რას აპირებს ბეილი? პასუხობს ფეხბურთელის აგენტი
მადრიდის “რეალის” ფორვარდ გარეტ ბეილის აგენტმა ჯონათან ბარნეტმა მისი კლიენტის სამომავლო გეგმების შესახებ კომენტარი გააკეთა.
“გარეტთან დაკავშირებით ყველაფერი მშვენივრადაა. მოქმედი კონტრაქტის შესაბამისად, მან “რეალში” კიდევ ორი წელი უნდა დაჰყოს. მას მოსწონს მადრიდში ცხოვრება და სხვაგან გადაბარგებას არ აპირებს. ის კარგ ფეხბურთელად რჩება, როგორც – “რეალის” სხვა მოთამაშეები, უბრალოდ გადაწყვეტილებას ზინედინ ზიდანი იღებს. დიდი დანაკლისია, რომ ბეილი “რეალის” შემადგენლობაში ვერ ხვდება, მაგრამ ის სხვა კლუბში გადასვლას არ აპირებს.
გარეტი ზინედინ ზიდანს არ გადაახტება. ბატონი ზიდანი ძალზედ წარმატებული მწვრთნელია. მათ შორის სიძულვილი არ არსებობს. ბატონ ზიდანს უბრალოდ არ სურს ბეილის გამოყენება. გარეტი ყოველდღიურად თავდაუზოგავად ვარჯიშობს.
ბეილს უელსის ნაკრების რიგებში ევრო-2020-ზე თამაში სურს. ის ყოველთვის ცდილობს, რომ ნაკრებში კარგი მატჩი ჩაატაროს. ბეილი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ასეთები არ სხვისდებიან”, – ციტირებს უელსელი თავდამსხმელის აგენტის სიტყვებს “ბიბისი”.