“ატლეტიკომ” გაიტანი და კარასკო გაყიდა
მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველმა ნიკოლას გაიტანმა და თავდამსხმელმა იანიკ კარასკომ კლუბი დატოვეს. ორივე მათგანი ჩინურ “დალიან იფანში” გადავიდა.
ტრანსფერების ღირებულება და კონტრაქტების დეტალები ოფიციალურად არ სახელდება, მაგრამ Transfermarkt-ი უთითებს, რომ გაიტანის სანაცვლოდ “ატლეტიკომ” 18 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო კარასკოს გაყიდვით ესპანურმა კლუბმა ბიუჯეტი 30 მილიონი ევროთი შეივსო.
გაიტანმა მიმდინარე სეზონში 13 მატჩი ჩაატარა, მაგრამ შედეგიანი ქმედებით თავი არ გამოუჩენია. რაც შეეხება კარასკოს, მან 28 შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა მიითვალა.
Acuerdo con Dalian Yifang para el traspaso de @CarrascoY21 y @nicogaitan.
¡Buena suerte en vuestra nueva etapa! ¡Gracias, Yannick y Nico!
➡ https://t.co/hgRR8ENHTU
➡ https://t.co/f3nPNREaIw pic.twitter.com/L6CBMePFkF— Atlético de Madrid (@Atleti) 26 February 2018