“დორტმუნდის” ავტობუსთან წერილი იპოვეს
დორტმუნდის პოლიცია არ გამორიცხავს, რომ “ბორუსიას” ავტობუსთან მომხდარი აფეთქება კლუბის წინააღმდეგ განხორციელებული მიზანმიმართული ქმედება იყოს. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის ადგილზე ნაპოვნია წერილი, რომლის შესწავლაც ახლა მიმდინარეობს. წერილის შინაარსი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ “ბორუსიას” ავტობუსთან სამი აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც გუნდი ბაზიდან სტადიონისკენ გადაადგილებას იწყებდა. აფეთქების შედეგად ხელი დაიშავა გერმანული გუნდის მცველმა მარკ ბარტრამ, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ესპანელი ფეხბურთელი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გამოწერეს და ახლა სახლში იმყოფება. მცირეოდენ დაზიანდა კლუბის ავტობუსიც.
“ბორუსიასა” და “მონაკოს” შორის სამშაბათს გასამართი შეხვედრა მომხდარის გამო გადაიდო და ის 12 აპრილს, თბილისის დროით 20 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. სამართალდამცველებმა აღნიშნულ მატჩზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღეს.