სუარესი საკუთარ თავს გონიერებისკენ მოუწოდებს
“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა განაცხადა, რომ არ ეშინია წნეხის, რომელიც მას კატალონიურ კლუბში მოელის. ურუგვაელი ფეხბურთელი ამბობს, რომ გულშემატკივართა მხრიდან ზეწოლის ქვეშ თამაშს ჯერ კიდევ “ლივერპულში” მიეჩვია.
“მშვიდად ვარ. ინგლისში ვთამაშობდი, სადაც დიდ წნეხს გრძნობ. ასე რომ, უკვე მივეჩვიე ზეწოლის ქვეშ თამაშს. ახლა მსოფლიოს საუკეთესო კლუბის წევრი ვარ და წნეხიც გაიზარდა. სიფრთხილე და გონიერება მმართებს, პასუხისმგებლიანი უნდა ვიყო”, – სუარესის სიტყვები A Bola-მ გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” ურუგვაელ ახალწვეულს ჯორჯო კიელინის კბენისთვის მისჯილი დისკვალიფიკაცია მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს ეწურება. გავრცელებული ინფორმაციით, სეზონის პირველი “ელ კლასიკო” 25 ოქტომბერს შედგება. ასე რომ, სუარესს მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ თამაში შეეძლება.