იკერ კასილასმა დაასახელა, რომელ ქვეყნებში ისურვებდა თამაშს
მადრიდის “რეალის” ყოფილმა კაპიტანმა იკერ კასილასმა სოციალური ქსელის მეშვეობით სხვადასხვა საინტერესო კითხვებს უპასუხა.
“სასაცილოა, მაგრამ საუკეთესოდ იმ სეზონს დავასახელებ, რომლის განმავლობაშიც ყველაზე ნაკლები მატჩი ჩავატარე. 2013-2014 წლების სეზონს ვგულისხმობ. ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაშვებული შეცდომის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ 24 შეხვედრა საკმაოდ კარგად ჩავატარე და ვიმეორებ, იმ გათამაშებაში გაცილებით ნაკლებ მატჩში ვითამაშე, ვიდრე მანამდე მიწევდა.
“რეალის” ისტორიაში სამ საუკეთესო ფეხბურთელს ვერ, მაგრამ ორს დაგისახელებთ: ალფრედო დი სტეფანო და კრიშტიანუ.
საუკეთესო ტიტული 2000 წელს მოგებული ჩემპიონთა ლიგაა, რომელიც ჩემთვის პირველი იყო (3:0 “ვალენსიას” წინააღმდეგ).
რაც შეეხება სხვა ქვეყანაში ძალების მოსინჯვას, ინგლისში ვითამაშებდი. ოცი წლის წინ იტალიის ჩემპიონატიც საკმაოდ ძლიერი იყო”.