ბენზემამ “რეალის” ყველა დროის საუკეთესო მეგოლეთა შორის მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა
ესპანეთის პრიმერადივიზიონის მერვე ტურში მადრიდის “რეალმა” გასვლაზე “ხეტაფე” ანგარიშით 2:1 დაამარცხა. სტუმართაგან ერთი ბურთი კარიმ ბენზემამ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ფრანგმა თავდამსხმელმა “რეალის” რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 182-ე გოლი გაიტანა, ფრანსისკო ხენტოს დაეწია და კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეშვიდე პოზიციაზე გადავიდა. მეექვსე ადგილზეა უგო სანჩესი, რომელმაც თავის დროზე “რეალის” რიგებში 208 ბურთის გატანა მოახერხა. მადრიდული გუნდის ყველა დროის საუკეთესო მეგოლე კრიშტიანუ რონალდუ გახლავთ, რომლის აქტივშიც 413 გოლია.
კარიმ ბენზემას “რეალის” რიგებში 372 მატჩი აქვს ჩატარებული. ფრანგმა ფეხბურთელმა 123 გოლი პრიმერადივიზიონში გაიტანა, 39 – ჩემპიონთა ლიგაზე, 15 – ესპანეთის თასზე, სამი – საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატზე, ორი კი – ესპანეთის სუპერთასზე.