ტერორისტები “ბარსელონა”-“ბეტისის” მატჩისას “ნოუ კამპზე” თავდასხმას აპირებდნენ
ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” სამიზნეში საფეხბურთო კლუბი “ბარსელონაც” მოხვდა.
2017 წლის 17 აგვისტოს ტერორისტებმა ბარსელონაში მდებარე ლა რამბლას ქუჩაზე ტერაქტი მოაწყვეს. ფურგონი ხალხის მასაში შევარდა და 13 ადამიანი იმსხვერპლა, ასამდე პირი კი დაშავდა. როგორც ესპანელმა სამართალდამცველებმა გაარკვიეს, ტერორისტები თავდამსხმას “ნოუ კამპის” სტადიონზეც აპირებდნენ. ლა რამბლას ტრაგედიიდან სამი დღის შემდეგ, 20 აგვისტოს, ტერორისტული ორგანიზაციის სამიზნეში “ბარსელონასა” და “ბეტისს” შორის გამართული სეზონის სადებიუტო შეხვედრა იყო.
ტარაგონაში მოკლული ტერორისტის ტელეფონში ნაპოვნია “ნოუ კამპის” სქემა და სტადიონის არაერთი ფოტო.
“ბარსელონას” ოფიციალური მაღაზიის გამყიდველმა განაცხადა, რომ ლა რამბლას ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე ტერორისტები სტადიონის ტერიტორიაზე დაინახა.
სამართალდამცველები მიიჩნევენ, რომ ტერორისტებს “ნოუ კამპზე” თავდამსხმა ორი გზით შეეძლოთ – ფურგონით და შაჰიდის ქამრებით.
“ნოუ კამპზე” ასი ათასამდე მაყურებელი ეტევა.