროცესია. 90 დღე გვაქვს იმისთვის, რომ გადაწყვეტილება გავასაჩივროთ. ავხსნით, თუ რატომ გავაფორმეთ ამ ფეხბურთელებთან კონტრაქტები“, – აღნიშნა „ბარსელონას“ წარმომადგენელმა.

ამ საქმეში ერთ ბანალურ ფრაზასაც ხშირად გაიგონებთ: „დამნაშავე ჩვენ არ ვართ, ფეხბურთელი ჩვენს კლუბში თავისით მოვიდა“. გაგიკვირდებათ და ამ ერთი შეხედვით არაადექვატურ წინადადებას თავისი საფუძველი აქვს. როგორც ზემოთ გითხარით, კანონის დარღვევით კატალონიურმა კლუბმა ათი ფეხბურთელი, ამ ათიდან კი სამი კორეელი მოთამაშე დაიმატა. „ბარსელონას“ ვერსიით, კატალონიურ კლუბს კორეის ფეხბურთის ფედერაციამ მიმართა და „ლა მასიაში“ („ბარსელონას“ აკადემია) სამი ნიჭიერი კორეელი ფეხბურთელის ჩარიცხვა სთხოვა. ასეთი გარიგება კატალონიური კლუბისთვისაც მომგებიანი იქნებოდა და კორეის ნაკრებისთვისაც, თუმცა ეს საქმე სადამდე მივიდა, ამას თქვენც კარგად ხედავთ.

„ბარსელონა“ ფიფას გადაწყვტილებას სპორტის უმაღლეს საარბიტრაჟო ინსტაციაში გაასაჩივრებს. კატალონიელთა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი 2009 წელს მომხდარი ფაქტი იქნება, როდესაც ფიფამ იმავე დანაშაულზე ლონდონის „ჩელსის“ ჯარიმა დააკისრა. „ჩელსიმ“ ვერდიქტი გაასაჩივრა, საქმე მოიგო და ტრანსფერების განხორციელების უფლება მიიღო, თუმცა კატალონიელთა შემთხვევაში ყველაფერი ასე ადვილი როდია.

„ჩელსიმ“ ფიფას წესი მხოლოდ ერთი ფეხბურთელის ტრანსფერის განხორციელებისას დაარღვია. ლონდონელებმა მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანოს რეგლამენტი ფრანგული „ლანსიდან“ გაელ კაკუტას გადმობირების დროს დაარღვიეს. „ჩელსიმ“ „ლანსისთვის“ კომპენსაციის სახით მილიონი ევროს გადახდას დასთანხმდა და პრობლემაც მოიხსნა. როგორც ხედავთ, ასეთი პრეცენდენტი არსებობს, მაგრამ „ბარსელონას“ საქმის ვითარება უფრო მძიმეა.

ისიც საინტერესოა, ექნება თუ არა „ბარსელონას“ თავისუფალი აგენტის მქონე ფეხბურთელების დამატების უფლება? როგორც მოგეხსენებათ, კატალონიური კლუბი მიუნხენგლადბახის „ბორუსიადან“ მეკარე ანდრე ტერ შტეგენის დამატებას აპირებდა. ახალგაზრდა გერმანელ კიპერს მოქმედი ხელშეკრულება 2014 წლის ზაფხულში ეწურება, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტის სტატუსს იღებს. საინტერესოა, შეეძლება კი ასეთი მოთამაშის დამატება „ბარსელონას“?!

თუ ფიფას ვერდიქტი არ შეიცვლება, „ბარსელონას“ ერთადერთი გზა რჩება: გუნდის შევსება  „ლა მასიადან“.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“რეალი” კვარას სანაცვლოდ 100 მილიონს იხდის

Gazzeta Dello Sport-ის ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” მზად არის “ნაპოლის” ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ხეა მამარდაშვილს შეცვლის?

32 წლის “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მეკარე, დავიდ დე ხეა მანჩესტერიდან წასვლის შემდეგ უგუნდოდ არის და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პირველად! მამარდამ “ვალენსიაში” პენალტი აიღო! (ვიდეო)

გიორგი მამარდაშვილმა “ვალენსიაში” პირველად შეძლო პენალტის აღება. მამარდამ “ალავესის” წინააღმდეგ გარსიას აუღო. აღსანიშნავია, რო...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კვარას ერთ დღეს მადრიდის “რეალში” ვიხილავთ”

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი მთავარი მწვრთნელი, იური სიომინი ქართველზე საუბრობს. “ახლა ხვიჩა ყველაფერს აკეთებს მისი სურვილის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნიუკასლის” სუპერ შეთავაზება ქართველებს!

“ნიუკასლი” წლების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და საუდის არაბელი ინვესტორები გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ფიქრობენ. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამარდაშვილს ისე სუპერ გაუმართლებს? ნოიერი, სილესენი, ზომერი, ნიუბელი

მიუნხენის “ბაიერნს” საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის დამატება კვლავ სურს. ამ დროს, “ბაიერნის” 37 წლის [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალს” კვარაცხელია უნდა, მაგრამ ლაურენტისმა ასტრონომიული თანხა დაადო

Gazzeta Dello Sport-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესს მადრიდის “რეალი” იჩენს, მაგრამ “ნაპოლის” პრეზიდენტმა, დ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალმა” წლის ტრანსფერი განახორციელა!

მადრიდის “რეალმა” საბოლოოდ იპოვა კარიმ ბენზემას შემცვლელი და ეს “ტოტენჰემის” თავდამსხმელი ჰარი კეინია. ინგლისური პრესის [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამარდას ინგლისში ტრანსფერი ისტორიას დაწერს?

ესპანური მედიის ინფორმაციით, “ვალენსიას” გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს გადახდას ითხოვს. საქმეში ინგლისური კლუბები […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნიუკასლის” სუპერ შეთავაზება ქართველებს!

“ნიუკასლი” წლების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და საუდის არაბელი ინვესტორები გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ფიქრობენ. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამარდა სერიოზულ გაუგებრობაში გაეხვა – ვინისიუსის ფანები შეურაცხყოფას აყენებენ

გუშინ გიორგი მამარდაშვილმა კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და “ვალენსიას” პირადად მოაგებინა “რეალის” წინააღმდეგ. ერ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგის გრანდები მამარდაშვილის სანაცვლოდ დიდ თანხას იხდიან

თუ “ვალენსიამ” ლა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, ეს დიდწილად გიორგი მამარდაშვილის დამსახურება იქნება. მიუხედავად იმისა, შეინარჩუნებს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულის” ვარსკვლავი “ბარსელონაში” გადადის

“ლივერპულის” 31 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი რობერტო ფირმინო, დიდი ალბათობით, კატალონიის “ბარსელონაში” გადავა. ფირმინო სეზონის...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამარდა “იუვენტუსში”? ბუფონის რეალური შემცვლელი

ყველაზე გავლენიანი იტალიური გამოცემა gazzetta-ს ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსი” გიორგი მამარდაშვილით არის დაინტერესებული. “იუვე” ვოიჩეხ შჩესნის [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვალვერდე ალექს ბაენას ავტომობილთან დაელოდა და სახეში ჩაარტყა

ესპანური პრესის ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ფედე ვალვერდემ “ვილიარეალის” ფეხბურთელს, ალექს ბაენას სახეში ჩა...
წაკითხვა