პოლონეთმა ჩრდილოეთ ირლანდია მინიმალური უპირატესობით დაამარცხა (ვიდეო)
ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფიც გაიხსნა: ნიცაში მდებარე სტადიონ “ალიანც რივიერაზე” პოლონეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ფავორიტად პოლონეთი სახელდებოდა და მართლაც, მთელი მატჩის მიმდინარეობისას უპირატესობას სწორედ პოლონელი ფეხბურთელები ფლობდნენ, ბრიტანელები კი უმეტესწილად თავის დაცვით იყვნენ დაკავებულნი. შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ მიილია, თუმცა მეორე ტაიმში პოლონელებმა მაინც უპოვეს ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების კარს გასაღები და 51-ე წუთზე არეკ მილიკმა საკუთარი გუნდი დააწინაურა. პოლონელებს გატანილი გოლის შემდეგ მატჩის სადავეები ხელიდან არ გაუშვიათ და მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს – 1:0.
ევრო-2016
D ჯგუფი
პოლონეთი — ჩრდილოეთ ირლანდია 1:0 (0:0)
პოლონეთი: შჩესნი, პიშჩეკი, გლიკი, პაზდანი, ენდჟეიჩიკი, ბლაშიკოვსკი (გროსიცკი 88′), კრიხოვიაკი, მონჩინსკი (იოდლოვეცი 78′), კაპუსტკა (პეშკო 88′), მილიკი, ლევანდოვსკი.
მთავარი მწვრთნელი: ადამ ნავალკა.
ჩრდილოეთ ირლანდია: მაკგოვერნი, მაკლაფლინი, კეტკარტი, ჯონი ევანსი, მაკაული, მაკნეირი (დალასი 46′), ნორვუდი, სტივენ დევისი, ბეირდი (უორდი 76′), ფერგიუსონი (ვაშინგტონი 66′), ლაფერტი.
მთავარი მწვრთნელი: მაიკლ ონილი.
გოლი: მილიკი 51′.
გაფრთხილებები: კაპუსტკა 65′, პიშჩეკი 89′ — კეტკარტი 69′.
მთავარი მსაჯი: ოვიდიუ ჰაცეგანი (რუმინეთი).