რონალდუ: “კარგი იქნება, თუ “ბარსელონა” “ელ კლასიკოს” დაწყებამდე საპატიო დერეფანს მოგვიწყობს”
მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ იმედოვნებს, რომ “ელ კლასიკოს” დაწყებამდე “ბარსელონა” მის გუნდს საპატიო დერეფანს მოუწყობს. შეგახსენებთ, რომ “ბლანკოსი” გუშინ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონი გახდა.
“რეალს” წლის განმავლობაში ხუთი ტიტული არასდროს ჰქონდა მოგებული და ჩვენი მიზანი აღნიშნულის შესრულება იყო. ზინედინ ზიდანი ამის შესახებ გვესაუბრა და ჩვენც ძალიან მოტივირებულები ვიყავით. ფინალის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე მეტად მსოფლიოს ჩემპიონობა მახარებს. ეს “რეალის” მორიგი რეკორდია.
კარგი იქნება, თუ “ბარსელონა” საპატიო დერეფანს მოგვიწყობს. ვიმედოვნებ, მეტოქეს დავამარცხებთ და საჩემპიონო ბრძოლას ინტრიგას შევუნარჩუნებთ.
დარწმუნებული ვარ, რომ “რეალი” შაბათს დიდ ფეხბურთს ითამაშებს. “ბარსელონასთან” სათამაშოდ სრულად მზად ვიქნები”, – ციტირებს რონალდუს სიტყვებს “ასი”.
შეგახსენებთ, რომ “რეალი” “ბარსელონას” 23 დეკემბერს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.