“ბარსელონამ” მოიბოდიშა
“ბარსელონას” პრესსამსახურმა ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც კლუბი ბოდიშს იხდის “ხეტაფეს” წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ ჰელოუინის ერთობ მშფოთვარედ აღნიშვნის გამო. “ბარსას” ფეხბურთელები სადღესასწაულო კოსტიუმებში გამოეწყვნენ და მეტოქე გუნდის მოედანზე მსვლელობა მოაწყვეს, შემდეგ არც ეს იკმარეს და “ხეტაფეს” ფეხბურთელ ვიქტორ როდრიგესს საპრესკონფერენციო დარბაზში შეუცვივდნენ.
“გუნდი აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც “ბარსელონას” ფეხბურთელებს აკისრიათ და გვინდა, ბოდიში მოვუხადოთ მათ, ვინც შესაძლოა, ამ ქმედებით შეურაცხყოფილი დარჩა, განსაკუთრებით კი “ხეტაფეს” მოთამაშეებსა და ქომაგებს. ჩვენი გულშემატკივრები უნდა ამაყობდნენ მოედანზე და მის მიღმა გუნდის მოქმედებებით”, – წერია “ბარსელონას” პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.