რობენი: “შესაძლოა, კარიერა “გრონინგენში” დავასრულო”
მიუნხენის “ბაიერნის” გარემარბი არიენ რობენი გამოტყდა, რომ კარიერის დასრულებაზე ფიქრობს.
“არსებულ მდგომარეობაზე ვარ ორიენტირებული, მაგრამ სულ უფრო ხშირად ვფიქრობ იმაზე, თუ რას გავაკეთებ კარიერის დასრულების შემდეგ.
ეს იმის მანიშნებელია, რომ კარიერის ბოლო ახლოვდება. რეალობა ასეთია. დარწმუნებული ვარ, რომ ჰოლანდიაში დავბრუნდები. “გრონინგენთან” განსაკუთრებული ურთიერთობა მაკავშირებს. შესაძლოა, კარიერა სწორედ ამ კლუბში დავასრულო”, – ციტირებს რობენის სიტყვებს “კიკერი”.
ცნობისთვის, არიენ რობენსა და მიუნხენის “ბაიერნს” შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2018 წლის 30 ივნისამდე აქვს.
“გრონინგენი” რობენის მშობლიური კლუბია. ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა 2000 წელს პროფესიული კარიერა სწორედ ამ კლუბში დაიწყო, საიდანაც 2002 წელს “პეესვე ეინდჰოვენში” გადაბარგდა.