ზიდანი: “ელ კლასიკოში” ფავორიტები არ ვიქნებით”
ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-14 ტურში მადრიდის “რეალი” “ნოუ კამპზე” “ბარსელონას” ეწვევა. დამდეგი შეხვედრის შესახებ “სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ისაუბრა.
“ბარსელონას” სუსტი წერტილი არ აქვს. ჩვენ აღნიშნული მატჩისთვის ჩვეულებისამებრ ვემზადებით. ხვალ იხილავთ ორ გუნდს, რომლებიც შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ.
რაც შეეხება ანდრეს ინიესტას დაბრუნებას, ამ ფაქტმა ჩვენი გეგმები შეცვალა. იგი ძალზედ მნიშვნელოვანი ფიგურაა, თუმცა მხოლოდ საკუთარი გუნდისთვის.
“რეალი” მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს. თუ მოედანზე მაქსიმუმს გავიღებთ, დადებით შედეგს მივაღწევთ.
ვითვლებით თუ არა ფავორიტად? არა, მე ვფიქრობ, რომ შანსი თანაბარია, როგორც ყოველთვის”, – ზიდანის კომენტარი “ასმა” გამოაქვეყნა.
მატჩი “ბარსელონასა” და “რეალს” შორის 3 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 19 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.