“რეალი” ზიდანთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
მადრიდის “რეალი” გუნდის მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა “მარკა” აქვეყნებს.
ფრანგ სპეციალისტსა და “სამეფო კლუბს” შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2018 წლის 30 ივნისამდე აქვს. წყაროს თანახმად, კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ყველა დეტალი შეთანხმებულია და ახლა დოკუმენტზე მხოლოდ ხელის მოწერა დარჩა. ხელშეკრულება 2020 წლამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანი “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2016 წლის იანვრიდან მუშაობს. მან გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა პირველივე სეზონში მოიგო. ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე “რეალი” “ბარსელონასთან” პირველ-მეორე ადგილებს იყოფს, თუმცა მადრიდელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და ტიტულის დასაცავად ტურინის “იუვენტუსთან” 3 ივნისს, კარდიფში იბრძოლებს.