ლა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები დააჯილდოვეს
ესპანეთის პრიმერადივიზიონის 2015-2016 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელებს საზეიმო ცერემონიაზე ჯილდოები გადასცეს.
გასული გათამაშების საუკეთესო ნახევარმცველად მადრიდის “რეალის” ხორვატი ლეგიონერი ლუკა მოდრიჩი დასახელდა. იგი “სამეფო კლუბის” ერთადერთი წარმომადგენელია, რომელმაც ჯილდო მიიღო.
2015-2016 წლების სეზონის საუკეთესო თავდამსხმელის ჯილდო “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის გადაეცა. არგენტინელმა ფეხბურთელმა 33 მატჩში 26 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ესპანეთის პრიმერადივიზიონის შარშანდელი გათამაშების საუკეთესო ლეგიონერად “ბარსელონას” თავდამსხმელი ლუის სუარესი დაასახელეს. ურუგვაელმა ფეხბურთელმა 35 მატჩში 40 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი გააკეთა. როგორც მოგეხსენებათ, სუარესი ევროპის მასშტაბით საუკეთესო ბომბარდირი გახდა და რამდნეიმე დღის წინ “ოქროს ბუციც” მიიღო.
ლა ლიგის გასული გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელი მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი გახდა. ფრანგმა ფორვარდმა 38 მატჩში 22 გოლი გაიტანა.
ასევე იხილეთ: ლა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელი, მეკარე და მცველი ერთი გუნდიდან არიან