ბუნდესლიგა: 25-ე ტურის მიმოხილვა
Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის 25-ე ტურის მიმოხილვას.
ლევერკუზენი – შტუტგარტი
ტური ლევერკუზენში ჩატარებული მატჩით გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა “შტუტგარტი” მიიღ და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა.
ანგარიში 32-ე წუთზე ვენდელის დარტყმის შემდეგ გაიხსნა, ზუსტად 4 წუთში კი დრმიჩმა უპირატესობა გაზარდა და “ლევერკუზენი” შესვენებაზე ორბურთიანი ფორით გავიდა.
შეხვედრის განახლებიდან 5 წუთში ბელარაბიმ მესამედ დალაშქრა “შტუტგარტის” კარი. საბოლოო ანგარიში კი 59-ე წუთზე დაფიქსრიდა, როდესაც დრმიჩმა დუბლი გაიფორმა.
ამ გამარჯვებით მასპინძელბმა მეოთხე პოზიცია განიმტკიცეს, შტუტგარტელები კი ბოლო ადგილზე რჩებიან.
ვერდერი – ბაიერნი
“ბაიერნის” შეჩერება ვერც ბრემენის “ვერდერმა” მოახერხა, რომელიც გათამაშების მეორე წრეში ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდად იქცა.
ბრემენელთა რბევა სტუმრებმა 25-ე წუთზე დაიწყეს, როდესაც თომას მიულერმა ანგარიშის გახსნა შეძლო. ტაიმის ბოლო წუთზე კი დავიდ ალაბამ გაიტანა.
მეორე ნახევარში მიუნხენელთა გულშემატკივრები რობერტ ლევანდოვსკიმ გაახარა, რომელმაც 76-ე და 90-ე წუთებზე დუბლის გაფორმება შეძლო.
გლადბახი – ჰანოვერი
მოსალოდნელი შედეგით დასრულდა ტურის ცენტლაური შეხვედრა. “გლადბახმა” საკუთარ მოედანზე “ჰანოვერი” მიიღო და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.
მასპინძლებმა გამარჯვება ჰერმანის დუბლით იზეიმეს. 43-ე წუთზე ნახევარმცველმა აზარის პასით შეაგდო. 75-ე წუთზე კი კრუზეს გადაცემა აქცია გოლად და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
“გლადბახი” 44 ქულით მესამე პოზიციაზე დამკვიდრდა, “ჰანოვერი” კი ამ მარცხის შემდეგ გასავარდნ ზონას 2 ქულით უსწრებს.
ტურის ყველა მატჩი
13.03 | 23:30 | ლევერკუზენი | 4:0 | შტუტგარტი | დაწვრილებით | |||
14.03 | 18:30 | აუგსბურგი | 0:2 | მაინცი | დაწვრილებით | |||
14.03 | 18:30 | ჰოფენჰაიმი | 3:0 | ჰამბურგი | დაწვრილებით | |||
14.03 | 18:30 | ჰერტა | 2:2 | შალკე 04 | დაწვრილებით | |||
14.03 | 18:30 | ვერდერი | 0:4 | ბაიერნი | დაწვრილებით | |||
14.03 | 18:30 | აინტრახტი | 4:0 | პადერბორნი | დაწვრილებით | |||
14.03 | 21:30 | დორტმუნდი | 0:0 | კიოლნი | დაწვრილებით | |||
15.03 | 18:30 | ვოლფსბურგი | 3:0 | ფრაიბურგი | დაწვრილებით | |||
15.03 | 20:30 | გლადბახი | 2:0 | ჰანოვერ 96 | დაწვრილებით |