არგენტინის პრეზიდენტი მესის სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს
არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის მიმართა და მას სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.
“შენ ყველა ჩვენგანის გულში ხარ, მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ ვერასდროს გიხილოთ, თუ როგორ თამაშობ ჩვენს მიწაზე. გაგვახარე და დაასრულე კარიერა “ნიუელს ოლდ ბოისის” რიგებში. თუ მესი კარიერას “ბარსელონაში” არ დაასრულებს, ეს “ნიუელს ოლდ ბოისში” უნდა გააკეთოს”, – ციტირებს არგენტინის პრეზიდენტის სიტყვებს “მარკა”.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლეო მესის “ბარსელონას” დატოვება აქვს გადაწყვეტილი, მიმდინარე კვირის დასაწყისში გაჩნდა. ფეხბურთელმა კლუბს მიმართა, რომ კონტრაქტის გაწყვეტა სურს, თუმცა “ბარსელონას” მისი შენარჩუნების სურვილი აქვს.
ლიონელ მესი “ბარსელონას” აღზრდილი გახლავთ. მას კატალონიური გუნდის რიგებში ჩატარებულ 731 მატჩში 634 გოლი და 285 შედეგიანი გადაცემა აქვს მითვლილი. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის ზაფხულამდე აქვს. კონტრაქტის გამოსასყიდი თახნა 700 მილიონ ევროს შეადგენს.
არგენტინელი ფეხბურთელის დამატებით ყველაზე აქტიურად “მანჩესტერ სიტი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, პარი სენ-ჟერმენი” და მილანის “ინტერი” არიან დაინტერესებულნი.