ესპანეთი — ჩეხეთი: სავარაუდო შემადგენლობები, ფაქტები, სტატისტიკა
ესპანეთი — ჩეხეთი
შეხვედრის ადგილი: ტულუზა; “ტულუზის სტადიონი”
შეხვედრის დრო: ორშაბათი, 13 ივნისი; 17:00 (მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)
დღეს ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფის მეორე მატჩი შედგება. ტულუზაში ერთმანეთს ესპანეთისა და ჩეხეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. როგორც მოგეხსენებათ, ჯგუფის პირველ შეხვედრაში ხორვატიამ თურქეთის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
ვისენტე დელ ბოსკეს საკადრო პრობლემები არ აქვს და მისთვის სასურველი ფეხბურთელის გამოყენება შეუძლია. რაც შეეხებათ ჩეხებს, დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას ცენტრალური მცველი მარეკ სუხი გამოტოვებს, რომელმაც ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ საკვალიფიკაციო ეტაპის უკანასკნელ მატჩში პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.
ესპანეთის ნაკრების ბოლო 5 მატჩი:
24.06.16 | ამხ. | იტალია | ესპანეთი | 1:1 | |
27.03.16 | ამხ. | რუმინეთი | ესპანეთი | 0:0 | |
29.05.16 | ამხ. | ესპანეთი | ბოსნია/ჰერცეგ. | 3:1 | |
01.06.16 | ამხ. | ესპანეთი | კორეა | 6:1 | |
07.06.16 | ამხ. | ესპანეთი | საქართველო | 0:1 |
ჩეხეთის ნაკრების ბოლო 5 მატჩი:
24.03.16 | ამხ. | ჩეხეთი | შოტლანდია | 0:1 | |
29.03.16 | ამხ. | შვედეთი | ჩეხეთი | 1:1 | |
27.05.16 | ამხ. | ჩეხეთი | მალტა | 6:0 | |
01.06.16 | ამხ. | რუსეთი | ჩეხეთი | 1:2 | |
05.06.16 | ამხ. | ჩეხეთი | კორეა | 1:2 |
ურთიერთშეხვედრები:
07.10.11 – ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: ჩეხეთი 0:2 ესპანეთი
26.03.11 – ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: ესპანეთი 2:1 ჩეხეთი
08.06.97 – მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: ესპანეთი 1:0 ჩეხეთი
09.10.96 – მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: ჩეხეთი 0:0 ესპანეთი
ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “სასტარტო შეხვედრა ყოველთვის განსაკუთრებული და საპასუხისმგებლოა. ჩეხეთის ნაკრები კარგად ორგანიზებული გუნდია, კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. მეტოქე კარგად თამაშობს “სტანდარტებზე”.
ვფიქრობ, განვლილი მძიმე სეზონის მიუხედავად, ჩვენი გუნდი კარგ ფორმაშია. ფეხბურთელები ჯანმრთელად და კარგ ხასიათზე არიან. ვნახოთ, რამდენად შევძლებთ ამ განწყობის გადმოტანას მოედანზე”.
პაველ ვრბა (ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს ვხვდებით და წარმატების მისაღწევად ყველაფერი სწორად უნდა გავაკეთოთ. მეტოქეს თითოეულ პოზიციაზე მსოფლიოს დონის ფეხბურთელი ჰყავს. დიდი გამოცდა გველის, თუმცა ვფიქრობ, რომ მათი გაკვირვება შეგვიძლია.
არ გვინდა, რომ ტომაშ როსიცკის თავისუფალი მოქმედების არეალი შევუზღუდოთ. მას შეტევა და მომენტების შექმნა უყვარს. აქედან გამომდინარე, ჩვენი გუნდის სხვა ფეხბურთელებს მათთვის უჩვეულო დაცვითი პოზიციების დაკავება მოუწევთ. დისკვალიფიცირებული მარეკ სუხის გარდა სათამაშოდ ყველა მზად არის”.
სავარაუდო შემადგენლობები:
ესპანეთი: კასილასი, ხუანფრანი, პიკე, რამოსი, ალბა, ბუსკეტსი, დავიდ სილვა, ფაბრეგასი, ინიესტა, ნოლიტო, მორატა.
ჩეხეთი: ჩეხი, კადერჟაბეკი, სივოკი, კადლეცი, გებრე სელასიე, დარიდა, პლაშილი, დოჩკალი, როსიცკი, კრეიჩი, ნეციდი.
Fanebi.Com-ის პროგნოზი
ესპანეთი 2:0 ჩეხეთი