ჩაბი ალონსო: “მძიმე გამარჯვება იყო”
გერმანიის ბუნდესლიგის III ტურში მიუნხენის “ბაიერნმა” შინ “შტუტგარტი” ანაგრიშით 2:0 დაამარცხა. გოლები მარიო გიოტცემ (27′) და ფრანკ რიბერიმ (85′) გაიტანეს.
მატჩის შემდეგ ბავარიელთა ესპანელმა ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ აღნიშნა, რომ გუნდი ოპტიმალურ ფორმაში ჯერ კიდევ არ არის.
“რთული გამარჯვება იყო. მატჩის მიმდინარეობას ვაკონტროლებდით, მაგრამ პირველ გოლამდე არცთუ ისე კარგად ვმოქმედებდით. არც მეორე ტაიმში გაიოლებულა საქმე. როდესაც ანგარიში 2:0 გახდა, ოდნავ დავწყნარდით. მძიმე გამარჯვება იყო. გარკვეული დრო გვჭირდება იმისთვის, რომ ოპტიმალური ფორმა დავიბრუნოთ. უკეთესობისკენ მივისწრაფვით. მთავარი სამი ქულაა”, – ალონსოს სიტყვები “ბაიერნის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გერმანიის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს 7-7 ქულით “ბაიერნი” და ლევერკუზენის “ბაიერი” ლიდერობენ. ცხრილის სრულად სანახავად გადადით ბმულზე: http://fanebi.com/cxrilebi/