ვინ დარბის “ბარსელონას” ფეხბურთელთა შორის ყველაზე სწრაფად და ყველაზე ნელა
ესპანურმ გამოცემა “მარკამ” გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სისწრაფეს ავითარებენ “ბარსელონას” ფეხბურთელები.
კატალონიური გუნდის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი ნეიმარია, რომელმაც “ხიხონთან” მატჩში (6:1) 34,83 კმ-სთ სისწრაფით გაირბინა. ბრაზილიელი ფეხბურთელი 2016-2017 წლების სეზონში საშუალოდ 32,69 კმ/სთ სისწრაფით დარბის, რაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია ევროპის წამყვან ჩემპიონატებში.
სამაგიეროდ, შეტევაში ნეიმარის თანაგუნდელები სისწრაფით დიდად ვერ დაიკვეხნიან. ლუის სუარესმა “ბარსელონას” ფეხბურთელთა შორის სისწრაფით მე-11 პოზიცია დაიკავა, ლიონელ მესიმ კი — მე-13. ურუგვაელი 32,86 კმ/სთ, მესი კი 32,27 კმ/სთ სისწრაფით დარბის.
გასაკვირია, მაგრამ კატალონიელებს შორის სისწრაფით მეორეა ფრანგი მცველი ჟერემი მატიე, რომელიც “დეპორტივოსთან” მატჩში 34/25 კმ/სთ სისწრაფე განავითარა. მოულოდნელად მესამე პოზიცია დაიკავა ალეშ ვიდალმა, რომელმაც ამ სეზონში 33/8 კმ/სთ სისწრაფით გაირბინა. სიურპრიზია ისიც, რომ მეოთხე ადგილზე ხავიერ მასკერანო აღმოჩნდა, რომელმაც 33/71 კმ/სთ სისწრაფე განავითარა.
“ბარსელონას” ყველაზე ნელი მოთამაშე ივან რაკიტიჩია. ხორვატმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 30/66 კმ/სთ სიწრაფით გაირბინა, რაც კატალონიურ გუნდში ყველაზე დაბალი შედეგია. რაკიტიჩზე ოდნავ სწრაფები არიან ანდრეს ინიესტა, რაფინია და არდა თურანი.
ნეიმარი: 34/83 კმ/სთ
ჟერემი მატიე: 34/25 კმ/სთ
ალეშ ვიდალი: 33/8 კმ/სთ
ხავიერ მასკერანო: 33/71 კმ/სთ
ჟორდი ალბა: 33/67 კმ/სთ
სერხიო ბუსკეტსი: 33/64 კმ/სთ
ჟერარ პიკე: 33/52 კმ/სთ
სერხი რობერტო: 33/51 კმ/სთ
პაკო ალკასერი: 33/4 კმ/სთ
სამუელ უმტიტი: 33/01 კმ/სთ
ლუის სუარესი: 32/86 კმ/სთ
ანდრე გომეში: 32/73 კმ/სთ
ლეო მესი: 32/27 კმ/სთ
ლუკა დინი: 32/21 კმ/სთ
დენის სუარესი: 32/18 კმ/სთ
არდა თურანი: 31/87 კმ/სთ
რაფინია: 31/76 კმ/სთ
ანდრეს ინიესტა: 31/62 კმ/სთ
ივან რაკიტიჩი: 30/66 კმ/სთ